ჟენევის მოლაპარაკებების მოლოდინში - რა ელოდება საქართველოს და რუსეთს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიჟენევა
ჟენევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდს დიდი ყურადღება ეთმობა - რუსულ მედიაში ქართულ-რუსული ურთიერთობების შესაძლო წინსვლაზე ალაპარაკდნენ

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 27-28 მარტს გაიმართება — მომდევნო რაუნდის დაწყებამდე საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს ურთიერთშემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

ჟენევის მოლაპარაკებები — ქართულ-რუსული პირდაპირი დიალოგის ორი არსებული ფორმატიდან ერთ-ერთია.  საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

მთავარი თემა

განხილვის მთავარი თემა უნდა გახდეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადება, რომლის ტექსტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო.

მსგავსი განცხადების მიღების საჭიროება რუსული მხრიდან მოლაპარაკებების მონაწილემ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა უკვე განიხილა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: მოსკოვის პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის

მეტიც, გაზეთმა Коммерсант განაცხადა, რომ ჟენევის კონსულტაციებზე შეიძლება დიდი ხნის ნანატრი შედეგი დადგეს. მოლაპარაკებების მონაწილეები – საქართველო, რუსეთი, აშშ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლებები, ასევე კონსულტაციების თანათავმჯდომარეები – ევროკავშირი, გაერო და ეუთო – ამზადებენ ერთობლივ დეკლარაციას რეგიონში ურთიერთობებში ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ამ მოლაპარაკებებზე იქნება მიღებული. დიპლომატის თქმით, დეკლარაციები, რომლებიც ზეპირი სახით მიღებისთვის მზადდება, არ შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხს.

განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მოლაპარაკებამდე ერთი კვირით ადრე მან განაცხადა, რომ ამ რაუნდზე განცხადების მიღება არ იგეგმება.

მისი თქმით, საქართველო მუშაობს იმაზე, რომ განცხადება მის სახელმწიფო ინტერესებს პასუხობდეს და ტექსტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ბოლო განცხადებაში აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ამ რაუნდზე ქართული მხრიდან კონსტრუქტიულობის იმედი აქვს.

ჟენევაში შესაძლო წინსვლის შესახებ საუბრებს წინ უსწრებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება. მან რუსეთის ხელისუფლებას შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზად არის და ხაზი გაუსვა, რომ ამ საკითხში რუსული მხრიდან კონსტრუქტიული მიდგომა მისასალმებელი იქნებოდა. 

ჟენევის მოლაპარაკებების მეტი ეფექტიანობისთვის საქართველოს პრემიერ–მინისტრი ფორმატის ამაღლების ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ მზად არის მასში მონაწილეობა მიიღოს.


ყველა ახალი ამბავი
0