რუს დიპლომატს საქართველოდან იწვევენ - ნოტა გადაცემულია

© Sputnik / Alexander Imedashviliრუსეთის ინტერესთა სექცია საქართველოში
რუსეთის ინტერესთა სექცია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულმა მხარემ რუს დიპლომატს, რომლის ვინაობაც არ სახელდება, საქართველოს დატოვება შვიდი დღის განმავლობაში მოსთხოვა.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციას რუსი დიპლომატის გაწვევის შესახებ ნოტა გადაეცა, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე საათის წინ მიიღო ქვეყნიდან რუსი დიპლომატის გაწვევის გადაწყვეტილება. ამით საქართველო შეუერთდა იმ 16 ქვეყანას, რომლებმაც ამგვარად გამოხატეს აღშფოთება რუსეთის უსაფრთხოების სამმართველოს (ГРУ) ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის მიმართ, რომელიც დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებზე მუშაობდა. 

ლონდონმა მომხდარში მოსკოვი დაადანაშულა, ხოლო მოსკოვი ბრალდებას უარყოფს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ბრიტანეთს რუსეთისთვის სახელის შელახვა სურს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ინტერესთა სექციის თანამშრომელს „არასასურველ პირად“ აცხადებს დიდი ბრიტანეთისადმი სოლიდარობის ნიშნად.

ქართულმა მხარემ რუს დიპლომატს, რომლის ვინაობაც არ სახელდება, საქართველოს დატოვება შვიდი დღის განმავლობაში მოსთხოვა.

მოსკოვს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ყველა ახალი ამბავი
0