ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ბრენდი და მათი წარმატების საიდუმლო

© HaMa.geფოტოალბომი
ფოტოალბომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ჯიქია ახალგაზრდა მეწარმეა. მეგობრებთან ერთად ხის ხელნაკეთი ნივთების შექმნა დაიწო. თავდაპირველად ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათ მიერ შექმნილი ნივთები დიდ მოწონებას და პოპულარობას დაიმსახურებდა.
© HaMa.geგიორგი ჯიქია
გიორგი ჯიქია - Sputnik საქართველო
გიორგი ჯიქია

— წელიწად ნახევარია რაც ხელნაკეთი ნივთების შექმნით ვარ დაკავებული. მანამდე ვმუშაობდი, მაგრამ ეს იმდენ დროს და ენერგიას მოითხოვდა, ამასთან ერთად სხვა საქმე არ გამოდიოდა. 

- როდის გაგიჩნდა იდეა და სურვილი შეგექმნათ Hama.ge?

— არასოდეს მეხერხებოდა ხატვა, ხელსაქმე. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მსგავს რამეს გავაკეთებდი. ბავშვობაში ყოველთვის ვცდილობდი რამე განსხვავებული გამეკეთებინა, რომელიც შემოსავლის წყაროც იქნებოდა და ადამიანებსაც მოეწონებოდათ. აქამდე რამდენჯერმე ვცადე. ეს ჩემი, დაახლოებით მე–5 სტარტაპია. ყველა დანარჩენი დასრულდა. Hama.ge კი დღემდე წარმატებით ხორციელდება. 

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ქონდა გამოცხადებული ტრეინინგების სამ თვიანი კურსი. გავიარე ეს კურსი. იქ იყო ბოლო დასკვნითი ეტაპი, პროდუქციის შექმნა და მათი გამოყენება. შევიკარით გუნდი, რომლის იდეაც იყო ხელნაკეთი ბლოკნოტების გაკეთება. ბლოკნოტებს ქონდა ხის ყდა და შემდეგ უკეთდებოდა გრავირება. თავიდან რა თქმა უნდა მცირე კონტიგენტს მოიცავდა ჩვენი საქმიანობა, მაგრამ შემდეგ დიდ ბიზნესში გადაიზარდა. ჩვენს ბრენდს დავარქვით Hama.ge. თავიდან თუ მხოლოდ ბლოკნოტებს ვაკეთებდით, შემდეგ დავიწყეთ სხვა ნივთების შექმნაც.

© HaMa.geწიგნი
წიგნი - Sputnik საქართველო
წიგნი

-  ბლოკნოტების გარდა რა ნივთებს ქმნით?

— გვაქვს სანათები, ღვინის ბოთლისთვის სასაჩუქრე ყუთები, ფოტოალბომები, ზარდახშები, საათები, ხის მისალოცი ბარათები, საქორწილო მოსაწვევები, ჭიქის სადგამები და სხვა. გვყავს მხატვარი, რომელიც სურვილის მიხედვით ხატავს ამ ნივთებზე. ჩვენს მიერ გაკეთებული ყველა ფერადი ნივთი არის ხელით მოხატული. 

- ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანს უმზადებთ სასურველი დიზაინის ნივთს?

— დიახ. სწორედ ეს არის ჩვენი უპირატესობა. ნებისმიერი ნივთი იქმნება დაკვეთით, სასურველი ფორმით, ნახატით, გრავირებით, წარწერებით და ა.შ. საწყის ეტაპზე  რასაც ვაკეთებდით ჩვენი გემოვნებით კეთდებოდა. დღეს რაც ჩვენს ფეისბუქ გვერდზე დევს 95% მომხმარებლების გემოვნებით და დაკვეთით შექმნილი ნამუშევრებია. 

© HaMa.geხის ყუთი ღვინის ჭურჭლის შესანახად
ხის ყუთი ღვინის ჭურჭლის შესანახად - Sputnik საქართველო
ხის ყუთი ღვინის ჭურჭლის შესანახად

- გრავირებას ალბათ შესაბამისი ლაზერული მჭრელით აკეთებთ…

— რაც Hama.ge დაარსდა, სამმა მეგობარმა დავიწყეთ თანხების მოძიება. ჩვენი სახსრებით შევიძინეთ ლაზერული მჭრელი. თავიდან გრანტებზე რამდენიმეგან ვცადეთ, მაგრამ უარი მივიღეთ. ამიტომ გრანტებს აღარ დაველოდეთ და ჩვენ თვითონ შევიძინეთ იგი. ახლახანს კიდევ ერთი ახალი აპარატი დავამატეთ. 

- თვენი გუნდის შესახებაც მოგვიყევით. რამდენი ადამიანი ხართ გუნდში და როგორ გაიცანით ერთმანეთი?

— ჩემთან ერთად მუშაობენ ჩემი მეგობრები ზურაბი წიქარიშვილი და გიორგი ოქროპირაშვილი. გვყავს ასევე მხატვარი ანანო ხიზანიშვილი. სანამ ამ საქმიანობას დავიწყებდით, მანამდე ვიყავით დიდი ხნის მეგობრები. უნივერისტეტიდან დაიწყო ეს მეგობრობა, დღეს უკვე ძალიან ახლო და ერთგული მეგობრობა გვაკავშირებს. როცა გუნდი შევკარით, თავიდანვე შევთანხმდით იმაზე, რომ თავდაუზოგავად ვიშრომებდით და შევძლებდით ამ საქმის წარმატებით განხორციელებას. რამდენიმე თვის შემდეგ მივხვდით, რომ ის სამსახურები რაც იმ დროისთვის გვქონდა, ხელს გვიშლიდა სრულფასოვნად გვეკეთებინა ჩვენი წამოწყებული საქმე. ექვსი საათის მერე გამოვდიოდით სამსახურებიდან და ფიზიკურად ვეღარ ვახერხებდით აქ მუშაობას. აღარ გვრჩებოდა საკმარისი დრო მიგვეხედა ჩვენი საქმიანობისთვის. ამიტომ ყველა შევთანხმდით, რომ დაგვეტოვებინა სამსახურები და მთელი ძალით და მონდომებით შევდგომოდით ამ საქმეს. ჩვენი იდეის ჭეშმარიტების ისე გვჯეროდა, რომ ყველაფერს დავანებეთ თავი და მთელი ძალები, ენერგია და დრო აქეთ მივმართეთ. ვფიქრობ შეძლებისდაგვარად გამოგვივიდა. 

© HaMa.geჭიქის სადგამები
ჭიქის სადგამები - Sputnik საქართველო
ჭიქის სადგამები

- როგორ ფიქრობთ, თქვენი მეგობრობა, ერთსულოვნება, შეკრული გუნდი თქვენი წარმატების ერთ–ერთი საწინდარი ხომ არ გახდა?

— რა თქმა უნდა შეკრული გუნდი, ჯანსაღი ურთიერთობები მოქმედებს შემდეგ წარმატებაზე. ხშირ შემთხვევაში სერიოზული დავა გვაქვს ხოლმე საქმის გამო. რა თქმა უნდა „დავა“ კარგი გაგებით. ხშირად ვკამათობთ დიზაინის, ან ახალი პროექტის შექმნის გამო. ეს ხდება განსხვავებული გემოვნების და შეხედულების გამო, თუმცა ბოლოს მაინც ვთანხმდებით იმაზე, რაც ყველას მოსწონს და უკეთესია. საბოლოო ჯამში ვიღებთ არაჩვეულებრივ შედეგს, რომლითაც ჩვენც კმაყოფილები ვართ და დამკვეთიც.

© HaMa.geსანათი
სანათი - Sputnik საქართველო
სანათი

- სახელი Hama.ge ვისი იდეა იყო და რატომ შეარჩიეთ ეს სახელი?

— სახელი ერთობლივადაა მოფიქრებული.  Hand Made-ის პირველი ორი ასოა HaMa, სწორედ ამიტომ დავარქვით ჩვენს ხელნაკეთ ნივთებს ეს სახელი.

- როცა ამ საქმეს იწყებდით წარმოიდგენდით, რომ ასეთი წარმატებული გახდებოდა Hama.ge?

— თავიდან, რომ დავიწყეთ 3–4 თვის განმავლობაში ვერ გადავდგით ის ნაბიჯი, რომ მიგვეტოვებინა სამსახურები და უფრო მეტი დრო დაგვეთმო ამ საქმისთვის. როცა მთლიანად გადავერთეთ ხელნაკეთი ნივთების შექმნაზე და მეტი დრო დავუთმეთ მას, შედეგმაც არ დააყოვნა. ყველანაირი რეკლამის გარეშე იმდენად დიდი მოწონება დავიმსახურეთ, რომ ჩვენ თვითონაც გვიკვირდა. ვფიქრობ ჩვენი იდეა გამართლდა შემოსავლის თვალსაზრისითაც და შემოქმედებითი კუთხითაც. თავიდან, როცა ბლოკნოტების შექმნა დავიწყეთ ვეცადეთ გავსულიყავით დიდ კორპორატიულ შეკვეთებზე, თუმცა იმის გამო, რომ ახალბედები ვიყავით, ცოტა ეჭვის თვალით გვიყურებდნენ. რა თქმა უნდა ამან გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა. თუმცა ნელ–ნელა გადიოდა დრო და მომხმარებელთან ერთად ვქმნიდით ახალ იდეებს, რომელიც ყველას ძალიან მოსწონდა და დადებითად მიიღეს. 

© HaMa.geმოხატული ფოტოალბომი
მოხატული ფოტოალბომი - Sputnik საქართველო
მოხატული ფოტოალბომი

- ახლო მომავალში რა სიახლეებს სთავაზობთ თქვენ მომხმარებლებს?

— ამ თვის ბოლომდე აუცილებლად გაჩნდება ჩვენი საიტი. ჯერჯერობით მხოლოდ ფეისბუქის საშუალებით გვაქვს კომუნიკაცია მომხმარებელთან. დაემატება ხეზე, მინაზე და სხვა ნებისმიერ მასალაზე ფერადად პრინტვის მომსახურება. ასევე ვგეგმავთ მაღაზიის გახსნას, თუმცა ეს მოესწრება თუ არა თვის ბოლომდე ვერ გეტყვით. 

- რას ურჩევთ იმ ახალგაზრდებს, ვინც ეხლა იწყებს პირველი ნაბიჯების გადადგმას? 

პირველ რიგში აუცილებელია გჯეროდეთ საკუთარი თავის, გიყვარდეთ ის საქმე რასაც აკეთებთ და თუ ამას მთელი გულით და სულით მოინდომებთ აუცილებლად მიაღწევთ მიზანს.


ყველა ახალი ამბავი
0