ბურჯანაძემ არჩევნებს უნდობლობა გამოუცხადა

© AFP 2024 / VANO SHLAMOVნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტიების გაერთიანება „ლიდერების საბჭოს" წევრები მიიჩნევენ, რომ არჩევნებმა მრავალი დარღვევისა და მანიპულაციის ფონზე ჩაიარა

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები საქართველოში ჩატარდა არასამართლიან და არადემოკრატიულ გარემოში, განაცხადაა საარჩევნო ბლოკ „დემოკრატიული მოძრაობა — თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგზე.

საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა გააკეთა განცხადება ოქტომბერში შექმნილი ოპოზიციური გაერთიანება „ლიდერების საბჭოს" სახელით, რომელშიც 14 პარტია შედის.

"ჩვენ, საარჩევნო მონიტორინგში მონაწილე საქართველოს ოპოზიციური პარტიები, უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით, ამ არჩევნებზე არ იყო უზრუნველყოფილი სამართლიანი და კონკურენტული გარემო, რაც უხეშად არღვევს, ელემენტარულად, სამართლიანი არჩევნების პრინციპის. ჩვენი შეფასებით, ამ არჩევნების შედეგები წინასწარ დაიგეგმა ხელისუფლების მხრიდან," – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

OSCE-ს ლოგოტიპით დროშები ვენაში - Sputnik საქართველო
ეუთომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არაცალსახად შეაფასა

გაერთიანების სახელით ბურჯანაძემ არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა.

„21 ოქტომბრის არჩევნები არასამართლიან გარემოში, ტოტალური დარღვევების და მანიპულირებს ფონზე ჩატარდა. არ ვცნობთ და არალეგიტიმურად ვაცხადებთ არჩევნების შედეგებს", — აღნიშნა ბურჯანაძემ.

პოლიტიკოსმა ხელისუფლებას ზოგიერთ პოლიტიკურ ძალებთან შეთქმულებაში ადანაშაულებს.

„ამ არჩევნების შედეგები წინასწარ დაიგეგმა ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მივიდა იმ ნიშნულზე, რომლის მიღმა, ხელისუფლების გადაცემა შეუძლებელი ხდება არჩევნების გზით. ეს არის ყველაზე სახიფათო ტენდენცია, რაც კი შეიძლება იყოს ქვეყანაში," — ამბობს ბურჯანაძე.

პარლამენტის ექს-სპიკერი "დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული მრავლობითი დარღვევების ფაქტების" გასაჯაროებას აპირებს.

„ლეიბორისტების" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყება დააანონსა.

„ივანიშვილის რეჟიმმა არ იკმარა პარლამენტის, სასამართლო ხელისუფლების, მთავრობის, კონსტიტუციის მითვისება, უზურპაცია, ოკუპაცია და დღეს მთლიანად გაუკეთა ანექსია ადგილობრივ თვითმმართველობის სისტემას. წინ გველოდება ძალიან დიდი ბრძოლა. ბანკირ ოლიგარქთა რეჟიმი არასდროს ნებაყოფლობით უარს არ იტყვის იმ ტკბილ ძალაუფლებაზე", — ამბობს შალვა ნათელაშვილი.

ცესკოში ხმების დათვლის პროცესი გრძელდება. ამ დროისათვის ცნობილია, რომ ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ასევე, წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური გაიმართება თვითმმართველ ქალაქ ქუთაისშიც. სხვა რაიონებსა და ქალაქებში ჯერჯერობით ლიდერობენ ან უკვე გაიმარჯვეს „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა.

ყველა ახალი ამბავი
0