„შავი სიის“ გათეთრების თეორია და პრაქტიკა... ანუ ვისთვის და როგორ?!

© Sputnik / Alexander Imedashviliეროვნული ბანკის ოფისი
ეროვნული ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რას გულისხმობს ე.წ. ვალების განულების პროგრამა, რა "ემუქრება" ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს, ვის მოეხსნება საკრედიტო ტვირთი და ვინ დარჩება მევალეთა სიაში?

გადაწყვეტილება მიღებულია და რევიზიას აღარ ექვემდებარება! ჭარბვალიანობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება...

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ათი დღით ადრე მიღებულმა გადაწყვეტილებამ პოლიტიკოსებსა და მათთან აფილირებულ ექსპერტებში აზრთა რადიკალური სხვაობა და მწვავე რეაქცია გამოიწვია. გაისმა კითხვაც − არის თუ არა ეს ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა? თუმცა ისიც ითქვა, რომ საპრეზიდენტო სავარძლისთვის დაუნდობელ ბრძოლაში სოციალური პირობების გაუმჯობესებით, ძირითადად, ყოფილი ხელისუფლების, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი აპელირებდა. მეტიც, საზოგადოებაში ვრცელდებოდა საბანკო ვალდებულებათა გასტუმრების ე.წ. სერტიფიკატი. ადრესატები რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები იყვნენ. თქვენი არ ვიცი და მე კი მახსენდება თელავის მკვიდრი ქალბატონი, რომელიც ცისფერი ეკრანიდან ჯიუტად გვარწმუნებდა და გვაიმედებდა, რომ საფრანგეთმა რამდენიმე მილიონი უკვე გადმორიცხა და ეს თანხა სესხების გასტუმრებას მოხმარდება. დაპირებების კასკადზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ფაქტი ერთია, კერძოდ ის, რომ „პოლიტიკური ქოლგის“ მიღმა დარჩენილი ანალიტიკოსების დიდი უმრავლესობა მთავრობის გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს. მათი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვალდებულების განულების პროგრამა ბიუჯეტს არ დააწვება და, რაც მთავარია, მოსახლეობის ერთი მესამედი კვლავაც ეკონომიკურად აქტიური იქნება... ბევრი ითქვა, მომავალში კიდევ უფრო ბევრი ითქმება. უპრეცედენტო გადაწყვეტილებას რა გავლენა ექნება უახლოესი პოლიტიკური დაპირისპირების შედეგზე, დრო გვიჩვენებს. ახლა კი ვეცდები დაინტერესებული მკითხველი დეტალებში გავარკვიო, ხომ შეიძლება სტატია პრაქტიკული სარგებლის მომტანიც იყოს?

გადაწყვეტილება 19 ნოემბერს გახმოვანდა და სიმბოლურად გთავაზობთ 19 კითხვას და ამდენივე პასუხს. 

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ბახტაძე: 31 დეკემბრამდე 600 000 ათას მოქალაქეზე მეტი შავი სიიდან ამოვა და ვალი გაუნულდება

რა არის ვალდებულების განულების პროგრამა?

ეს ერთჯერადი პროგრამაა, რომლის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ბანკებისაგან გამოისყიდის ფიზიკური პირების ვადაგადაცილებულ ვალდებულებებს; 

სრულიად გაუნულდება თუ არა მომხმარებელს ვალების განულების პროგრამაში მოხვედრილი ვალდებულება?

მომხმარებლებს ბანკის წინაშე ვალდებულება სრულად გაუნულდება, რადგან ვალდებულების გამოსყიდვა მოხდება ფონდი „ქართუს“ მიერ. მომხმარებლებმა ვალების განულების პროგრამის დასრულების შემდეგ უნდა მიმართოს ფონდ „ქართუს“.

მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 39.

რომელ ვალდებულებებზე ვრცელდება ვალების განულების პროგრამა?

ვალების განულების პროგრამა ვრცელდება 3 სხვადასხვა ჯგუფის ვალდებულებებზე:

პირველი ჯგუფი – ვალდებულებები: 2000 ლარამდე

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
ფინანსთა მინისტრი: „შავ სიაში" მყოფთა ვალებს ფონდი „ქართუ" დაფარავს

ვალდებულებაში იგულისხმება ფიზიკური პირის არაუზრუნველყოფილი სესხი, საკრედიტო ბარათი, ოვერდრაფტი (გარდა უძრავი და მოძრავი ქონებით, ძვირფასეულობით და ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ვალდებულებებისა);

ვალდებულება, რომელზეც ვადაგადაცილება ფიქსირდებოდა 2018 წლის 1 იანვარს და არ არის აღმოფხვრილი 2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით და რომლის ძირითადი თანხა 2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით არ აღემატება 2000 ლარს;

ვალდებულების განულება შეეხება თითოეულ საკრედიტო პროდუქტს, რომლის ძირიც არ აღემატება 2000 ლარს.

მეორე ჯგუფი – ხანდაზმული ვალდებულებები.

იგულისხება ვადაგადაცილებული ვალდებულება, რომელზეც ბოლო 3 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა თანხის გადახდა და არ მიმდინარეობს სასამართლო დავა;

ვალდებულების ძირი თანხის მოცულობისა და უზრუნველყოფის მიუხედავად;

ვალდებულება – ფიზიკური პირის ნებისმიერი სესხი, საკრედიტო ბარათი, ოვერდრაფტი;

მესამე ჯგუფი – ვალდებულებები სოციალური სტატუსის მქონე პირთათვის.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
600 ათასზე მეტი მოქალაქე ახალ წელს საბანკო დავალიანების გარეშე შეხვდება

ვალების განულების პროგრამა ვრცელდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირების სესხებზე;

აღნიშნული პირების სია და კრიტერიუმები დაზუსტდება 15 დეკემბრამდე;

როდის განულდება ვალები?

განულების პროცესი დაიწყება 2018 წლის 15 დეკემბერს და დასრულდება 31 დეკემბრამდე.

საჭიროა თუ არა მიმართვა, განცხადება ვალების განულების პროგრამაში ჩართვაზე?

მომხმარებელი განულების პროგრამაში ერთვება ავტომატურად, თუ აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს. მომხმარებლის ნების დაფიქსირება პროგრამაში ჩართვაზე საჭირო არ არის.

როგორ ეცნობება მომხმარებელს ბანკის წინაშე ვალდებულებების განულების შესახებ?

31 დეკემბრის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია ბანკის ნებისმიერ სერვის-ცენტრში აიღოს ცნობა დავალიანების არქონის შესახებ. 

განულდება თუ არა ვალდებულება სრულად, თუ ის მოხვდა ვალების განულების პროგრამაში?

აქცია - Sputnik საქართველო
Iberia TV-ს ყოფილი თანამშრომლები არხის დირექციის წინააღმდეგ სასამართლო დავას გეგმავენ

არსებული ვალდებულება სრულად განულდება.

დარჩება თუ არა მომხმარებლი კრედიტინფოს ე.წ. შავ სიაში?

კრედიტინფოს მონაცემთა ბაზაში დაფიქსირდება ვალდებულების შესახებ ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს ბანკის წინაშე შესაბამისი ვალდებულება გაუნულდება.

შეზღუდულია თუ არა მომხმარებლის ასაკი ვალების განულების პროცესში?

ასაკი შეზღუდული არ არის. 

როგორ შეიძლება მომხმარებელმა გადაამოწმოს კრედიტინფოს სტატუსი?

მომხმარებელმა სტატუსის გადასამოწმებლად უნდა მიმართოს კრედიტინფოს.

შეეხება თუ არა პროგრამა ვალდებულებებს, რომლებიც არ არის ხანდაზმული და მომხმარებელმა 2018 წლის 19 ნოემბრის შემდეგ შეამცირა სესხის ძირი თანხა 2000 ლარამდე?

ასეთ ვალდებულებებს განულების პროგრამა არ შეეხება.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
ფინანსთა მინისტრს ვერ გაუგია, რატომ არ უნდა Omega Group–ს გადასახადების გადახდა

შეეხება თუ არა პროგრამა ვალდებულებებს, რომელთა თანხა აღემატება 2000 ლარს?

ვალების განულების პროგრამა შეეხება იმ შემთხვევაში, თუ ეს ვალდებულება მეორე ჯგუფის კატეგორიაშია. სხვა შემთხვევაში პროგრამა არ შეეხება.

იგულისხმება თუ არა 2000-ლარიან ლიმიტში ვალდებულების ჯამური მოცულობა?

პირველი ჯგუფის შემთხვევაში პროგრამა ვრცელდება თითოეულ ვალდებულებაზე და არა მათ ჯამურ მოცემულობაზე, რომელთა მიმდინარე თანხის ძირი არ აღემატება 2000 ლარს. მეორე ჯგუფის შემთხვევაში პროგრამა ვრცელდება ვალდებულების ტიპისა და თანხის მოცულობის მიუხედავად.

შეეხება თუ არა პროგრამა ისეთ ვალდებულებებს, რომლებზეც რამდენიმე თანამსესხებელია და ვალდებულების ძირი არ აღემატება 2000 ლარს?

პირველი ჯგუფის შემთხვევაში პროგრამა არ შეეხებათ; მეორე ჯგუფის შემთხვევაში – შეეხებათ.

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
ყველაფერი ან არაფერი: „ოცნების“ მიერ „შავი პიარის“ საპირწონედ გაღებული ნებისმიერი პირობა

ვალების განულების პროგრამის ფარგლებში მოეხსნება თუ არა ვალდებულება თავდებს?

თუ ვალდებულება მოხვდა პროგრამაში, ავტომატურად მოხდება თავდებობის მოხსნა.

შეეხება თუ არა პროგრამა ვალდებულებებს, რომლებზეც მიმდინარეობს სასამართლო დავა?

თუ ვალდებულება ხვდება ვალების განულების პროგრამის პირველი ჯგუფის კატეგორიაში, ბანკი დააკორექტირებს სარჩელს, აღარ მოითხოვს ვალდებულების დაფარვას; 

შეეხება თუ არა განულების პროგრამა აღსრულებაზე გადაცემულ ვალდებულებებს?

შეეხება და აღსრულების პროცესი შეწყდება.

შეეხება თუ არა პროგრამა, თუ მომხმარებელს აქვს ინკასო ან ყადაღა?

მომხმარებელს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ინკასო ან ყადაღა, პროგრამა შეეხება.

რა შეიძლება მოიმოქმედოს მომხმარებელმა, რომელსაც აქვს ვადაგადაცილება, მაგრამ არ ხვდება ვალების განულების პროგრამაში?

სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: ღმერთმა ინებოს, რომ პრეზიდენტის არჩევნები მშვიდობით ჩატარდეს

მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ რომ, პროგრამას აქვს მხოლოდ ერთჯერადი ხასიათი. მომხმარებელი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. შეუძლიათ მიმართონ ბანკს ვალდებულების რესტრუქტურიზაციის თხოვნით.

სად იღებს ინფორმაციას მომხმარებელი განულების პროგრამის შესახებ?

ვალების განულების პროგრამის შესახებ მომხმარებელმა უნდა მიმართოს მომსახურე ფინანსურ ინსტიტუტს.

სულ ეს არის. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ონლაინ-სესხების კომპანია „ვივუსის“ კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ. გაირკვა, რომ კომპანია „ვივუსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ვალების ჩამოწერაზე უარს აცხადებს. რატომ? ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განმარტებით, „გაუგებარი მიზეზების გამო“. რა იგულისხმება? – შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ...

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური