საქართველოდან დიპლომატის გაწვევაზე რუსეთმა შესაძლოა საპასუხო ზომები მიიღოს

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარასკევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადასცა საპროტესტო ნოტები 23 ქვეყნის დიპლომატიურ მისიას, რომელმაც რუსი დიპლომატები გაიწვია

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული მხარე იტოვებს უფლებას საქართველოს და რამდენიმე სხვა ქვეყნის მიერ რუსი დიპლომატების გაწვევაზე საპასუხო ზომები მიიღოს.

ოფიციალურმა თბილისმა საკუთარი გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის სოლიდარობით ახსნა, რაც მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლას უკავშირდება, რომელიც ბრიტანულ სპეცსამსახურებზე მუშაობდა. 

„იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო მომენტში აღნიშნული ქვეყნების რიცხვს ბელგია, უნგრეთი, საქართველო და მონტენეგრო შეუერთდა, რუსეთი იტოვებს უფლებას აღნიშნული სახელმწიფოების მიმართ საპასუხო ნაბიჯები გადადგას“, — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის ინტერესთა სექცია საქართველოში - Sputnik საქართველო
რუს დიპლომატს საქართველოდან იწვევენ - ნოტა გადაცემულია

პარასკევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და გადასცეს საპროტესტო ნოტები 23 ქვეყნის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებს: ავსტრალიის, ალბანეთის, გერმანიის, დანიის, ირლანდიის, ესპანეთის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, მაკედონიის, მოლდოვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, უკრაინის, ფინეთის, საფრანგეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, შვედეთის, ესტონეთის.

„მათ გადაეცათ საპროტესტო ნოტები და განუცხადეს, რომ რუსი დიპლომატების გაწვევის შესახებ დაუსაბუთებელი მოთხოვნების საპასუხოდ, რომელიც ეყრდნობა რუსეთის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხრიდან დაუსაბუთებელ ბრალდებებს „სკრიპალების საქმის“ გამო, რუსული მხარე „პერსონა ნონ გრატად“ აცხადებს ამ ქვეყნების დიპლომატიური დაწესებულებების შესაბამისი რაოდენობის თანამშრომლებს“, — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წელს შეწყდა, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.

2009 წლიდან შვეიცარია ქვეყნებს შორის შუამავლის როლს ასრულებს. თბილისში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია ფუნქციონირებს. საქართველოს ინტერესთა სექცია კი მოსკოვში არის გახსნილი.


ყველა ახალი ამბავი
0