„პატრიოტთა ალიანსი" მოსკოვში მესამე ვიზიტისთვის ემზადება

© Sputnik / Denis Aslanovგიორგი ლომია
გიორგი ლომია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი ლომია კომენტარს რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთებს

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საპარლამენტო ფრაქცია  „საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარე გიორგი ლომია მეხუთე დღეა მოსკოვში იმყოფება, სადაც პარტიის ლიდერების რუსეთში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით წინასწარ მოლაპარაკებებს აწარმოებს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: პუტინმა რუსეთი ფეხზე დააყენა

საქართველოდან დიპლომატის გაწვევაზე რუსეთმა შესაძლოა საპასუხო ზომები მიიღოს>>>

ლომია  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" სამი დეპუტატიდან ერთ-ერთია, რომელმაც 2017 წლის ოქტომბერში მოსკოვში მოლაპარაკებები გამართა. რუსეთის დედაქალაქში  „პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა შეხვედრა გამართეს პარლამენტის წევრებთან, მათ შორის, დსთ–ის საკითხებში სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვთან და ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ კონსტანტინ კოსაჩევთან.

 „კომენტარს დაბრუნების შემდეგ გავაკეთებ. ეს, შეიძლება ითქვას, მოსამზადებელი ვიზიტია", — განაცხადა ლომიამ.

თუ როდის დაიწყება ვიზიტი ან ქართველი დეპუტატების შეხვედრა ვისთან არის დაგეგმილი, ამ ეტაპზე უცნობია. ადრე, აპრილის დასაწყისში დეპუტატმა ადა მარშანიამ განაცხადა, რომ ოპოზიციური დელეგაციის შემადგენლობა უცვლელი დარჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსკოვში მოლაპარაკებებზე გაემგზავრებიან თავად მარშანია, ლომია და ნატო ჩხეიძე.

თუმცა, არამარტო დაგეგმილი ვიზიტის შესახებ დეტალებია გასაიდუმლოებული. ის, რომ ლომია მოსკოვში იმყოფება და ვიზიტს ამზადებს, არ იცოდა მისმა თანაპარტიელმა — დეპუტატმა ემზარ კვიციანმა.

 „სამწუხაროა, რომ Rustavi2-მა იცის სად არის გია ლომია, მე კი არ ვიცი. არავინ არაფერს მეუბნება…" — განაცხადა კვიციანმა.

 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრები, რომლებსაც საქართველოს პარლამენტში 150-დან 6 ადგილი უჭირავთ, რუსეთში საკუთარი ინიციატივით მიდიან.

 „ისინი დამოუკიდებელ პარტიას წარმოადგენენ და გადაწყვეტილებას, რომლებსაც ისინი ღებულობენ — ეს მათი პასუხისმგებლობაა ამომრჩევლის წინაშე. ერთმნიშვნელოვნად ვიცი ერთი რამ:  „ქართული ოცნება" — ეს პროევროპული და პროდასავლური პარტიაა და ჩვენი პოლიტიკის მთავარ ვექტორი პროდასავლურობაა. ყველა პარტიამ თავად უნდა გადაწყვიტოს, ჩვენ გაფრთხილების არანაირი მექანიზმი არ გვაქვს", — განაცხადა მმართველი პარტია  „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატმა სოფო კილაძემ.

ჟენევა - Sputnik საქართველო
ჟენევის მოლაპარაკებების მოლოდინში - რა ელოდება საქართველოს და რუსეთს

„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ": პრემიერის ინიციატივა აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის>>>

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიების და ასევე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში არის შენარჩუნებული.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. ამჟამად ეს საქართველოს წარმომადგენლებსა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატია. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0