საქართველოს პროკურატურამ განმარტა, რატომ შევიდა ჰოლდინგ Palitra Media-ს გამომცემლობაში

© photo: Sputnik / Alexander ImedashviliГлавная прокуратура Грузии
Главная прокуратура Грузии - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურას ეჭვი შეეპარა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამასთან დაკავშირებული ზოგიერთი ჩინოვნიკის პატიოსნებაში, ამიტომ გადაწყვიტა გამომცემლობა „კოლორპაკი“ შეემოწმებინა

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. მედიაჰოლდინგ Palitra Media-ს გამომცემლობა „კოლორპაკის“ შემოწმება უკავშირდება ჩინოსნების მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების შესაძლო გაფლანგვის საქმეს, ნათქვამია მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თამბაქო, არჩევნები და Iberia TV - მილიონიანი დავალიანება საბედისწერო შეიძლება გახდეს >>

პროკურატურის გამომძიებლები სამშაბათს შეუდგნენ გამომცემლობა „კოლორპაკის“ საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტაციის შესწავლას. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მათ 2014 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე დოკუმენტების დედნები და გამომცემლობის კორესპონდენცია გამოითხოვეს.

ტელეკომპანიის ოპერატორები - Sputnik საქართველო
რა ხდება და რით დასრულდება დავა ტელეკომპანია „იბერიას" გარშემო

საქმის მასალებიდან გამომდინარეობს, რომ შპს „კოლორპაკმა“ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღო 1 600 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი. კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივი თანადაფინანსება 24 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

„კრედიტის გაცემისა და შემდგომში მისი ხარჯვის მონიტორინგის მექანიზმების შესწავლის  მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გასცა განჩინება შპს ,,კოლორპაკის“ სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი  დოკუმენტაციის ამოღების თაობაზე. სასამართლოს განჩინება  კომპანიას შესასრულებლად ჩაბარდა მიმდინარე წლის 24 სექტემბერს“, - ნათქვამია განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ კომპანიიდან  „აწარმოე საქართველოში“  პროგრამით მიღებულ თანხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ამოღება მიზნად ისახავს მხოლოდ ამ კონკრეტული  პროგრამით მიღებული თანხების ხარჯვის მონიტორინგის შესწავლას და შპს ,,კოლორპაკს“  არ ეზღუდება საქმიანობის შესაძლებლობა. 

ჰოლდინგ Palitra Media-ს ისტორია 1995 წლის 18 აპრილიდან დაიწყო - გაზეთ „კვირის პალიტრას“ პირველი ნომრის გამოსვლის დღეს. დღეისათვის Palitra Media აერთიანებს სამ-სამ ყოველკვირეულ გაზეთსა და ჟურნალს, რვა პერიოდულ ჟურნალს, 20-ზე მეტ ინტერნეტ-პორტალს, რადიოს, ტელევიზიას, საინფორმაციო სააგენტოსა და ლიტერატურის საგამომცემლო სახლს.

პროკურატურა განათლების სამინისტროს ყოფილი ჩინოვნიკების საქმიანობას შეისწავლის >>

Palitra Media-ს ბეჭდვითი ორგანოების მკითხველების და ინტერნეტ-პორტალების ვიზიტორების რაოდენობა თვეში 10 მილიონს აჭარბებს. Palitra Media ასევე წიგნების საცალო გაყიდვების ქსელს ფლობს.

ჰოლდინგში 1800-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ყველა ახალი ამბავი
0