რა ხდება და რით დასრულდება დავა ტელეკომპანია „იბერიას" გარშემო

© Sputnik / Alexander Imedashviliტელეკომპანიის ოპერატორები
ტელეკომპანიის ოპერატორები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რთული ბედი დაჰყვა ტელეკომპანია „იბერიას“. ჯერ იყო და ირაკლი ოქრუაშვილის ნიღბიანი სპეცრაზმი შეუვარდა 2004 წელს, შემდეგ იყო არხის დევნისა და ჟურნალისტების დაფანტვის მრავალწლიანი ეპოპეა...

რომ არა ეს მოვლენები, ვინ იცის, რამდენად წარმატებული ტელეკომპანია იქნებოდა „იბერია“, რომელსაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ახალი იმედებითა და კოლექტივით მოუხდა მუშაობის განახლება.

მიუხედავად იმისა, რომ არხის მეპატრონე შორს არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებისგან, რაზეც ნატო ჩხეიძის პარლამენტში, ხოლო მისი მეუღლის აჭარის უმაღლეს საბჭოში ყოფნა მიანიშნებს, მოულოდნელად გაირკვა, რომ მფლობელ კომპანიას არა მარტო ბიუჯეტის ვალი, არამედ სერიოზული პრობლემებიც აქვს და ჯერჯერობით არავინ იცის, რით დასრულდება ეს პროცესი.

ოპერატორი ტელეკამერით ხელში - Sputnik საქართველო
თამბაქო, არჩევნები და Iberia TV - მილიონიანი დავალიანება საბედისწერო შეიძლება გახდეს

საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი ნამდვილად არ ყოფილა გასულ კვირაში გავრცელებული აუდიოჩანაწერები. მეორე საკითხია, თუ რამდენად ავთენტურია ისინი. ეს, ალბათ, გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ, სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს არარსებობის გამო არც საგამოძიებო და სასამართლო სისტემების მიმართ არსებობს დიდი ნდობა. თითქოს „იბერიას“ მფლობელებმა გამოსავალი იპოვეს და დიდი ბრიტანეთის სამართლებრივ ინსტიტუტებს მიმართეს, სადაც, ბუნებრივია, მასმედიაზე ზეწოლა სასტიკად დაიგმობა, მაგრამ, მეორე მხრივ, ალბათ ბრიტანეთის სასამართლოც იტყვის, რომ სიგარეტის ბიზნესმა გადასახადები უნდა გადაიხადოს...

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
მორიგი პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, თუ დიდი ბიზნესი ჭამს პატარას

ბატონი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განსაკუთრებით ენერგიულად მიუდგა ამ საქმეს და არა მხოლოდ მსხვილ ბიზნესმენებს სთხოვს დავალიანებების გადახდას, არამედ 2000-იანი წლების ადმინისტრაციული ჯარიმებიც კი გადაახდევინეს ინდმეწარმეებს.

სამწუხაროა, რომ ამ სკანდალში საკმაოდ ბევრი ჩინოსანი გაეხვა, რაც სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ ნდობას ამცირებს. მეორე მხრივ, საინტერესოა, რამდენად იყვნენ გარეულები ამ სკანდალში ადამიანები, რომელთაც ჩანაწერებში ახსენებენ. საქართველოში ხომ ძლიერთა ამა ქვეყნისათა სახელის მოხსენიება მათი ნებართვის გარეშე სულაც არაა მოულოდნელი ამბავი...

კიდევ ერთი საინტერესო სიახლე ისაა, რომ დღეს ნატო ჩხეიძემ ოფიციალურად განაცხადა ფრაქცია „პატრიოტებიდან“ გასვლის შესახებ, რაც პარლამენტში არსებულ კონფიგურაციას მცირედით შეცვლის.

ნატო ჩხეიძე - Sputnik საქართველო
Iberia TV-ს დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე "პატრიოტთა ალიანსს" ტოვებს

ანუ, სავარაუდოდ, „პატრიოტები“ დაიშლებიან, თუ ხელისუფლებამ ირმა ინაშვილს ერთი განდგომილი დეპუტატი მაინც არ მიაშველა. ფრაქციის დაშლა და ვიცე-სპიკერის პოსტის დაკარგვა იოლი საქმე არაა.

აქვე გასაოცარია, რომ მასმედიის თავისუფლებისათვის მებრძოლი ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ჯერ ტელეკომპანია „იბერიას" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს არ გამოხმაურებია. შესაძლოა, მისი დუმილი იმას ნიშნავს, რომ მან მეტი იცის და კულისებში ამ ინფორმაციის უკეთ გამოყენებაა შესაძლებელი.

და, ბოლოს - ვინც არ უნდა იყოს ამ დავასა და ფარულ ჩანაწერებში ზნეობრივ-მორალურ-სამართლებრივად გამარჯვებული, საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, ჟურნალისტები იჭყლიტებიან, რომელთაც საკუთარი პოზიციების გამოსახატად მუდმივად უწევთ ერთი ტელევიზიიდან მეორეში თავის შეფარება.

მედიაგარემო კი საქართველოში კვლავ ნახევრადთავისუფალი სწორედ იმიტომ რჩება, რომ მას ეკონომიკური დასაყრდენი არ გააჩნია...

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0