არომატული ნუგბარი - სტუდენტების მიერ წარმოებული ფელამუში ჩირითა და კაკლით

გამოწერა
რამდენი წლისიც არ უნდა ვიყო, ყოველთვის დიდი ემოციით ველი, როდის მოადუღებს ბებია თათარას. ერთი სული მაქვს, როგორც ბავშვობაში, ქვაბში დარჩენილ ფელამუშს როდის მივადგები. თუმცა ამის ბედნიერება ისე ხშირად აღარ მაქვს, როგორც ეს ბავშვობაში მქონდა.

ქართულ ბაზარზე სულ ახლახანს ახალი პროდუქტი "გამარჯობა" გამოჩნდა. ალბათ იკითხავთ, რა არის "გამარჯობა"? "გამარჯობა" სხვადასხვა ხილის ჩირითა და კაკლით დამზადებული ფელამუშია. პირადად ჩემთვის "გამარჯობას" ქართულ ბაზარზე გამოჩენა ძალიან სასიამოვნო იყო, რადგან ფელამუში ჩემთვის საყვარელ ბებიასთან, თბილ კერასთან და ოჯახურ სიმყუდროვესთან ასოცირდება. "Sputnik საქართველოს" სტარტაპის ერთ-ერთი ავტორი ბექა ქათამაძე ესაუბრა.

- რა პროდუქციას აერთიანებს "გამარჯობა"?

— "გამარჯობა" აერთიანებს რამდენიმე სახეობის ფელამუშს სხვადასხვა დანამატებით. დანამატები ძირითადად არის ჩირით, თხილითა და კაკლით.

- ვისი იდეა იყო, რომ ფელამუშის წარმოება დაგეწყოთ?

— იდეა გაუჩნდა ალეკო ზარნაძეს და როგორც კი გაგვაცნო მეგობრებს, მე (ბექა ქათამაძე) და ირაკლი გოგილიძეს, იმ დღესვე დავიწყეთ პროდუქტის კონცეფციაზე ფიქრი. თავიდანვე არ გვქონდა განსაზღვრული დღევანდელი სახის შეფუთვა. ვგეგმავდით პლასტმასის ქილებში ყოფილიყო ჩამოსხმული, მაგრამ კონსულტაციები გავიარეთ და გადავწყვიტეთ პლასტმასის ქილების მინით ჩანაცვლება. მინის ქილამ მოგვცა საშუალება, შეფუთვა უფრო ორიგინალური და მიმზვიდელი ყოფილიყო. საბოლოოდ საკმაოდ ეფექტური გამოვიდა.

- რატომ დაარქვით თქვენს ნაწარმს "გამარჯობა"?

— როდესაც გემო და დანამატები დავხვეწეთ, მოგვიწია სახელზე ფიქრი, რაც საკმაოდ რთული პროცესი იყო. გვინდოდა შეგვექმნა ბრენდი, რომელიც მომხმარებელს ესალმება, შედის მასთან კომუნიკაციაში და თავიდანვე აგზავნის პოზიტიურ მესიჯს მომხმარებელთან. საბოლოოდ ეს ყველაფერი დავუკავშირეთ სიტყვას, რომელითაც იწყება ყოველგვარი ურთიერთობა და დავარქვით "გამარჯობა".

- როგორ შეიკრა გუნდი? ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ამ ჯგუფში არიან გაერთიანებული?

— პროდუქტის წარმოება მიმდინარეობს საოჯახო პირობებში. მთავარი ტექნოლოგი და პროდუქტის დამამზადებლები ალეკო ზარნაძე და მისი ბებოა. ალეკოს ბებო შესანიშნავი ქალბატონია და არაჩვეულებრივად მოწესრიგებული ადამიანი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება წარმოებას. ნედლეულის მომარაგებას, წარმოებული ფელამუშის ჩამოსხმას, შეფუთვას, დისტრიბუციას, მყიდველებთან ურთიერთობასა და დამფინანსებლების მოძიებას ვუძღვებით მე, ალეკო ზარნაძე და ირაკლი გოგილიძე.

- გამოირჩევა თქვენი ნაწარმი, რა უპირატესობა გააჩნია სხვებთან შედარებით?

— ჩვენი ნაწარმი ეკოლოგიურად სუფთაა, სწორედ ეს გამოარჩევს "გამარჯობას", როგორც ბიოლოგიურად ჯანსაღ პროდუქტს. ასევე აქვს გამორჩეული გემო და არომატი. საქართველოში ამ სახით პროდუქტი ჯერ ბაზარზე არ ყოფილა. 

© photo: Sputnik / მერი ბლიაძეფელამუში
ფელამუში - Sputnik საქართველო
ფელამუში

- რადენად მარტივი იყო ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება?

— პროდუქტის ბაზარზე განთავსება არ არის რთული პროცესი. ყველაზე რთული არის მისი, როგორც სამომხმარებლო პროდუქტის დამკვიდრება. ფელამუში არის პროდუქტი, რომელიც საკმაოდ იშვიათად თუ უყიდია ვინმეს და მომხმარებელს არ აქვს მისი ყიდვის "ტრადიცია". ჩვენ მცირე ბიუჯეტით და დიდი ენთუზიაზმით ვცდილობთ ქართულ ბაზარზე ფელამუშის, როგორც ტკბილეულის ნაირსახეობის დამკვიდრებას. გვინდა მომხმარებლის გონებაში ფელამუში ასოცირდებოდეს "გამარჯობასთან" და სასიამოვნო ტკბილეულთან, რომლის დაგემოვნებას ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სეზონზე შეძლებს ადამიანი. ალეკოს ძალიან უყვარს ფელამუში და ხშირად უნატრია, რომ სადმე ეყიდა. მას სწორედ "პრობლემის" არსებობამ გაუჩინა იდეა, მარტივად მოეგვარებინა პრობლემა და შევქმენით კონცეფცია, რომელიც ქართული ბაზრისათვის ინოვაციური და უცხოა.

– რით განსხვავდება თათარა და ფელამუში ერთმანეთისგან?

– ფელამუში ქართული ჩაროზია, რომელსაც ყურძნის წვენითა და სიმინდის ფქვილით დასავლეთ საქართველოში ამზადებენ. თათარას კი აღმოსავლეთ საქართველოში ბადაგითა და ხორბლის ფქვილით ხარშავენ.

- ფელამუშთან ერთად ჩირსაც აწარმოებთ?

— ჩირს არ ვაწარმოებთ, ვყიდულობთ რამდენიმე მომწოდებლისგან. ჩვენ მხოლოდ ვამზადებთ და ვყიდით პროდუქტს, ყველა საჭირო ნედლეულს ვყიდულობთ.

© photo: Gamarjoba / FBყურძენი და წვენი
ყურძენი და წვენი - Sputnik საქართველო
ყურძენი და წვენი

- იმის გარდა, რომ ფელამუში გემრიელი და არომატულია, სასარგებლო თვისებებიც გააჩნია?

— ფელამუში დიდი რაოდენობით შეიცავს: გლუკოზასა და ფრუქტოზას, ანტიდეპრესანტია, შეიცავსან ტიოქსიდანტებს, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელია, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, გულის კუნთის მკვებავია, გონებრივი აქტიურობის ხელშემწყობია.

- სამომავლოდ რას გეგმავთ?

— სამომავლოდ ვგეგმავთ "საოჯახო" ვერსიის გამოშვებას, 650 მილილიტრიან ქილაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0