რა მოჰყვა ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას

© Sputnik / Alexander Imedashviliვლუტის გაცვლის კურსი თბილისში
ვლუტის გაცვლის კურსი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფლაცია დაგეგმილ მაჩვენებელს გასცდა, პროდუქციაც გაძვირების გზას დაადგა...

აგვისტოდან მოყოლებული ლარი თითქმის 8%-ით გაუფასურდა. თუ 1 აშშ დოლარი პირველ აგვისტოს 2.44 ლარი ღირდა, 20 სექტემბერს 2.62 ლარია. დოლარის გაძვირებას მიჰყვა პროდუქციის, განსაკუთრებით, იმპორტირებულის ფასების ზრდა. გაძვირდა საწვავიც, რაც ლამის ყველა პროდუქციის ავტომატურად გაძვირების მიზეზი ხდება ხოლმე.

გაზრდილი ინფლაცია

ბაზრებსა თუ ბაზრობებზე მოვაჭრეები რეალიზაციის შემცირებაზე ჩივიან, მომხმარებელი კი გაძვირებული პროდუქტების ძველებურად ყიდვას ვეღარ ახერხებს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ იძულებული გახდნენ ფასები აეწიათ, რადგან დოლარის გაძვირებამ იმპორტიც გააძვირა. შედეგად, მოვაჭრეებმა პროდუქცია მინიმუმ 10%-ით გააძვირეს.

ლარის კურსი - Sputnik საქართველო
საზაფხულო „საქანელა“, ანუ საშემოდგომო გამოცდის მოლოდინში

აგვისტოში ტომარა ფქვილის დაახლოებით 8-10 ლარით გაძვირებამ ზოგიერთ საცხობს პური 5-10 თეთრით გააძვირებინა. ფასის ზრდის დამატებითი მიზეზიც ცნობილია. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 16 სექტემბრიდან თბილისში კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 75 თეთრის ნაცვლად 80.5 თეთრი გახდა.

3-5 თეთრით გაძვირდა საწვავი. 1 ლიტრი „სუპერის“ ფასმა ზოგიერთ სადგურზე 2,67 ლარს მიაღწია. ნავთობიმპორტიორები საწვავის გაძვირებას ლარის გაუფასურებას და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის მატებას უკავშირებენ. რადგან ნავთობის გაძვირების და ლარის გაუფასურების ტენდენცია უცვლელი ჩანს, ექსპერტთა ვარაუდით, უახლოეს პერიოდში საწვავზე ფასის ზრდა კიდევ არის მოსალოდნელი.

სამომხმარებლო ფასების ზრდას ადასტურებს „საქსტატის“ ინფორმაციაც – აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 3,1 პროცენტი შეადგინა. ძირითადი მიზეზი რამდენიმე ჯგუფში ფასების ზრდაა:

ონლაინ ვაჭრობა - Sputnik საქართველო
ონლაინ-ვაჭრობა – ლარის კურსი ეცემა, მთავრობა კი გაზრდილ გადასახადებს არ ამცირებს

ტრანსპორტი: ფასები გაიზარდა 7,8%-ით. გაძვირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია (12,9%);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 3,2%-ით. გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული (24,7%), ზეთი და ცხიმი (4,4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4,3%), თევზეული (3,3%), რძე, ყველი და კვერცხი (2%);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასი გაზრდილია 5,2%-ით. გაძვირებულია სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (10%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2,9%) და საავადმყოფოების მომსახურება (2,4%);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასი გაზრდილია 4,7%-ით. თამბაქოს ნაწარმი გაძვირდა 8%-ით, ალკოჰოლურ სასმელები 1,4%-ით;

ლარი - Sputnik საქართველო
დავეწიოთ და გავუსწროთ... ლარს

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ფასი მომატებულია 3,4%-ით.

ლარის გაუფასურებას 7 სექტემბერს ბრიფინგზე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი. მისი თქმით, „ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება ყველაზე უმადური საქმეა“. მინისტრი იმედიანადაა და აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი სიტუაციას აკონტროლებს. 

ინფლაცია და საარსებო მინიმუმი

ინფლაციაზე და სამომხმარებლო ფასების მატებაზე მსჯელობისას ხშირად საარსებო მინიმუმსაც ახსენებენ ხოლმე. საინტერესოა, რომ ბოლო თვეებში სტატისტიკის სამსახურმა დათვალა და ჩათვალა, რომ ცხოვრება იაფდება და აგვისტოში შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 1 თვის მანძილზე მინიმალური თანხა 171 ლარი და 4 თეთრი საკმარისია (იანვარში იგივე მაჩვენებელი 175 ლარს უდრიდა).

თუ გავიხსენებთ წინა ხელისუფლების პერიოდს, 2012 წლის 18 სექტემბერს 1 დოლარი 1.64 ლარი ღირდა. მაშინდელი საარსებო მინიმუმი 150 ლარი იყო, რაც დაახლოებით 92 დოლარს უდრიდა. დღევანდელი 171 ლარით კი 66 დოლარსაც ვერ იყიდით. ასე რომ, „ქართული ოცნების“ პირობებში საარსებო მინიმუმი 26 დოლარით არის შემცირებული. ალბათ 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირების გახსენებაც ღირს. „ოცნების“ წარმომადგენლები ხშირად იმეორებდნენ, რომ მაშინდელი ხელისუფლება საარსებო მინიმუმს არარეალურად ითვლიდა და შეუძლებელი იყო, ასე განსაზღვრული თანხა ადამიანს ჰყოფნოდა. ამიტომ ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრეები ამბობდნენ, რომ საარსებო მინიმუმი, სულ მცირე, 220 ლარი უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც ვხედავთ, დოლარის კურსის მიხედვით საარსებო მინიმუმი გაზრდის ნაცვლად დაკლებულია.

ავტოგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
რატომ შემცირდა საქართველოში საწვავის იმპორტი

ექსპერტების პოზიცია

ეკონომიკის ექსპერტი, „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ლექტორი ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მოხმარებული პროდუქციის დაახლოებით 60% იმპორტირებულია. შესაბამისად, ლარის გაუფასურებით ეს პროდუქცია საქართველოში მყოფ მომხმარებელს უფრო ძვირი უჯდება. არსებული სიტუაცია სამომავლოდაც გაგრძელდება, თუ ლარის კურსი იქნება ისეთივე მერყევი და სუსტი, როგორიც დღეს არის.

სუსტი ლარის გარდა, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის გაძვირების უმთავრეს მიზეზად ხორგუაშვილი ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის ზრდას ასახელებს. მისი თქმით, ჩამოყალიბებული სიტუაცია წარმოშობს პესიმისტურ მოლოდინს და ეს ფაქტორიც დამატებითი მიზეზი ხდება ფასების მეტად ზრდის და ლარის მეტად გაიაფების თვალსაზრისით.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა

ეკონომისტი აკაკი ცომაია საზოგადოებაში არსებულ დამოკიდებულებაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ლარის მიმართ ნდობა ძალიან დაბალია. ბიზნეს-სუბიექტები ცდილობენ ყველა შესაძლო ხელსაყრელ სიტუაციაში მოახდინონ ლარის დოლარში კონვერტაცია დაზღვევის მიზნით, რაც დამატებით უწყობს ხელს ლარის გაუფასურებას. „ჩვენთან არის ასეთი სტერეოტიპები შექმნილი, რომ ლარი უნდა გაუფასურდეს მაშინ, როდესაც ტურისტული სეზონი დამთავრდება – სექტემბერში, ასევე არჩევნების მერე და ა.შ.“, – თქვა „რუსთავი2“-თან აკაკი ცომაიამ.

თურქული ლირა - Sputnik საქართველო
ლირის გაუფასურებას ლარის კურსზე მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა ექნება

პროფესორი პაატა აროშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ შეუძლებელია ინფლაციის მაჩვენებელმა არ გადააჭარბოს მიზნობრივს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია, თუმცა, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ინფლაციამ 3,1%-ს უკვე მიაღწია. პაატა აროშიძეს მიაჩნია, რომ არსებული მდგომარეობითაც კი ინფლაცია ხელოვნურადაა დაჭერილი არსებულ ნიშნულზე, მაგრამ ამას ვერაფრით მოახერხებენ უახლოეს თვეებში.

„იმპორტდამოკიდებულება, რაც ჩვენ ქვეყანაშია, შემოდგომის ბოლოს და ზამთრის დასაწყისში ისედაც იწვევს ფასების აწევას. ახლა მით უფრო აიწევს ფასი ასეთი გაუფასურებული ლარის პირობებში.

ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ლარის გაუფასურება იყო დროებითი პროცესი და მსოფლიო ვალუტების გაუფასურების ფონზე ერთგვარი ბუფერი იქმნებოდა. თვეზე მეტი გავიდა ამ პროცესის დაწყებიდან და დევალვაცია შეუქცევადად გრძელდება. ამას ემატება ისიც, რომ არავინ განცხადებას არ აკეთებს – არც ცენტრალური ბანკი და არც მთავრობა, რაც მოსახლეობის შიშს უფრო მეტად ზრდის“, – ამბობს აროშიძე.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი ფულად–საკრედიტო პოლიტიკას არბილებს

აროშიძის თქმით, მნიშვნელოვანია პურის ფასიც. მას შემდეგ, რაც ამოქმედდება რეგულაცია, რომლის მიხედვითაც სახმელეთო ავტოტრანსპორტით ჭვავისა და ხორბლის იმპორტი აიკრძალება, ექსპერტი პურის უეჭველ მეტად გაძვირებას ელოდება, რაც ინფლაციის მაჩვენებელზეც აისახება და ეკონომიკაზეც.

შესაძლო გამოსავალი

ლარის გაუფასურებას ნებისმიერ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლება თითქმის მუდამ „საგარეო ფაქტორებს“ აბრალებს და აცხადებს, დოლართან მიმართებაში ნებისმიერი ქვეყნის ვალუტა უფასურდებაო. თუმცა, ძირითადად ეს „ნებისმიერი უცხო ქვეყნის ვალუტა“ უმეტეს შემთხვევაში რუსული რუბლი, უკრაინული გრივნა და თურქული ლირაა ხოლმე. ამ სამივე ქვეყანას აქვს საკუთარი პრობლემები და მიზეზი, რატომაც უფასურდება მისი ვალუტა. რუსეთის ეკონომიკას ამერიკული სანქციების გამო ნამდვილად არ ულხინს; მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა თურქეთიც და ლირაც მნიშვნელოვნად უფასურდება. უკრაინისთვის კი პრობლემაა ცალკე ბრძოლა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ცალკე ქვეყნის შიგნით კორუფციის უზარმაზარი მასშტაბები. ამ სიტუაციაში საქართველო გარკვეულწილად მაინც გარემოების მსხვერპლი გამოდის – რუსეთიც, თურქეთიც და უკრაინაც საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. ამიტომ ახალი პარტნიორების მოძიება, განსაკუთრებით, აღნიშნულ სამ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება საქართველოს სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს.

თი-ბი-სი ბანკის შენობა - Sputnik საქართველო
რამდენად ძვირია კრედიტი საქართველოში

ცალკე საკითხია გადასახადების ზრდა, რაც ნამდვილად საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული და რამაც თავისი გავლენა ნამდვილად დაატყო საწვავის ფასს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის ბოლოს დააანონსა და პარლამენტმაც მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც 2017 წლის 1 იანვრიდან ბენზინზე აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა; დიზელზე – 150-დან 400 ლარამდე; გაზზე 1000 კუბურ მეტრზე – 80-დან 200 ლარამდე. აღნიშნული ცვლილება, „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის თქმით, 1 ლიტრ საწვავზე დაახლოებით 20-30 თეთრით გაძვირების მიზეზი გახდა; დაახლოებით 20 თეთრით გააძვირა გაზიც.

Дом Юстиции тбилисской набережной - Sputnik საქართველო
როგორ შეიცვლება ფასები საქართველოში 2018 წელს - ეროვნული ბანკის პროგნოზი

ასე რომ, რაც ნამდვილად ხელისუფლების ხელშია და რასაც სამომხმარებლო ფასების ზრდისთვის ხელის შეშლა შეუძლია – აქციზის ადრინდელ განაკვეთებამდე დაბრუნებაა. თუმცა, ხელისუფლებას ამ შემთხვევაში მოუწევს უარის თქმა ხალხის ჯიბიდან დამატებით ფულის ამოღებაზე და ბიუჯეტში შეტანაზე. ბიუჯეტის ფულს კი თითქმის ნებისმიერი ხელისუფლება საკუთარ ფულად მიიჩნევს და ძალიან უჭირს მასზე უარის თქმა...

 

თემურ იოსელიანი

 

ყველა ახალი ამბავი
0