თბილისი,7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს–სპიკერი ნინო ბურჯანაძე დადებითად აფასებს ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ და მის გამარჯვებაში დარწმუნებულია, იუწყება სააგენტო РИА Новости.
რუსეთის ლიდერმა აღნიშნული გადაწყვეტილება ამ დღეებში ქარხანა ГАЗ-ის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე გაახმოვანა.
„მე, რა თქმა უნდა, ძალზე პოზიტიურად ვაფასებ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილეას, რადენადაც დარწმუნებული ვარ, რომ ის დღეისათვის რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ერთადერთი ღირსეულია. ის ნამდვილად არის ადამიანი, რომელმაც ფეხზე დააყენა რუსეთი და მისგან შექმნა ქვეყანა, რომელსაც ანგარიშს უწევენ“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
ის დარწმუნებულია, რომ პუტინის გადაწყვეტილება „რუსეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მას მხარს უჭერს“.
ამასთან, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ „სხვადასხვა ძალები ეცდებიან ყველაფერი გააკეთონ, რათა მაქსიმალური პრობლემები შექმნან“.
„დასავლეთს არ შეუძლია რუსი ხალხის, რუსული ხასიათის გაგება. რაც უფრო მეტი იქნება ზეწოლა, მით უფრო მეტი იქნება დასავლეთის მხრიდან პრობლემები და სანქციები და მით უფრო მეტი იქნება ხალხის მხრიდან პუტინის მხარდაჭერა. იმიტომ, რომ ხალხი ხედავს, რომ ის იბრძვის რათა რუსეთი იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების დაცვა შეუძლია“, – განაცხადა მან.
რუსეთის პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 2018 წლის 18 მარტს ჩატარდება, საარჩევნო კამპანია 2017 წლის დეკემბერში უნდა დაიწყოს.