გიორგი ძაძამია - 21 წლის სტუდენტის მიერ მიღწეული წარმატების ისტორია

© FB/ Free Education Forumორგანიზაცია Free Education Forum
ორგანიზაცია Free Education Forum - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ძაძამია საკმაოდ წარმატებული სტუდენტია. მიღებული გამოცდილება, შეძენილი საინტერესო და კრიტიკულად მოაზროვნე მეგობრები გახდა მიზეზი იმისა, რომ ახალგაზრდა სტუდენტს ჩამოეყალიბებინა საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც წარმატებით ხელმძღვანელობს.

გიორგი ძაძამია საკმაოდ წარმატებული სტუდენტია. გიორგი პროფესიით იურისტი და ლოჯისტიკის სპეციალისტია. საკუთარი პროფესიით ერთდროულად მუშაობს რამდენიმე კერძო კომპანიაში. ამავე დროს სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. ასევე გახლავთ ნიუ ვიჟენ უნივერსiტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. აკადემიური უმაღლესი განათლების გარდა, წლების განმავლობაში საქმიანობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში, მონაწილეობდა მათივე აქტივობებში, რამაც დიდი როლი ითამაშა მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში და შემდგომ წარმატებაში.

მიღებული გამოცდლება, შეძენილი საინტერესო და კრიტიკულად მოაზროვნე მეგობრები გახდა მიზეზი იმისა, რომ ახალგაზრდა სტუდენტს ჩამოეყალიბებინა საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც წარმატებით ხელმძღვანელობს. გიორგი Free Education Forum/თავისუფალი განათლების ფორუმის პრეზიდენტი და ერთ-ერთი დამფუძნებელია.

© FB/ George Dzadzamiaგიორგი ძაძამია
გიორგი ძაძამია - Sputnik საქართველო
გიორგი ძაძამია

— აქტიური ცხოვრების წესმა საკმაოდ ბევრი საინტერესო მეგობარი შემძინა, რომელსაც გული შესტკივა ქართულ არაფორმალურ განათლებაზე და იმ სიტუაციაზე, რომელიც შექმნილია სტუდენტური ცხოვრების თვალსაზრისით. ძალიან მცირეა უნივერსტეტები, რომლებიც სტუდენტებს სთავაზობენ ისეთ არაფორმალურ განათლებასა და სათანადო აქტივობებს, რომლებიც აუცილებელია მათთვის. შესაბამისად, მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ დაგვეარსებინა ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობდა ახალგაზდებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდებას, შეუქმნიდა მათ უკეთეს სტუდენტურ ცხოვრებას და გააცნობდა იმ სტანდარტებს, რომლებიც ევროპის დიდ უნივერსტებს აქვს, რათა შემდგომ ერთობლივად შეგვექმნა ქართული სტუდენტური ცხოვრებისა და არაფორმალური განათლების სტანდარტები.

ანი მიროტაძე - Sputnik საქართველო
ქართველი პოლიტიკოსი ქალის წარმატების რეცეპტი

ორგანიზაციის შექმნის იდეა დაახლოებით ერთი წლის წინ გაჩნდა ჩემს სამეგობრო წრეში. ჩვენ ერთი წლის განმავლობაშიაქტიურად ვსწავლობდით ქართული არაფორმალური განათლების სივრცეს, სტუდენტურ ცხოვრებას საქართველოში და პარალელურად ვეცნობოდით იმ სტანდარტებს, რაც გააჩნდათ ევროპის, ასევე ამერიკის ძლიერ უნივერსტეტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. კვლევისა და ანალიზის შემდგომ, 2017 წლის ივლისში გადავწყვიტეთ დაგვეწყო აქტიური საქმიანობა და პროექტების შეთავაზება ქართველი ახალგაზდებისთვის, რათა მათ ჰქონოდათ საშუალება გაცნობოდნენ და სამომავლოდ საქართველოში დაემკვიდრებინათ არაფორმალური განათლების ინსტიტუტი და შეექმნათ სტუდენტური ცხოვრების მაღალი სტანდარტები.

- ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ორგანიზაციის საქმიანობაში არიან ჩართული?

— ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართული არიან სხვადასხვა ფაკულტეტისა და უნივერსტეტის სტუდენტები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმ პროექტებზე, რომლებიც სამომავლოდ გვინდა შევთავაზოთ ახალგაზრდებს. ორგანიზაციაში დღესდღეობით საქმიანობს 27-მდე სტუნდეტი სხვადასხვა დეპარტამენტში. კერძოდ, ორგანიზაციას აქვს ხუთი დეპარტამენტი: საზოგადოებასთან ურთიერთობის, პროექტების მართვის დეპარტამენტი, პრეზიდენტის აპარატი, ანალიტიკური დეპარტამენტი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი. თითიეულ დეპარტამენტსა და ახალგაზრდას საკმაოდ დიდი როლი უჭირავს ორგანიზაციულ საქმიანობაში, რადგან ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატება დამოკიდებულია გუნდურ მუშაობაზე.

ფელამუში - Sputnik საქართველო
არომატული ნუგბარი - სტუდენტების მიერ წარმოებული ფელამუში ჩირითა და კაკლით

- რა არის ორგანიზაციის მთავარი მიზანი?

— თუ ზოგადად ვისაუბრებთ მიზნებზე, შეიძლება ითქვას, რომ ორგანიზაციის ძირითადი მიზანია გააუმჯობესოს არაფორმალური განათლების სისტემა საქართველოში და ამავდროულად შეუქმნას ქართველ ახალგაზრდეს იდეალური სტუდენტური და სასკოლო ცხოვრება, რათა ისინი მზად იყვნენ ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის.

- რა აქტივობებსა და ღონისძიებებს მართავთ?

— ჩვენი ორგანიზაცია ბანაკების ფარგლებში ახალგაზრდებს ძალიან ბევრ საინტერესო ღონისძიებას ჰპირდება. კერძოდ გარდა ტრენინგებისა, მათ ექნებათ საშუალება მიღებული ცოდნა გაამყარონ პრაქტიკულ ღონისძიებებში, როგორიცაა დებატები, საჯარო გამოსვლების ჩემპიონატი, სპიკერთა კონკურსი. ხოლო იმისთვის, რომ დრო გაატარონ დაუვიწყარ გარემოში, ჩვენ ვთავაზობთ სხვადასხვა სახის ღონისძიბებს, წვეულებებსა და სპორტულ აქტივობებს.ზოგადი თვალსაზრისით ჩვენი ორგანიზაცია ამ ეტაპზე საქმიანობს არაფორმალური განათლების განხრით, თუმცა სამომავლოდ გეგმებში გვაქვს ახლაგაზრდებს შევთავაზოთ სხვადასხვა დისციპლინებში კონფერენციები, გაცვლითი პროგრამები, იმიტირებული პროცესები, ჩემპიონატები, ტრეინინგ- კურსები და ა.შ.

სენაკელი მოსწავლეები ნასაში - Sputnik საქართველო
სენაკელმა მოსწავლეებმა ამერიკაში, NASA-ს პროექტში გაიმარჯვეს

- ახლო მომავალში რა ღონისძიებებს გეგმავთ?

— 16-20 აგვისტოს "Free Education Forum/ თავისუფალი განათლების ფორუმი" 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს სთავაზობს გაატარონ დაუვიწყარი დრო "Summer Camp: Kobuleti 2017"-ზე. ხუთი დღის განმავლობაში პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაეუფლონ კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა პროექტების მართვა და მენეჯმენტი, სხეულის ენა, კომუნიკაციის ხელოვნება, დროის მენეჯმენტი და შეიცნონ ისეთი დისციპლინები, როგორიცაა საჯარო გამოსვლების ხელოვნება და დებატები. ასევე პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ გასართობ ღონისძიებებში WELCOME PARTY, პიკნიკი (აჭარის მთიანეთში), მუსიკალური საღამო, პოკერის ჩემპიონატი, ფეხბურთის ჩემპიონატი, ფრენბურთის ჩემპიონატი, სამაგიდო თამაშების ჩემპიონატი, X box (ჩემპიონატი და თამაშები "FiFa —Pess").

ქობულეთის ბანაკში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ჩვენს ვებ-გვერდზე გაიარონ რეგისტრაცია 10 აგვისტომდე. მოხალისეების შერჩევა დასრულდა 25 ივლისს და უკვე ორგანიზაციამ შეარჩია სამი ბრწყინვალე მოხალისე. სხვათაშორის, მათ შორის ერთ-ერთი გერმანიიდან ჩამოდის ჩვენს პროექტზე დასასწრებად.

ახლო მომავალში გვსურს ასევე რამდენიმე კონფერენციის ჩატარება და კიდევ ერთი ბანაკის გამართვა ბაკურიანში.

ფოტოალბომი - Sputnik საქართველო
ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ბრენდი და მათი წარმატების საიდუმლო

- ბანაკში გატარებული დღეები, ცოდნის გარდა, რას მისცემს ახალგაზრდებს?

— ნებისმიერი საზაფხულო ბანაკი, ჩვენი აზრით, გარდა საგანმანათლებლო პროექტებისა, საჭიროებს გასართობ ღონისძიებებს, შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაცია მაქსიმალურად ცდილობს ახალგაზდებს შეუქმნას იდეალური გარემო, სადაც ისინი მოახერხებენ დატვირთული წლის შემდეგ დაისვენონ და მეგობრულ გარემოში შეიმეცნონ ახალი დისციპლინები. ამავდროულად გვსურს ბანაკებს მოვაშოროთ ქართული სტანდარტები, რომლებიც მონაწილეების მასობრივ კონტროლსა და ქცევის რეგულირებაზეა დამყარებული. გვსურს მონაწილეებს მივცეთ თავისუფალი სივრცე, რათა მათვე აირჩიონ, თუ როგორ გაატარონ თავისუფალი დრო. საბოლოოდ მინდა ყველა მონაწილეს ვუთხრა, რომ მათ საშუალება ექნებათ შეიძინონ მეგობრები, დაისვენონ, გაერთონ, შეიმეცნონ და გაუზიარონ სხვებს საკუთარი ხედვები, რათა ერთად შევუტიოთ ეპოქას.

- თქვენი აზრით რა უნარებია საჭიროა წარმატების მისაღწევად?

— ჩემი აზრით, ნებისმიერი პიროვნებისთვის წარმატების გზა ინდივიდუალურია. მიმაჩნია, რომ პიროვნების ყველაზე დიდი წარმატება თავისი ფასეულობების და მისწრაფებების აღმოჩენაა. ქართულ რეალობაში ხშირია, როდესაც ახალგაზრდები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გარეშე პირების ზეწოლის ქვეშ იღებენ. აი, მაგალითად, ახლაგაზრდების უმრავლესობა პროფესიას გარშემომყოფების, ოჯახის წევრების "ფსიქოლოგიით" ირჩევს, ზოგიც მატერიალური გაგებით უყურებს საკითხს, შესაბამისად მათი პირველივე საფეხურები წარუმატებლობისკენ მიდის. სჯობს ის საქმე ვაკეთოთ, რაც ჩვენს პიროვნებასთან არის ახლოს და ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს, ვიდრე იმ საქმეს მოვკიდოთ ხელი, რაც საზოგადოებას სჭირდება. შესაბამისად, ყველაზე დიდი საფეხური წარმატებისკენ პროფესიის, ფასეულებებისა და მისწრაფებების სწორი არჩევანია. ხოლო იმ ახალგაზრდებს, ვინც უკვე გადადგა სწორი პირველი ნაბიჯი, ვურჩევ, უკან არასდროს დაიხიონ, გააფართოვონ თვალსაწიერი და ურთიერთობის წრე. რადგან ჭეშმარიტად წარმატებული ადამიანები მარტოსული არასდროს არიან.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0