შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის მესამედი ვალებშია

© Sputnik / Alexander Imedashviliსწრაფი ჩარიცხვის აპარატი
სწრაფი ჩარიცხვის აპარატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Yandex newsTelegram
საქართველოს პრემიერის განცხადებით, ჭარბვალიანობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით ხელისუფლება უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს დგამს.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაახლოებით 700 ათასი მოქალაქისთვის, რომლებიც ბანკებისა და სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების „შავ სიაში" არიან შეყვანილი, ვალის გასტუმრების შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილება განმარტა.

600 ათასზე მეტი მოქალაქე ახალ წელს საბანკო დავალიანების გარეშე შეხვდება>>>

საუბარი ეხება 1,5 მილიარდ ლარს. საბანკო დავალიანების დაფარვა საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დახმარებით მოხდება.

„ჩვენ ამას (დავალიანების დაფარვას) განვიხილავთ როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს ჭარბვალიანობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ეს ისტორიულად დაგროვილი პრობლემაა. ჩვენ იმ მაჩვენებელს მივაღწიეთ, როცა ჩვენი აქტიური მოსახლეობის თითქმის მესამედი, ფაქტობრივად, "შავ სიაშია", – განაცხადა ბახტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

პრემიერის სიტყვებით, იგი აღნიშნულ პრობლემასა და მისი გადაჭრის გზების მოძიებაზე ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდში (2017 წლის ნოემბერი - 2018 წლის ივნისი) მუშაობდა.

"ბევრ თქვენგანს კარგად ახსოვს, რომ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს ვამახვილებდი ამაზე ყურადღებას, შემდეგ, როდესაც მთავრობის დამტკიცება მოხდა პარლამენტში და შემდეგ უკვე ერთ-ერთ პირველ მთავრობის სხდომაზე მე ავიღე ვალდებულება, რომ უკვე შემოდგომაზე ჩვენ გადავდგამდით ისეთ პრინციპულ ნაბიჯს, რომელიც ამ ე.წ. შავი სიის პრობლემას მოაგვარებდა", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ეროვნული ვალუტა – ლარი - Sputnik საქართველო
პროკურატურა ვალების ჩამოწერის საკითხს შეისწავლის

მან ასევე განაცხადა, რომ მოქმედება უფრო ადრე იყო საჭირო, თუმცა ამისთვის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე ზედამხედველობის ფუნქციების მინიჭება უფრო ადრე იყო საჭირო. მოცემული ნორმა ძალაში 2011 წლის ბოლოს შევიდა, ხოლო მოგვიანებით ეროვნული ბანკის უფლებები რამდენჯერმე გაიზარდა.

„ის, რომ ჭარბვალიანობა ერთგვარი სისტემური რისკი გახდა, ეს უკვე პრობლემაა. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებაზე უფრო პრინციპული მიდგომა ადრე იყო გამოსავლენი. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მემკვიდრეობა ჩვენ ისტორიულად გვერგო. ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ არა თუ ჭარვალიანობასთან ბრძოლა, არამედ არასაბანკო სექტორი მოგვექცია დროულად ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ", – განაცხადა ბახტაძემ.

მნიშვნელოვან პრობლემებს შორის პრემიერმა პენსიონერების დაკრედიტება დაასახელა. თუ პენსიონერები კრედიტს ავანსად იღებენ, ისინი მნიშვნელოვან თანხას კარგავენ. და ეს იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის პენსია 180 ლარს შეადგენს.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ პენსიებთან დაკავშირებულ პრობლემებზე გვქონდეს ისეთი რეგულაცია, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და არ გამოიწვევს იმას, რაც დღეს გვაქვს – როდესაც ჩვენი პენსიონერებისთვის თვიდან თვემდე არის გარკვეულწილად ჩამორჩენა ფულადი სახსრების თვალსაზრისით. ესეც გახლავთ სერიოზული გამოწვევა, ეს ეხება ბევრ მოქალაქეს", – აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებთ ახალ ინიციატივას ახლო მომავალში წარმოადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0