გამოკითხვა Rustavi2-ის დაკვეთით: საპრეზიდენტო არჩევნებში ვაშაძე იგებს

© Sputnik / Denis Aslanovგრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
Yandex newsTelegram
Edison Research-ის გამოკითხვის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებზე გრიგოლ ვაშაძემ შეიძლება ხმების 41%, სალომე ზურაბიშვილმა კი 36% მიიღოს.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში ყველაზე მეტი მხარდაჭერა ყოფილი მმართველ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" წევრს გრიგოლ ვაშაძეს აქვს, ასეთია ტელეკომპანია Rustavi2-ის დაკვეთით ამერიკული კომპანია Edison Research-ის სოციოლოგიური კვლევის შედეგები.

28 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერს მხარს.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
მუქარა და სიძულვილის ენა მიუღებელია - წინასაარჩევნო გარემოს შეფასება

კითხვაზე, „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას", გამოკითხულთა 41%-მა ვაშაძე, ხოლო 36%-მა ზურაბიშვილი დაასახელა. გამოკითხულთა კიდევ 15%-მა განაცხადა, რომ ჯერ არ იციან, ხოლო 8% ხმას არც ერთ კანდიდატს არ აძლევს. შედეგები ალოკაციის (არასაკმარისი რესურსების განაწილების სისტემა) გათვალისწინებით იქნა წარმოდგენილი.

სრული ალოკაციის თანახმად, 56%-მა უპასუხა, რომ ვაშაძეს დაუჭერდნენ მხარს, ხოლო 44%-მა ზურაბიშვილზე გააკეთა არჩევანი.

კვლევის ფარგლებში პირდაპირი ინტერვიუს გზით 2 ათასი ამომრჩეველი გამოიკითხა.

არჩევნების პირველი ტური ციფრებში – ლიდერთა სამეული

 

საპრეზიდენტო კანდიდატები  გამოკითხვა ეგზიტპოლი  ცესკოს მონაცემები
გრიგოლ ვაშაძე 37% 40% 37,74%
სალომე ზურაბიშვილი 32% 40% 38,64%
დავით ბაქრაძე 16% 10% 1„0,97%

 

კანონმდებლობის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არაუგვიანეს 2 დეკემბრისა უნდა გაიმართოს. წინასწარი ინფორმაციით, კენჭისყრის დღედ შეიძლება 28 ნოემბერი დასახელდეს.

მმართველ პარტიას ჯერ არ გაუკეთებია განცხადება საზოგადოებრივი კვლევის შესახებ, როგორც ეს არჩევნების პირველ ტურამდე გააკეთა.

 

ყველა ახალი ამბავი
0