„არ დავთმობთ "იბერიას": ტელეკომპანიის თანამშრომლები ქუჩაში გამოვიდნენ

© photo: Sputnikტელეოპერატორი
ტელეოპერატორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანიის თანამშრომლები მხარდაჭერას სხვა ტელეკომპანიებსაც სთხოვენ.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ტელეკომპანია Iberia TV-მ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა, თანამშრომლები კი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე კერძო ტელეკომპანია Iberia TV დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ხელისუფლებამ გადასახადების გადაუხდელობის გამო მისი დამაარსებლის და მთავარი სპონსორის — თამბაქოს კომპანია Omega Group-ის ანგარიშები დააყადაღა. ტელეკომპანიის თანამშრომლები ხელისუფლებას ზეწოლასა და არხის დახურვის მცდელობაში ადანაშაულებენ. Iberia TV-ს ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ბოლო მოვლენები უკავშირდება ვიღაცის სურვილს, დაეუფლოს ტელეკომპანიას.

თამბაქო, არჩევნები და Iberia TV - მილიონიანი დავალიანება საბედისწერო შეიძლება გახდეს>>>

„დღეს ჩვენ მკვეთრად გამოვხატავთ ჩვენს რეაქციას იმაზე, რაც ტელეკომპანიის ირგვლივ ხდება, რაც, ჩემი აზრით, ყველა ჟურნალისტმა უნდა გააპროტესტოს, რადგან თუ დღეს ისინი ამბობენ, რომ „იბერიას" წაიღებენ, ხვალ ისინი სხვა ტელევიზიაში მივლენ და არხის დათმობას მოითხოვენ. ეს ჩვენი პროტესტის ფორმაა", – განაცხადა ტელეკომპანია Iberia TV-ს საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერმა სოფო ხუციშვილმა ჟურნალისტებთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
„სრული აბსურდი" – საქართველოს პრემიერმა უარყო მასმედიაზე ზეწოლა

პროტესტის ნიშნად ტელეკომპანიის თანამშრომლებმა ჩუბინაშვილის ქუჩიდან, სადაც კომპანია მდებარეობს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობამდე მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეები ქუჩაში გამოვიდნენ პლაკატებით „იბერიას არ დავთმობთ", „ჩვენ ის ვართ, ვინც „იბერიას" მხარს უჭერს", „ხელები შორს „იბერიისგან" და ა.შ.

კომპანია Omega Group გადასახადების გამო სკანდალში უკვე არაერთხელ აღმოჩნდა. 2004 წელს პროკურატურამ საგადასახადო რევიზია დაიწყო და დააყადაღა Omega Group-ის ქონება, რის შემდეგაც იმავე წლის დეკემბერში დაიხურა 2000 წელს დაარსებული Iberia TV, ხოლო მისი წილები გაიყიდა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2013 წელს ტელეკომპანია Omega Group-ს დაუბრუნეს, ხოლო 2015 წელს მან მაუწყებლობა განაახლა.

2016 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაადგინა. რომ 2004 წელს კომპანიის ქონების დაყადაღება დამოუკიდებელი ტელეარხის დახურვას ემსახურებოდა. ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებები იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს წარუდგინეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0