სესხების განულება თუ მორიგი „უფასო ფული“ ამომრჩეველს

© Sputnik / Alexander Imedashviliწინასაარჩევნო კომპანია
წინასაარჩევნო კომპანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლება და ფონდი „ქართუ“ მცირე კრედიტების ჩამოწერას აპირებენ.

თემურ იოსელიანი

ხელისუფლებამ დააანონსა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც 2000 ლარამდე ვადაგადაცილებული სესხი აქვს ბანკებში თუ სხვა საკრედიტო ორგანიზაციებში, დეკემბერში ვალი გაუნულდებათ. მთავრობაში აცხადებენ, რომ ვალებს ფონდი „ქართუ“ გამოისყიდის და ბიუჯეტიდან ფული არ დაიხარჯება. როგორც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 ათას მოქალაქეს ჯამურად 1,5 მილიარდი ლარის ვალი ჩამოეწერება.

ოპოზიციის თუ ხელისუფლების იდეა

ვალების ჩამოწერის შესახებ მამუკა ბახტაძემ განცხადება 19 ნოემბერს გააკეთა. წინა დღეს ეს მოვლენა თბილისის მერმა კახა კალაძემ დააანონსა და „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკაც არ დაივიწყა – ნუ კანკალებთ, შეეგუეთ, რომ თქვენგან მემკვიდრეობით მიღებულ ჭარბვალიანობის პრობლემას ჩვენ მოვაგვარებთო.

კალაძის განცხადებას წინ უსწრებდა გრიგოლ ვაშაძის ბრიფინგი, სადაც მან ხელისუფლებას სამი პირობის შესრულებისკენ მოუწოდა:

ეროვნული ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო
„შავი სიის“ გათეთრების თეორია და პრაქტიკა... ანუ ვისთვის და როგორ?!

1. ხელისუფლების მიერ უნდა მოხდეს ნებისმიერი პირის ვალდებულებების ჩამოწერა, რომელიც დღეის მდგომარეობით არის მოვალეთა „შავ სიაში“ და ვერ იხდის ბანკების და მიკროსაფინანსოების ვალებს და ეს ადამიანები მყისიერად უნდა იქნენ ამოღებული მოვალეთა „შავი სიიდან“. ამისათვის მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათი ვალები და ჩაანაცვლოს ეს გაჭირვებული ხალხი ბანკებთან ურთიერთობაში.

2. საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს კანონი ბანკების მიერ დღემდე დარიცხული სანქცია-საურავების სრული ამნისტიის შესახებ.

3. ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს იპოთეკის პროცენტის განახევრება და ბანკების გადაქცევა მევახშეებიდან ნამდვილ საფინანსო ინსტიტუტებად, რომლებიც ეკონომიკას აძლევენ განვითარების სტიმულს.

„ეს თუ არ გაკეთდა, უკიდურესად დაზარალდება საქართველოს ეკონომიკა და ჩამოგვექცევა ეს ეკონომიკა თავზე და, სხვათა შორის, ამ ჩამოქცევას ვერც ბანკები გადაურჩებიან“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სწრაფი ჩარიცხვის აპარატი - Sputnik საქართველო
შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის მესამედი ვალებშია

სწორედ ამ ბრიფინგის შემდეგ აჩქარდა ხელისუფლება და მათ განაცხადეს, რომ ჭარბვალიანობის მოსაგვარებლად უკვე თვეებია მუშაობენ. ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის თქმით, 600 000 ადამიანია, ვისაც 2000 ლარამდე ერთ წელზე მეტი ხანდაზმული გადაუხდელი ვალი აქვს.

„ეს არის შრომისუნარიანი მოსახლეობის მესამედი, რომელიც გამოთიშული იყო ეკონომიკურ ცხოვრებას და არანაირი მოტივაცია არ ჰქონდათ ამ ადამიანებს მოეძებნათ სამსახური. ვალის ეს ბორკილი ხელს უშლიდათ ჩართულიყვნენ ეკონომიკურ აქტივობაში.

პრემიერ-მინისტრობისას ბახტაძემ არაერთხელ თქვა, რომ ამ პრობლემას უნდა მიხედვა. ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდით, თუ არა ფონდი „ქართუ“, რომელმაც სრულად გაიზიარა ამ პრობლემის სიმწვავე და, როგორც ყოველთვის, დაუდგა გვერდში ჩვენ ქვეყანას ამ პრობლემის გადასაჭრელად. ბანკებთან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან (ე.წ. ონლაინ-სესხების კომპანიებთან) ჩატარდა რამდენიმე რაუნდი მოლაპარაკების“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
600 ათასზე მეტი მოქალაქე ახალ წელს საბანკო დავალიანების გარეშე შეხვდება

მთავრობაში ამბობენ, რომ 3 დეკემბრისთვის ამოქმედდება ვებ-გვერდი, სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები და ნახოს, ჩამოეწერება თუ არა ვალი. ეს აქცია 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე განხორციელდება.

თუმცა, აქვე გაირკვა, რომ, მაგალითად, ონლაინ-სესხების კომპანია „ვივუსის“ (და, როგორც ჩანს, სხვა მსგავსი კომპანიებისაც) „შავ სიაში“ მყოფ კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ, რადგან არც ხელისუფლებასთან და არც „ქართუსთან“ პირობებზე არ შეთანხმებულან.

ოპოზიციის პრეტენზია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მთავრობის ინიციატივა მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების მეორე ტურზეა გათვლილი.

„მთავრობა რა შუაშია, თუ ამას აკეთებს „ქართუ“?! ზოგადად, უიმედო სესხების ჩამოწერას კომერციული ბანკები ყოველწლიურად აკეთებენ. შარშან 77 მილიონი ლარი ჩამოიწერა უიმედო, 2016 წელს – 55 მილიონი. ახლა, როგორც გვესმის, რაღაც თანხა ჩამოიწერება და ამაში „ქართუ“ შეეშველება. მილიარდ-ნახევარი არის ზღაპარი. არავითარ მილიარდ-ნახევარს „ქართუ“ არ გადაიხდის, ეს არის მორიგი სატყუარა, რომელიც მცირე ოდენობის, ფაქტობრივად, ისეთ სესხებზეა საუბარი, რომელიც არასდროს იქნებოდა ბანკებისთვის დაბრუნებული და ისინი ისედაც აკეთებდნენ რესტრუქტურიზაციას. რომ არ ყოფილიყო მეორე ტური, იქნებოდა ასეთი ინიციატივა? ბოლოს და ბოლოს, მაინც გაუგებარია, ვინ და რას აკეთებს“, – განაცხადა გოცირიძემ.

კაზინო - Sputnik საქართველო
ფსონების მიღება გრძელდება!..

კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილმაც:

1. არის ბლეფი, რადგან ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს უიმედო სესხი 2 ათას ლარამდე. ეს არაა მილიარდ-ნახევარი.

2. კომერციული ბანკები ისედაც ჩამოწერდნენ უიმედო სესხებს. საშუალოდ 50 მლნ. წელიწადში. 600 მილიონზე მეტი ბოლო ათ წელიწადში. როგორც ჩანს, „ქართუ“ მცირეოდენ წაეშველება ბანკებს და შემდეგ ამას შეფუთავს დიდ ქველმოქმედებად.

3. ეს არ ეხება ყველზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს – იპოთეკურ სესხებს. რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს ემუქრება ბინებიდან გამოსახლება.

4. საქართველოში სულ არის 400 მილიონი ლარის ოდენობის ვადაგადაცილებული დავალიანება. აქედან 2 ათას ლარამდე არის ნახევარზე ნაკლები. მილიარდ-ნახევრის ხსნება თვალში ნაცრის შეყრაა.

და ბოლოს – ეს არის ივანიშვილის მიერ მორიგი კარტოფილის 5 კგ-ს გადაგდების დიდ ქველმოქმედებად შესაღების მცდელობა, - წერს სააკაშვილი.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძე: ცოტა დაგვაკლდა პირველ ტურში გასამარჯვებლად

ქველმოქმედება თუ ამომრჩევლის მოსყიდვა

წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი მასშტაბური აქციის დაანონსება ამომრჩევლის მოსყიდვად მიაჩნია ექსპერტთა ნაწილს. ვალების განულების შესახებ პრემიერის განცხადება საარჩევნო კოდექსთან წინააღმდეგობაშია, განაცხადა იურისტმა ლევან ალაფიშვილი. მისი თქმით, საკითხი აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს.

„ეს ქმედება აუცილებლად სადავო გახდება და აუდიტის სამსახურმა პასუხისმგებლობით უნდა შეისწავლოს, იმიტომ რომ არც უცხოელი და არც ადგილობრივი დამკვირვებლები ამას ასე ადვილად არ გაატარებენ. მით უმეტეს, როცა ინიციატივას პრემიერ-მინისტრი ახმოვანებს საჯაროდ, საარჩევნო პერიოდში. ამას აგიტაციის ნიშნები აქვს, თან შემოწირულობის სახით, და შემოწირულობა როგორ შეიძლება იყოს 1,5 მილიარდი ლარის?! აუდიტის სამსახურმა უნდა ივაჟკაცოს“, – ამბობს ალაფიშვილი.

რაც გვინახავს, კიდევ ვნახავთ...

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბილბორდები ზურაბიშვილის გარეშე: რა მოუტანა „ქართულ ოცნებას" ახალმა სტრატეგიამ

თუ რამდენიმე წლის წინანდელ ამბებს გავიხსენებთ, ვნახავთ, როგორ ჰპირდებოდა წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ბანკის მოვალეებს სესხების ჩამოწერას, აგრეთვე აკრიტიკებდა მაშინდელ საპროცენტო განაკვეთებს და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაპირებაც უცებ გაგვახსენდება. „თქვენ მიიღებთ იაფ, 1, 2, მაქსიმუმ 3-პროცენტიან ფულს და მეტწილად ეს იქნება უფასო ფული!“ – დაპირდა წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველს.

მართალია, არც იაფი და, მით უმეტეს, არც უფასო ფული არ უნახავს ამომრჩეველს გასული 6 წლის მანძილზე, მაგრამ ახალ დაპირებებს წინ მაინც არაფერი უდგას.

დაპირება დაპირებად, მაგრამ რაც აქამდეა ცნობილი, უფრო მეტია გაურკვევლობა. თუ 600 000 ადამიანს „გაუნულებენ“ სესხებს, ვისაც მხოლოდ 2000 ლარამდე აქვს ვალი, მაშინ გამოდის, რომ ჩამოწერა მაქსიმუმ 1,2 მილიარდ ლარს ეხება და არა 1,5 მილიარდს. ასე რომ, პირველივე წინადადებაში 300 მილიონიანი „შეცდომაა“. ასევე ცნობილია, რომ ვადაგადაცილებულ თუ უიმედო ვალებს საკრედიტო ორგანიზაციები ისედაც ჩამოწერენ ხოლმე, ან ბევრად იაფად მიჰყიდიან ე.წ. „ვალების ამომღებ ორგანიზაციებს“. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვადაგადაცილებული დავალიანება ჯამში 400 მილიონ ლარზე ნაკლებია, თუმცა აქედან კიდევ ცალკეა გამოსაყოფი ის სესხები, რომელიც 2000 ლარს არ აღემატება. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით კი, სექტემბერში ვადაგადაცილებული სესხები (90 და მეტი დღით გადაცილებული სესხები) 6.7 მლნ ლარით შემცირდა და 397.6 მლნ ლარს გაუტოლდა.

გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოკითხვა Rustavi2-ის დაკვეთით: საპრეზიდენტო არჩევნებში ვაშაძე იგებს

მთლიან სესხებში უმოქმედო სესხების წილი (2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით) ყველაზე დიდი ბანკი „ქართუს“ შემთხვევაშია, ყველაზე მცირე მოცულობით მსგავსი სესხები კი „პაშა ბანკს“ აქვს.

სამი ბანკის მონაცემები რომ შევადაროთ, ასეთი სურათია:

საქართველოს ბანკი – მთლიანი სესხები: 8 264 305 141 ლარი

უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში – 4.9%

თიბისი ბანკი – მთლიანი სესხები: 9 589 559 277 ლარი

უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში – 3.79%

ქართუ ბანკი – მთლიანი სესხები: 815 151 230 ლარი

უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში – 35.2%

ასე რომ, მთავრობის ლოგიკას თუ მივყვებით, ქართუ ბანკი ყველაზე უპასუხისმგებლო ბანკი გამოდის, რადგან ყველაზე მეტი უმოქმედო სესხი სწორედ მას ერიცხება.

ისევ 1,5 მილიარდის „ჩამოწერას“ რომ დავუბრუნდეთ – მართლა გაუგებარი იქნებოდა საიდან მოვიდა ეს რიცხვი, რომ არა ერთი პატარა დეტალი: რამდენიმე დღეში არჩევნების მეორე ტურია და რაც უფრო მასშტაბურ „ქველმოქმედებას“ დაპირდები ამომრჩეველს, მით მეტი ხმის მიღების იმედი გაქვს. „ქართულმა ოცნებამ“ ეს 2012 წელს შეძლო.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
რევოლუცია არ იქნება - ხელისუფლება ვაშაძის პოლიტტექნოლოგის ბლოგის შესახებ

ცალკე ოპოზიციის ინიციატივებზეც ვთქვათ. სწორია გრიგოლ ვაშაძის მოთხოვნილი სამი პუნქტი? შეიძლება ითქვას, ანალოგიური უაზრობაა, რადგან ვინც ისესხა, მან პირობები უნდა შეასრულოს და ვალი გადაიხადოს. არ შეიძლება მთავრობამ პატიოსანი გადამხდელის ხარჯზე, ანუ ბიუჯეტმა სხვა უპასუხისმგებლო, თუნდაც გაჭირვებულ ადამიანს ვალი დაუფაროს და უპასუხისმგებლობა წაახალისოს. მაგრამ აქაც არსებობს ერთი დეტალი – ქვეყანაში პოლიტიკის გატარებაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. ამიტომ ოპოზიციის და ხელისუფლების სულელურ განცხადებებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ასევე სისულელეა.

საინტერესო იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელის ბესიკ შენგელიას განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მთავრობის ინიციატივის შესახებ მხოლოდ 19 ნოემბერს შეიტყო. მისი თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან არავითარი კონსულტაცია არ ყოფილა და ამიტომ არ იცის, რა მექანიზმებით მოხდება ვალების განულება.

 

ყველა ახალი ამბავი
0