გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, „ოცნება“ ისევ მოდაშია!..

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ოცნების მომხრე
ქართული ოცნების მომხრე - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნებში მმართველი გუნდის შთამბეჭდავ გამარჯვებას ანალიტიკოსთა უმრავლესობა ვარაუდობდა. ვეჭვობ, რომ ამგვარ შედეგს ოპოზიცია წინასწარ შეგუებული იყო... ამომრჩეველთა კოლექტიური „შატალო" და უცვლელი კონფიგურაცია...

არასრული ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგებისადმი მიძღვნილი სტატია დაახლოებით ასევე დავასათაურე. მაშინ არ მეგონა, რომ ელექტორატის პოლიტიკური გემოვნება უცვლელი დარჩებოდა. თუმცა, სულ მალე თანდათან გამოიკვეთა ის, რომ დროის უახლოეს მონაკვეთში ქართულ პოლიტიკურ „პოდიუმზე“ ახალი, განსხვავებული შტრიხებისა და ფერების წარმომჩენი არავინ იყო. 

დარწმუნებული ვარ, მკითხველთა უმრავლესობა დამეთანხმება, რომ დაუჯერებელი არაფერი მომხდარა. მიხარია!.. სხვისი რა გითხრათ და პირადად ჩემთვის არჩევნები ახლაც ყოველგვარი მოულოდნელობისა და იმედგაცრუების გარეშე დასრულდა. არავინ იფიქროს, რომ რომელიმე ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გულშემატკივარი გახლავართ, არა, ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო – გამართლდებოდა თუ არა პროგნოზი, რომელსაც წინასაარჩევნოდ თამამად  ვაკეთებდი…

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძემ არჩევნებს უნდობლობა გამოუცხადა

მართალია, საარჩევნო ბატალიების ჯერ მხოლოდ წინასწარი შედეგები გაცხადდა, მაგრამ ტენდენცია უკვე ნათელია და ის სწორედ იმაზე მეტყველებს, რისი მოლოდინიც მქონდა. მმართველი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება და ოპოზიციური ფლანგის კრახი! ასეთია უკვე გალეული პოლიტიკური პროცესის ჩემეული შეფასება, თუმცა შესაძლოა ამ სენტენციის მეორე ნაწილში ვცდები და ოპოზიციური ძალების ჯამური შედეგი არათუ კრახი, არამედ წარმატებაა. ამ საკითხზე ოდნავ მოგვიანებით… სამართლიანობა მოითხოვს და დავძენ, რომ არჩევნებში მმართველი გუნდის შთამბეჭდავ გამარჯვებას ანალიტიკოსთა უმრავლესობაც ვარაუდობდა. ვეჭვობ, რომ ამგვარ შედეგს ოპოზიცია წინასწარ შეგუებული იყო. მრჩება შთაბეჭდილება, რომ წინასაარჩევნოდ და უშუალოდ არჩევნების დღეს მმართველი გუნდის ოპონენტების ბაქიბუქი მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციებში წარმომადგენლების გამხნევებას ისახავდა მიზნად… 

OSCE-ს ლოგოტიპით დროშები ვენაში - Sputnik საქართველო
ეუთომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არაცალსახად შეაფასა

ერთი სიტყვით, ორი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან მოყოლებული, უკვე რიგით მეხუთე არჩევნებს იგებს!.. „საკრალური ციფრია“, არ დავკონკრეტდები ვისთვის… მკითხველი, დარწმუნებული ვარ, მონაცემებს იცნობს და მათი აქ წარმოჩენა საჭირო არ არის. არსებობდა თუ არა სხვაგვარი შედეგის საფუძველი? ვეცდები კითხვას მარტივად ვუპასუხო…

მოგეხსენებათ, არჩევნების შედეგები რამდენიმე კომპონენტის ერთობლიობაა, მათ შორის არის ელექტორატის აქტივობა. სხვათა შორის, საარჩევნო უბანში მისული ამომრჩევლების რაოდენობა ძალზე ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია. სახელისუფლებო გუნდის ინტერესებში არის დაბალი აქტივობა. ასეთ დროს საარჩევნო უბანში მისულთაგან უმრავლესობა სწორედ რომ მმართველი გუნდის ამომრჩეველია, რადგან ხელისუფლება, როგორც წესი, ყოველთვის ახერხებს საკუთარი მხარდამჭერების სრულ მობილიზებას. ნუ მკითხავთ როგორ, საამისოდ მრავალი საშუალებაა, დასაშვები და დაუშვებელი — დაწყებული ფინანსური და დამთავრებული ადმინისტრაციული რესურსებით. ნუ უგულებელვყოფთ, რომ მყიფე დემოკრატიის, სუსტი ეკონომიკისა და მძიმე სოციალური ფონის პირობებში ელექტორატის გარკვეულს ნაწილს პოლიტიკური რყევების უბრალოდ ეშინია. ეს ამომრჩეველთა ის კატეგორიაა, რომელიც მოქალაქეობრივ მოვალეობასა და უფლებას „პირნათლად“ ასრულებს, არჩევნებზე მიდის, ცვლილებებს ეუბნება უარს და ხმას სტაბილურობას აძლევს.

„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოში არჩევნები მოიგო

მოკლედ, რაც უფრო მეტია ქვეყანაში ასეთი ამომრჩეველი, დაბალი აქტივობის შემთხვევაში, მით უფრო დიდია მმართველი გუნდის გამარჯვების ალბათობა. ასე რომ, ოპოზიციის წარმატების შანსები მაღალი აქტივობისას იზრდება. ეს მარტივი მოცემულობა ახლაც დადასტურდა. საარჩევნო უბნებთან რიგებს არავინ ელოდა. ასეც მოხდა – ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი საარჩევნო უბანში არ მივიდა. რატომ? – მიზეზი ბევრია. ჩვენში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ელექტორალური აღტყინებით არასოდეს გამოირჩეოდა. წინა ანალოგიურ არჩევნებთან შედარებით, აქტივობის მაჩვენებელი უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა. ამომრჩეველთა „შატალოს“ მთავარი მიზეზი არა არჩევნების შინაარსი, არამედ საზოგადოებაში პოლიტიკური სპექტრის მრავალწლიანი „მოღვაწეობით“ გამოწვეული იმედგაცრუებაა. მიზეზი არის და თანაც მრავალი. ყოველი მათგანი კი, ჩემი მოკრძალებული აზრით, თავად პოლიტიკურ ველში უნდა მოვიაზროთ. სულ ცოტა, ორ ათეულ წელზე მეტია, რაც ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა. წლიდან წლამდე ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მმართველობის პერიოდში ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება. ეს გლობალური საკითხია და მასზე მსჯელობა ძალზე შორს წაგვიყვანს. სტატია გასული წლის საპარლამენტო არჩევნების გახსენებით დავიწყე და შორს ნუ წავალთ, ნიჰილიზმის გამომწვევი ფაქტორები მას შემდეგ განვლილ პერიოდში ვეძიოთ.  

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა

გასული წლის შემოდგომაზე ქვეყანაში პოლიტიკური დაქსაქსულობის შეუქცევადი პროცესი დაიწყო. საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ნოკაუტით დამარცხდა… შოკიდან გამოსვლას დრო დასჭირდა. პოლიტიკურ ასპარეზობას ჩამოშორდნენ პოლიტიკაში წინასაარჩევნოდ ახლადმოსული ნორჩი და გამოცდილი პოლიტიკოსები… „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „ცივი და ცხელი ტვინები“ პოსტსაარჩევნო სტრატეგიაზე ვერ შეთანხმდნენ. იმ დროსთვის უკრაინაში პოლიტიკურად უკვე პრაქტიკულად გაკოტრებული მიხეილ სააკაშვილის მორიგი რევოლუციური მისწრაფებები პარტიაში ყველამ არ გაიზიარა. შედეგად, პოლიტიკური პარტია, რომელმაც 2004-2010 წლებში ყველაფერი მოიგო და „მოირგო“, რისი მოგება და „მორგებაც“ შეიძლებოდა, ორ მეტ-ნაკლებად თანაბარ ნაწილად გაიყო. სულ მალე ინტელექტუალთა კლუბი „რესპუბლიკური პარტიის“ სახით ასევე გაიხლიჩა…

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძე „ქართულ ოცნებას" გამარჯვებას ულოცავს

ახალ რეალობაში სამოქმედო გეგმაზე ვერ ჩამოყალიბდნენ პარტიები, რომლებმაც გამოწვევას სტრუქტურულად და ორგანიზაციულად კი გაუძლეს, თუმცა საარსებო რესურსები პრაქტიკულად ამოწურეს. ჯერ კიდევ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე გამოიკვეთა, რომ ოპოზიციური ფლანგიდან ვერავინ შეძლებდა მმართველ ძალასთან კონკურენციას, ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის გულის მოგებასა და, რაც მთავარია, ელექტორატის დარწმუნებას გამარჯვებაში. ოპოზიციური ფლანგი ლიდერის გარეშე დარჩა და უახლოეს არჩევნებს უნდა გაერკვია ოპოზიციურ ველზე ვინ მოირგებდა ლიდერის ყვითელ მაისურს. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ამ საპატიო სტატუსისთვის საბრძოლველად განეწყო. ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის გემოვნება უცვლელია, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორეა, მისივე განაყოფი „ევროპული საქართველო“ – მესამე. „პატრიოტთა ალიანსი“ მყარად ინარჩუნებს მეოთხე პოზიციას, საარჩევნო ბარიერთან ახლოს არის „დემოკრატიული მოძრაობა“, სხვა პარტიებს საუკეთესო შემთხვევაში უბრალოდ მაჯა ესინჯებათ… ასეთია ოპოზიციური პარტიების გაჯიბრების შედეგი, თუმცა, მხოლოდ ეს როდი იკითხება საარჩევნო ციფრების მიღმა. თბილისის მერობისთვის ბრძოლაში პარტიულ მუშაკს დამოუკიდებელი კანდიდატი უსწრებს, ასე რომ, საფიქრალი და სათქმელი ჯერ კიდევ ბევრია!..

ყველა ახალი ამბავი
0