ირაკლი კობახიძე „ქართულ ოცნებას" გამარჯვებას ულოცავს

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფაში, მადლობა გადაუხადა

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს გამარჯვება მიულოცა და მადლობა გადაუხადა თითოეულ ამომრჩეველს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფაში, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორც კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მმართველი პარტიის უპირველესი ამოცანა სწორედ არჩევნების სამართლიანად ჩატარება იყო. მან აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მეორე ტური მხოლოდ ხუთ მუნიციპალიტეტში გაიმართება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა სამართლიანი და მშვიდი არჩევნების უზრუნველყოფაში. განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო, რა თქმა უნდა, ამომრჩეველს განსაკუთრებული აქტიურობისთვის. ქვეყნის მასშტაბით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა და მინდა ავღნიშნო, რომ „ქართულმა ოცნებამ" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. წინასწარი მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მეორე ტური მხოლოდ ხუთ მუნიციპალიტეტში შედგება", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებზე იმარჯვებს - მეორე ტური არ იქნება

მისი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და თითოეულ მუნიციპალურ წარმომადგენლობით ორგანოში შესაბამისი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.

ირაკლი კობახიძემ გამარჯვება განსაკუთრებით მიულოცა თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს.

„ის ამ არჩევნების მთავარი გმირი იყო, რომელმაც თბილისის მერის პოსტზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ვულოცავ კახა კალაძეს ამ დამაჯერებელ და ღირსეულ გამარჯვებას", — აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა არჩეულ მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება". ზოგიერთ თვითმმართველ ქალაქსა და თემში მერების ასარჩევად, შესაძლოა, მეორე ტური გახდეს საჭირო.

თბილისში მერის თანამდებობისთვის 13 კანდიდატი იბრძოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0