ირაკლი კობახიძე: ცოტა დაგვაკლდა პირველ ტურში გასამარჯვებლად

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვის შესაძლებლობაზე ისაუბრა

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. საპარეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შედგება და მასში მონაწილეობას სალომე ზურაბიშვიილი და გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ

„ამ ეტაპზე დათვლილია უკვე 1000-მდე უბნის მონაცემები, როგორც უკვე აღვნიშნე, ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არის პირველ ადგილზე. ამ ეტაპისთვის გამოიკვეთა,  რომ შედგება მეორე ტური, სადაც მონაწილეობას მიიღებენ  სალომე ზურაბიშვილი და  გრიგოლ ვაშაძე, ეს არის უკვე ცხადი იმ 1000 უბნის მონაცემებიდან გამომდინარე რომელიც არის წარმოდგენილი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა ყველას,  რომ განაგრძონ ხმის დათვლის პროცესი და დაიცვან სათანადო პროცედურები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო პროცესის სათანადოდ დასრულება.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
არჩევნები დასრულდა - ინტრიგა გრძელდება

რაც შეეხება მეორე ტურს, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს არის ნორმალური მოვლენა.

„დაგვაკლდა ცოტა იმისათვის,  რომ პირველ ტურში გაგვემარჯვებინა, შესაბამისად, დღევანდელი სურათი არის ასეთი, რომ საჭიროა მეორე ტური, თუმცა ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო შესაძლებებლი და ჩვენ  ვართ დარწმუნებული მეორე ტურში გამარჯვებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ეგზიტპოლების შედეგებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ცესკოს მონაცემები არის აცდენილი ორივე ეგზიტპოლს და ამას შეიძლება ჰქონდეს თავისი მიზეზები.

„ეგზიტპოლზე პასუხს არ სცემდა დაახლოებით 44% და ეს უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ არის გარკვეული აცდენა. აცდენილია ცესკოს შედეგებს როგორც „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგები, ასევე ჩვენი ეგზიტპოლის შედეგები“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ანა მიქელაძე - Sputnik საქართველო
ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობა საპრეზიდენტო არჩევნებზე – დაახლოებით 47%

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დაკვეთით, „ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო - 52.3%

მეორე ადგილზე - გრიგოლ ვაშაძე 28.1% მესამე ადგილზე - დავით ბაქრაძე 9.2%.

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ისა და „ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით, კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში 40-40% სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ მიიღეს; 10% დავით ბაქრაძე.

საპრეზიდენტო არჩევნებში 25 კანდიდატი მონაწილეობდა. ეს იყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლებმა პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიეს.

ყველა ახალი ამბავი
0