Iberia TV-მ საქართველოს სპორტისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრები „წააჩხუბა"

© FB / Ministry of Finance of Georgiaდიმიტრი ქუმსიშვილი
დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული აუდიოჩანაწერების გამო ყოფილ კოლეგაზე განაწყენდა.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მოითხოვს, რომ Iberia TV-ს ირგვლივ ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით პროკურატურამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ქუმსიშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.

Iberia TV-ს დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე "პატრიოტთა ალიანსს" ტოვებს>>>

შესაბამისი განცხადება გაბუნიამ პროკურატურაში უკვე შეიტანა.

ტელეოპერატორი - Sputnik საქართველო
„არ დავთმობთ "იბერიას": ტელეკომპანიის თანამშრომლები ქუჩაში გამოვიდნენ

გასულ კვირაში ტელეკომპანია Rustavi2-მა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც პიროვნება, რომლის ხმაც ლევან ყიფიანის ხმის მსგავსია, კომპანია Omega Group-ის ერთ-ერთ მენეჯერთან საუბრობს. მამაკაცი მოითხოვს, რომ Omega Group-მა, რომელიც Iberia TV-ს აფინანსებს, მის სახელზე გადააფორმოს ხუთი ძვირადღირებული ავტომობილი, რათა ისინი შემდეგ ქუმსიშვილს და ნოდარ ხადურს (ფინანსთა ექს-მინისტრი - რედ.) გადასცეს.

საუბრიდან ირკვევა, რომ ყიფიანს ავტომობილები სჭირდებოდა ფინანსთა სამინისტროში Omega Group Tobacco-ს დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. აღნიშნულ კომპანიას, რომელიც Omega Group-ში შედის, სახელმწიფოს წინაშე 51,7 მილიონი ლარი დავალიანება აქვს. აგვისტოში Omega Group-ის ანგარიშები დაყადაღდა.

„დიმიტრი ქუმსიშვილის პოზიცია არის შემდეგი: მან რამდენიმე დღის წინაც დააანონსა, რომ ჩვენ ვიწყებთ სამართლებრივ ბრძოლას და ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი იმ სამართლებრივი ბრძოლის ნაწილის და ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს მთავარი პროკურატურისგან, დაუყოვნებლივ იქნეს დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა ლევან ყიფიანის მიმართ, თუ დადასტურდა ეს ჩანაწერები, ავთენტურობა“, – განაცხადა გაბუნიამ.

პარასკევს Rustavi2-მა გაავრცელა კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი - თითქოსდა Tbilisi Tobacco-ს ერთ-ერთი აქციონერის ირაკლი ჩუბინიშვილისა და Omega Group-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის საუბარი. მამაკაცი ჩუბინიშვილის ხმით თანამოსაუბრესთან უკმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ქუმსიშვილი Tbilisi Tobacco-ს 26 მილიონი ლარით დაჯარიმებას შეეცადა, თუმცა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული ფაქტი არ დაუშვა.

პრემიერი Iberia TV-სთან დაკავშირებით: გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს>>>

ქუმსიშვილის ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს.

„დიმიტრი ქუმსიშვილი მთლიანად დისტანცირდება ამ ფაქტისგან (უკანონო გარიგებები - რედ.). აღნიშნული ფაქტი არ ყოფილა არა მარტო ამ კონკრეტულ ეპიზოდში, არამედ საერთოდ", – განაცხადა გაბუნიამ.

ოპერატორი ტელეკამერით ხელში - Sputnik საქართველო
თამბაქო, არჩევნები და Iberia TV - მილიონიანი დავალიანება საბედისწერო შეიძლება გახდეს

მისი სიტყვებით, მეორე აუდიოჩანაწერის გავრცელება იმაზე მიუთითებს, რომ ქუმსიშვილი ვიღაცას ხელს უშლიდა.

Rustavi2-მა სექტემბრის შუა რიცხვებში ტელეკომპანია Iberia TV-სთან დაკავშირებული სხვა აუდიოჩანაწერებიც გამოაქვეყნა. აღნიშნულ ჩანაწერებში საუბარი ეხება ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან თამბაქოს ბიზნესის კონტროლს, წილების გადანაწილებას, Iberia TV-ს პოლიტიკით უკმაყოფილებას და მმართველი პარტიის „შავ სალაროს".

აუდიოჩანაწერებში თითქოსდა ფიგურირებენ ქუმსიშვილი, ყიფიანი, ხადური, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, ბიძინა ივანიშვილის ნათესავი უჩა მამაცაშვილი და სხვები.

Iberia TV-სთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მუხლით "დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობა". ლევან ყიფიანმა ორშაბათს პროკურატურაში ჩვენება მისცა.

Главная прокуратура Грузии - Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურამ განმარტა, რატომ შევიდა ჰოლდინგ Palitra Media-ს გამომცემლობაში

ქუმსიშვილის და ყიფიანის ურთიერთობები

ლევან ყიფიანი და დიმიტრი ქუმსიშვილი ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს გამოჩნდნენ, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება" მოვიდა. ყიფიანმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა. აღნიშნული თანამდებობა მან 2015 წელს დატოვა და „საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. თუმცა ყიფიანმა აღნიშნული თანამდებობაც დატოვა 14 სექტემბერს Iberia TV-ს ირგვლივ ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით.

დიმიტრი ქუმსიშვილი 2012 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, 2015-2016 წლებში კი აღნიშნული უწყების მინისტრი გახდა. 2016-2017 წლებში ქუმსიშვილს ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა, შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა.

ქუმსიშვილი პოლიტიკიდან ივნისში წავიდა, როდესაც ქვეყნის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებისთვის მოულოდნელად გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ახალი მთავრობის ფორმირება მამუკა ბახტაძეს ანდო, რომელსაც მანამდე ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა.

 

ყველა ახალი ამბავი
0