რატომ შემცირდა საქართველოში საწვავის იმპორტი

© Sputnik / Alexander Imedashviliავტოგასამართი სადგური
ავტოგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის პირველ ნახევარში საქართველოში 456,7 ათასი ტონა საწვავი შემოიტანეს, რაც 13,7%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა — ქვეყანაში 2017 პირველ ნახევარში 456,7 ათასი ტონა შემოიტანეს, რაც 13%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საწვავის შემოტანა მიმდინარე წლის ივნისის თვეშიც შემცირდა — ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 85 ათასი ტონა შეადგინა, რაც 07%-ით ნაკლებია მაისის თვის მონაცემებთან შედარებით.

„მათ შორის, ბენზინის იმპორტმა 39 ათასი ტონა შეადგინა, დიზელის საწვავის — 46 ათასი ტონა“, — ნათქვამია საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

იმპორტის შემცირება გამოწვეულია იმით, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან ბენზინსა და დიზელის საწვავზე აქციზის მომატების მოლოდინში იმპორტიორმა კომპანიებმა გასული წლის დეკემბერში საწვავის დიდი მარაგი შეიძინეს, რომლის მოხმარებაც ამ წელში მოხდა, განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.

თბილისი - Sputnik საქართველო
1 იანვრიდან თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებზე და ავტომობილებზე აქციზი გაიზარდა

2017 წლის 1 იანვრიდან 1 ტონა ბენზინზე აქციზი 250-დან 500 ლარამდე გაიზარდა, 1 ტონა დიზელზე — 150-დან 400 ლარამდე.

„თუ სხვადასხვა წლებში საწვავის იმპორტის საშუალო თვიური მაჩვენებელი დეკემბერში დაახლოებით 100 ათას ტონას შეადგენდა, 2016 წლის დეკემბერში 170 ათასი ტონა იყო, ანუ 70 ათასი ტონით მეტი, ვიდრე ჩვენ ვახდენთ იმპორტს დეკემბრის თვეში და ეს მარაგი უკვე ამ წელს იქნა გამოყენებული. ანუ, იმპორტი შემცირდა, მაგრამ მოხმარება არ შემცირებულა“, — განაცხადა მთვრალაშვილმა.

ივნისში ბენზინის იმპორტის 71% „რეგულარის“ მარკის (А-91) საწვავზე მოდის, „პრემიუმზე“ (А-95) − 28%, „სუპერზე“ (А-98) − 1%. გასულ თვეში დიზელის იმპორტის 100% „ევროდიზელზე“ (50PPM) მოდიოდა.

ბენზინზე ფასები ეცემა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში გრძელდება ბენზინსა და დიზელის საწვავზე ფასების დაწევის ტენდენცია.

„მიზეზი ისაა, რომ ნავთობპროდუქტებზე მსოფლიო ფასები ეცემა, ლარი კი დოლარის მიმართ მყარდება და ფასების დაწევის ტენდენციაც გრძელდება“, — განაცხადა მთვრალაშვილმა.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22%-ით გაიზარდა

მისი მონაცემებით, ფასები არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში, რომელთა წილიც ბოლო თვეებში ძალიან გაიზარდა, ივნისში საშუალოდ 5 თეთრით დაეცა.

„ჩვენ ველით, რომ უახლოეს პერიოდში ფასები ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებშიც დაიწევს“, — აღნიშნა მთვრალაშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელებში საწვავის საშუალო ფასია: „სუპერი“ — 2,24-2,35 ლარი, „პრემიუმი“ — 2,14-2,23 ლარი, „რეგულარი“ — 1,94-2,04, „ევროდიზელი“ — 1, 89-2,04 ლარი, დიზელი — 1-,87-1,94 ლარი. ლარის მიმდინარე კურსი: 1 აშშ დოლარი — 2,4 ლარი.

ყველა ახალი ამბავი
0