Iberia TV-ს დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე "პატრიოტთა ალიანსს" ტოვებს

© Sputnik / Denis Aslanovნატო ჩხეიძე
ნატო ჩხეიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" საპარლამენტო ფრაქცია, შესაძლოა, დაიშალოს.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრი და Iberia TV-ს დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე ალიანსის საპარლამენტო ფრაქციას ტოვებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ამ გადაწყვეტილების შესახებ ნატო ჩხეიძემ ტელეკომპანია Rustavi2-ის გადაცემა „არჩევანში" ისაუბრა, თუმცა არ დააკონკრეტა ფრაქციიდან წასვლის მიზეზი და აღნიშნა, რომ დეტალებზე იგი საპარლამენტო სესიაზე ისაუბრებს.

„ფრაქციის დატოვებას ვაპირებ. ამას გავაჟღერებ სესიაზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტში აუცილებლად მოინახება ერთი დეპუტატი მაინც, რომ ფრაქცია არ დაიშალოს და გააგრძელონ ჩვეული მოღვაწეობა თუ მუშაობა საქართველოს პარლამენტში, და მე, ალბათ, დავრჩები დამოუკიდებელი დეპუტატი", - განაცხადა ჩხეიძემ.

ჩხეიძის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა პარტიის დანარჩენი დეპუტატებისთვის. როგორც „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, მისთვის გაუგებარია ჩხეიძის პარტიიდან წასვლის მიზეზი.

„არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას, არ ვიცი, რა არის ამისი რეალური მიზეზი. პარტიული ცხოვრების ორი წლის მანძილზე არასდროს გვქონია რაიმე უთანხმოება, დაპირისპირება... გაუგებარი და მოულოდნელია ჩემთვის ნატოს ეს გადაწყვეტილება. ხვალ შევხვდები ნატოს და ვისაუბრებთ ამ თემაზე", – განაცხადა ინაშვილმა.

ტელეოპერატორი - Sputnik საქართველო
„არ დავთმობთ "იბერიას": ტელეკომპანიის თანამშრომლები ქუჩაში გამოვიდნენ

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები" ექვსი დეპუტატისგან შედგება: გიორგი ლომაია (ფრაქციის თავმჯდომარე), ნატო ჩხეიძე, გელა მიქაძე, ირმა ინაშვილი, ემზარ კვიციანი და ადა მარშანია. ნატო ჩხეიძის გასვლის შემთხვევაში ფრაქცია დაიშლება. ფრაქციის შენარჩუნების ერთადერთი გზა ისაა, თუ მის რიგებში რომელიმე სხვა დეპუტატი გაწევრიანდება.

პრემიერი Iberia TV-სთან დაკავშირებით: გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს>>>

დეპუტატი ნატო ჩხეიძე ტელეკომპანია Iberia TV-ს დამფუძნებელიც არის, რომელიც ბოლო პერიოდში ყურადღების ცენტრში მოექცა. კერძოდ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე კერძო ტელეკომპანია დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ხელისუფლებამ გადასახადების გადაუხდელობის გამო მისი დამაარსებლის და მთავარი სპონსორის — თამბაქოს კომპანია Omega Group-ის ანგარიშები დააყადაღა. შემოსავლების სამსახური ამტკიცებს, რომ კომპანია Omega Group-ის სახელმწიფოს წინაშე დავალიანება 51,7 მილიონ ლარზე მეტი შეადგენს.

Iberia TV-ს ხელმძღვანელობა კი დარწმუნებულია, რომ ბოლო მოვლენები უკავშირდება ვიღაცის სურვილს, დაეუფლოს ტელეკომპანიას.

 

ყველა ახალი ამბავი
0