თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა — თბილისის მოსწავლეთა დელეგაცია 1-4 თებერვალს ნიუ-იორკში გამართულ გაეროს მოდელირების კონფერენციაზე, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დელეგაციად აღიარეს.
საერთაშორისო არენაზე ქართველი ბავშვების ამ უპრეცედენტო გამარჯვების შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ში სკოლის დირექტორმა და დელეგაციის ხელმძღვანელმა არჩილ სუმბაძემ დაწერა.
გილოცავთ სრულიად დამსახურებულ გამარჯვებას! მართლაც ისტორიულ მოვლენას, რადგან გახდით პირველი ქართველი მოსწავლეები, რომელთაც ეს ტიტული ამხელა მასშტაბზე მოიპოვეს. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს პატივი, ვიყო თქვენი დირექტორი და მასწავლებელი! მომავლისკენ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებებია და ამას ვერაფერი დაუდგება წინ!!! მეამაყებით და მაბედნიერებთ!“, — წერს თავის გვერდზე არჩილ სუმბაძე.
ქართველი ბავშვები თბილისში 8 თებერვალს დაბრუნდებიან.