ბახტაძე: 31 დეკემბრამდე 600 000 ათას მოქალაქეზე მეტი შავი სიიდან ამოვა და ვალი გაუნულდება

© FB / Mamuka Bakhtadzeმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„შავ სიაში“ მყოფ 600 000-მდე ადამიანს 1.5 მილიარდი ლარის მოცულობის დავალიანება გაუნულდება – ამის შესახებ პრემიერმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
ბახტაძე: 31 დეკემბრამდე 600 000 ათას მოქალაქეზე მეტი შავი სიიდან ამოვა

„შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან, რომელთა ძირი თანხაც არ აღემატება 2000 ლარს. საუბარია, 600 ათასზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე, ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციების დავალიანებაზე, რომელიც ჯამში შეადგენს მილიარდ-ნახევრიან ვალს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვალების განულება 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0