სენაკელმა მოსწავლეებმა ამერიკაში, NASA-ს პროექტში გაიმარჯვეს

გამოწერა
სენაკელმა მოსწავლეებმა ნასას პროექტის ფარგლებში მაღალი და დაბალი ტემპერატურისაგან დამცავი ჯავშნის შექმნით, ერთ კონკურსში პირველი, ხოლო მეორე კონკურსში მესამე ადგილი დაიკავეს. ჯგუფი, რომელიც NASA-ს კოსმოსური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში იღებდა მონაწილეობას, ხუთი მოსწავლისგან შედგებოდა.

მოსწავლეების წარმატების შესახებ „Sputnik საქართველოს“ ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის კოორდინატორი ანა ბერძენაძე ესაუბრა.

— სენაკელმა ბავშვებმა გაიმარჯვეს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში. ეს არის ეროვნული კონკურსი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოში. მას ორგანიზებას უწევს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი „საქართველო“. ფინანსური მხარდამჭერები არიან ამერიკის საელჩო საქართველოში და კომპანია „ჯეოსელი“.  ბავშვებმა გაიმარჯვეს ამ კონკურსში, რის შედეგადაც  პრიზად მიიღეს წასულიყვნენ ნასაში და მონაწილეობა მიეღოთ ერთ კვირიან, კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. პროგრამა დაიწყო 1 მაისს და დამთავრდა 5 მაისს. 

© FB/ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსისენაკელი მოსწავლეები ნასაში
სენაკელი მოსწავლეები ნასაში - Sputnik საქართველო
სენაკელი მოსწავლეები ნასაში

-კონკრეტულად რა პროგრამა იყო და რა აქტივობებში იყვნენ ჩართული ბავშვები?

— ეს იყო ერთ კვირიანი ინტენსიური, დღეში რვა საათიანი სასწავლო პროგრამა. პროგრამა ორ კომპონენტს მოიცავდა. ერთი იყო სასწავლო ნაწილი, ანუ მოსწავლეები იღებდნენ პრაქტიკულ ცოდნას მეცნიერებების და ტექნოლოგიების მიმართულებით. ისინი ასრულებდნენ პრაქტიკულ დავალებებს. ერთი დღის განმავლობაში ბავშვები მთლიანად წყალქვეშა აქტივობებს გადიოდნენ, ისწავლეს აკვალანგით ყვინთვა, და შესაბამისად აკვალანგით ასრულებდნენ წყალ ქვეშ დავალებებს. ჩატარდა ორი შიდა კონკურსი და სწორედ ამ შიდა კონკურსში გაიმარჯვეს ქართველმა ბავშვებმა. ერთ კონკურსში პირველი, ხოლო მეორე კონკურსში მესამე ადგილები დაიკავეს.  ამ პროგრამის მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი, გახლდათ ის, რომ ბავშვებმა დაათვალიერეს ნასას მუზეუმი, სხვადასხვა ტერიტორიები, ღირსშესანიშნაობები და ა.შ.

„ბაქსვუდის“ სკოლის მოსწავლეები - გაეროს მოდელირების კონფერენციის საუკეთესო დელეგაცია აღმოსავლეთ ევროპიდან - Sputnik საქართველო
ქართველი მოსწავლეების უპრეცედენტო გამარჯვება ნიუ-იორკში

-უშუალოდ რა დავალებები შეასრულეს ქართველმა მოსწავლეებმა და  რის გამო მიიღეს მათ საპრიზო ადგილები?

— ამ ბავშვებმა გააკეთეს ჯავშანი, რომელიც უძლებდა ძალიან მაღალ ტემპერატურას, ხოლო  მეორე ჯავშანი უძლებდა ძალიან დაბალ ტემპერატურას. ეს ორივე დავალება დაკავშირებული იყო კოსმოსთან, რადგან კოსმონავტებს უწევთ, რომ მარსზე ძალიან დაბალი ტემპერატურა აიტანონ, ან პირიქით, ძალიან მაღალი ტემპერატურა. ეს დავალება წარმატებით შეასრულეს ჩვენმა ბავშვებმა. მათ ასევე გააკეთეს მინი რაკეტის მაკეტი, თუმცა ეს იყო მაღალი დონის რაკეტა, რომელიც იქვე გაუშვეს და ასაფრენ ბილიკზე გამოსცადეს. მასში ჩამონტაჟებული იყო წამზომი, რომელმაც გაზომა, თუ რამდენი წლით გაფრინდა ეს რაკეტა. შემდეგ გაიხსნა პარაშუტი. ეს რაკეტა ტექნიკურად იყო სრულად გამართული. 

© FB/ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსინასას ერთ-ერთი ლაბორატორია
ნასას ერთ-ერთი ლაბორატორია - Sputnik საქართველო
ნასას ერთ-ერთი ლაბორატორია

-ნასას ტერიტორიაზე რის ნახვის საშუალება მიეცათ ბავშვებს?

— მოსწავლეები ესწრებოდნენ და ათვალიერებდნენ ისეთ ადგილებს, რომლებიც დახურულია ვიზიტორებისთვის. ბავშვებთან ერთად ჩვენც ვიყავით ნასას კოსმონავტების საწვრთნელ ცენტრში. ასევე ვნახეთ ადგილი, სადაც იწყობა ნასას რობოტები და ვნახეთ უშუალოდ ის რობოტები, რომლებიც მარსზე პირველი მისიით უნდა წავიდნენ, მანამ  სანამ ადამიანები გაფრინდებიან. ყველაზე შთამბეჭდავი იყო, ის ფაქტი, რომ ვიყავით საწვრთნელ აუზზე. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი საწვრთნელი აუზი, სადაც კოსმონავტები უწონადობის პირობებში, კოსმოსში გაფრენამდე გადიან წვრთნებს. შევესწარით, ორი კოსმონავტი, ბოლოჯერ როგორ ჩაუშვეს წყალში ექვსი საათით,  სანამ ისინი მისიით გაფრინდებოდნენ კოსმოსში. 

-სამომავლოდ რა პერსპექტივა აქვთ ამ ბავშვებს?

— უპირველეს ყოვლისა, მათ მიიღეს უდიდესი გამოცდილება, შეიძინეს ცოდნა, მოხვდნენ საერთაშორისო გარემოში. საკუთარი თვალით ნახეს ის უახლესი ტექნოლოგიები და ინოვაციები რაც მთელს მსოფლიოში ხდება და რითიც ნასა ამაყობს. ამასთანავე დაამყარეს კონტაქტი, ინსტრუქტორებთან და ტრენერებთან, რომლებთანაც დღემდე აქტიური მიმოწერა აქვთ. რაც შეეხება თავიანთ პროექტს, რომლითაც გაიმარჯვეს საქართველოში — პროექტი, გეოლოგიური საფრთხეები, წარმოადგენს შეტყობინების სისტემას, მეწყერ საშიში ზონებისთვის, რომლის მიზანიცაა, მეწყერის მოახლოების შემთხვევაში, მოსახლეობის ადრე გაფრთხილება და მათი დაშავების, ან სიკვდილიანობის თავიდან არიდება. ამ პროექტის ფარგლებში მათ მიიღეს ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტოს დაფინანსება, ასევე ამ პროექტით დაინტერესდა ნავთობის და გაზის კორპორაცია. ისინი ერთად აპირებენ, რომ შეიქმნას ამ პროექტის მაღალი ხარისხის მაკეტი, რომელიც დამონტაჟდება ნოქალაქევის ტერიტორიაზე და იქ მოხდება მისი პრაქტიკული  გამოცდა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0