ეროვნული ბანკი ფულად–საკრედიტო პოლიტიკას არბილებს

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბანკის პროგნოზის თანახმად, წლის ბოლომდე ინფლაციის დონის მკვეთრი მატება არ იქნება

თბილისი,  26 ივლისი — Sputnik.  სამომხმარებლო მოთხოვნის ზრდის ტემპების გამო, მონეტარული პოლიტიკის შემცირება იმაზე უფრო ნელი ტემპით გაგრძელდება, ვიდრე დაგეგმილი იყო, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების  25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7%–ს  შეადგენს. 

საბანკო ტერმინალები - Sputnik საქართველო
ისესხე იმდენი რამდენსაც გადაიხდი - ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები

 „ივნისში წლიურმა ინფლაციამ 2,2%  შეადგინა, რაც ახლოს არის მიზნობრივი  მაჩვენებლის 3%–თან.  არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივი მაჩვენებლის მახლობლად იმერყევებს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების ფონზე, ერთობლივი მოთხოვნა წინა პროგნოზთან შედარებით უფრო სწრაფი ტემპებით უახლოვდება პოტენციურ დონეს. ამასთან დაკავშირებით, შერბილდა ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციის შემცირების წნეხი.

 „თუმცა, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის მოსალოდნელზე სწრაფი გამყარების შედეგად, ინფლაციური ზეწოლა შემცირებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის დაწყება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თუმცა, მოთხოვნის გაუმჯობესების ფონზე, მონეტარული პოლიტიკის შერბილება უფრო ნელი ტემპით გაგრძელდება, ვიდრე ეს წინა პროგნოზით იყო ნავარაუდევი, ნათქვამია განცხადებაში.

მომავალში ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი შესაძლო რისკების შესარბილებლად ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტით მოზიდულ მოკლევადიან (ერთ წლამდე ნარჩენი ვადიანობის) სახსრებზე მინიმალური სარეზერვო ნორმის 20-დან 25%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. 


ყველა ახალი ამბავი
0