„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ": პრემიერის ინიციატივა აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშვიდობო ინიციატივა სამი ძირითადი მიმართულებისგან შედგება, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ახალი სამშვიდობო ინიციატივით  „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" გამოვიდა, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ოფიციალური თბილისში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს 1990-წლებიდან ვერ აკონტროლებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, თბილისმა კი საპასუხოდ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

სტუდენტები თსუ-ს შენობის შესასვლელთან - Sputnik საქართველო
აბიტურიენტები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან შეღავათებით ისარგებლებენ

 „ეს არის ახალი სამშვიდობო ინიციატივა — "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". საქართველოს ხელისუფლება, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ამასთან, საქართველოს ხელისუფლებაში ამტკიცებენ, რომ სამშვიდობო კურსი, რომელიც მიზნად ისახავს ნდობის აღდგენას და შერიგების პროცესის გააქტიურებას, ურყევია, განაცხადა პრემიერმა.

სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ ერთობლივად შეიმუშავა, სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს.

 „პირველი — გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით. ინიციატივის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გავლით ვაჭრობასთან დამაკავშირებელი ინდივიდუალური და საერთო ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება" — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პაციენტები კლინიკაში - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ასობით მკვიდრს უმკურნალა

მეორე — ეს გახლავთ ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდები, მათი განათლება და კეთილდღეობა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. ეს არის სწორედ ის თაობა, რომელმაც უნდა იცხოვროს ერთად გაერთიანებულ საქართველოში და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მშენებლობის პროცესში", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მესამე — ეს გახლავთ ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა, ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება და თავისუფალი ვაჭრობა, აღნიშნა პრემიერმა.

ყველა ახალი ამბავი
0