ხარისძირას ეფექტი წონაში კლებისთვის – პანაცეა თუ შხამი

CC BY 2.0 / Flickr/ Tejvan Pettinger / Helleborusკავკასიური ხარისძირა
კავკასიური ხარისძირა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კავკასიური ხარისძირა დიდი პოპულარობით სარგებლობს წონაში დაკლების მსურველთა შორის. ნაწილი აქებს მას და ამბობს, რომ მცენარე შესანიშნავად ახერხებს ზედმეტი კილოგრამების მოშორებას, თუმცა მეორე ნაწილი მასზე უარყოფითად საუბრობს. ეს, ძირითადად, მასში შხამიანი ნივთიერებების არსებობით არის გამოწვეული.

ხარისძირა (Helleborus) ხარისძირასებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. გვარი აერთიანებს ოცზე მეტ სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში, უმთავრესად, ხმელთაშუაზღვისპირეთში, აღმოსავლეთით მათი არეალი მოდის მცირე აზიამდე. საქართველოში გვხვდება ორი სახეობა: კავკასიური ხარისძირა (H. caucasicus), და აფხაზური ხარისძირა (H. abchasicus).

კავკასიური ხარისძირა იშვიათ სამკურნალო მცენარეთა კატეგორიას განეკუთვნება. მისი ფესვები, რომლებსაც წინასწარ, ბუნებრივად აშრობენ, მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

დიეტა - Sputnik საქართველო
რა უნდა გაითვალისწინოთ ჭარბი წონის დაკლებისას – ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები

ყველაფერთან ერთად კავკასიური ხარისძირა დიდი პოპულარობით სარგებლობს წონაში დაკლების მსურველთა შორის. მათი ნაწილი აქებს მას და ამბობს, რომ მცენარე შესანიშნავად ახერხებს ზედმეტი კილოგრამების მოშორებას, თუმცა მეორე ნაწილი მასზე უარყოფითად საუბრობს. ეს, ძირითადად, მასში შხამიანი ნივთიერებების არსებობით არის გამოწვეული. ამიტომ ხარისძირას მიღებისას აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ მკაცრად უნდა დაიცვათ დოზირება.

ხარისძირას თვისებები ჯერ კიდევ სპარსმა მკურნალმა ავიცენამ აღმოაჩინა. ის თავის ტრაქტატებში აღნიშნავდა მცენარის ისეთ თვისებებს, როგორიცაა სისხლის გაწმენდის უნარი, ნაღვლის გამოდევნა, დაჩირქებული ჭრილობების გაწმენდა. ხარისძირა გამოიყენება არა მხოლოდ გასახდომად, არამედ ართროზის, ართრიტისა და ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ.

CC BY 2.0 / Flickr/ Drew Avery / Lenten Rose {Helleborus orientalis }კავკასიური ხარისძირა
კავკასიური ხარისძირა - Sputnik საქართველო
კავკასიური ხარისძირა

რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ხარისძირას იღებთ:

• ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება

• სეროტონინის (ე.წ. ბედნიერების ჰორმონი) სტიმულაცია ტვინის ქსოვილებში

• საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ნაწლავების მუშაობის გაუმჯობესება

• მსუბუქი შარდმდენი და გამხსნელი ეფექტის წყალობით ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი მარილები, ქვიშა თირკმელებიდან

• დაავადებების წარმომშობი მიკროორგანიზმების დათრგუნვა

• სისხლში შაქრის დონის შემცირება

• არტერიული წნევის ნორმალიზება

• მეტაბოლიზმის დაჩქარება და ცხიმების დაშლა

• სიმსივნეების წარმოქმნის ხელის შეშლა

• იმუნიტეტის გაძლიერება

კაფეში - Sputnik საქართველო
10 ხერხი მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს, მაგრამ ამისთვის ვერ იცლის

მადის დაქვეითებისა და ორგანიზმიდან შლაკების, ტოქსინებისა და ზედმეტი სითხის გამოდევნის წყალობით ადამიანი ნელ-ნელა იკლებს წონაში. ერთი კურსის ჩატარებით შეგიძლიათ დაიკლოთ ზედმეტი 4-12 კგ და თავი აარიდოთ წონის კლების თანმდევ შედეგებს (კანის "ჩამოკიდება", თმის ცვენა და სხვა).

ხარისძირას მოქმედი ნივთიერებები:

• ალკალოიდები — ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ტკივილგამაყუჩებელ ქმედებას ახდენს

• გულის გლიკოზიდები — ნაერთები, რომლებიც ხელს უწყობს ჰიპერტონიის, გულის უკმარისობის, ნერვული სისტემის დაავადებების მკურნალობას

• საპონინები — ასტიმულირებს ჰორმონების სინთეზს და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს

• კუმარინები — აბრკოლებს კიბოს უჯრედების განვითარებას, აჩერებს მეტასტაზის პროცესს

• ფლავონოიდური გლიკოზიდები — ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს

ჰოროსკოპი - Sputnik საქართველო
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

გახდომის მიზნით კავკასიური ხარისძირას გამოყენების წინ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ დაგავიწყდეთ, რომ მცენარე შხამიან ნივთიერებებს შეიცავს და თუ მიღების წესებს არ დაიცავთ, შეიძლება ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოთ.

მიღებისთვის ოპტიმალური დროა დილით უზმოზე, ამიტომ ნაყენი საღამოს მოამზადეთ.

კურსი ექვს თვეს გრძელდება. მთავარი პრინციპია დოზის თანდათანობით მომატება. არავითარ შემთხვევაში არ გაზარდოთ დოზა ადრე. ექვსთვიანი კურსის შემდეგ შეისვენეთ არანაკლებ 30 დღისა და აუცილებლობის შემთხვევაში დაიწყეთ მეორე კურსი. მეორე კურსიც ასევე მინიმალური დოზით უნდა დაიწყოთ და თანდათანობით გაზარდოთ.

CC BY-SA 2.0 / Vandra på Kinnekulle Follow / Julrosor på Vårenკავკასიური ხარისძირა
კავკასიური ხარისძირა - Sputnik საქართველო
კავკასიური ხარისძირა

კავკასიური ხარისძირა მიიღეთ შემდეგი სქემით:

• პირველი 10 დღე — 50-50 მილიგრამი

• მე-11 — მე-20 დღე — 100-100 მილიგრამი

• 21-ე — 30-ე დღე — 150-150 მილიგრამი

• დანარჩენი 5 თვე — 200-200 მილიგრამი.

დოზისთვის გამოიყენეთ სპეციალური კოვზი, რომელიც, როგორც წესი, შეფუთვაშია მოთავსებული. მიღების შემდეგ სასურველია, 2 საათი არაფერი მიიღოთ.

გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ყელის ან ენის შეშუპება, მოწამვლა, ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ხოლო თუ დოზირების დარღვევა ქრონიკულად მოხდება, ამან შეიძლება ლეტალური შედეგიც გამოიწვიოს.

ჰორმონების დონის მოწესრიგებაში სპორტი და დასვენება დაგეხმარებათ - Sputnik საქართველო
„დამნაშავე“ ჰორმონები – რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?

პრეპარატის მიღება კატეგორიულად არ შეიძლება:

• გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს

• ორსულობისას (ასევე მისი დაგეგმვის პერიოდში), ლაქტაციისას

• ღვიძლისა და თირკმელების დაავადებისას

• ნებისმიერი დაავადების გამწვავებისას

• გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებებისას

• 15 წლამდე ბავშვებისთვის

სასარგებლო რჩევები 

• მოუსმინეთ ორგანიზმის რეაქციას. თუ თავს ცუდად იგრძნობთ, შეწყვიტეთ მიღება და სპეციალისტთან კონსულტაცია გაიარეთ

• მიიღეთ ერთსა და იმავე დროს

• არ შეინახოთ პოლიეთილენის პარკში, ჯობს მოათავსოთ მინის ქილაში ან სქელი ქაღალდის შეფუთვაში

აბუსალათინი - Sputnik საქართველო
ორგანიზმის გაწმენდისა და გახდომის მარტივი და ეფექტური მეთოდი

• არ იშიმშილოთ, მაგრამ ბევრსაც ნუ შეჭამთ, დაიცავით ბალანსი. თქვენ რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ვიტამინები და მიკროელემენტები. კუჭის გადატვირთვა პრეპარატის მოქმედებას აქვეითებს

• ივახშმეთ დაძინებამდე მინიმუმ სამი საათით ადრე

• მიიღეთ ჯანსაღი საკვები: ბურღულეული, ცოცხალი ბოსტნეული, ხილი, მწვანილი. ხორცსა და თევზს ნუ შეწვავთ, მოხარშეთ ან ორთქლზე მოამზადეთ

• ხარისძირას გამოყენებისას არ მიიღოთ პრეპარატები, რომლებიც კალციუმს შეიცავს, რადგან ისინი ბალახის ტოქსიკურ ქმედებას აძლიერებს

• არ მიიღოთ დამატებით რაიმე სახის შარდმდენი ან გამხსნელი საშუალებები. ეს თქვენს ორგანიზმზე ძლიერი დატვირთვის პროვოცირებას მოახდენს

• სასურველია, დღეში 1,5-2 ლიტრი სუფთა წყლის (არაგაზირებული) მიღება. ეს ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნას დააჩქარებს და შეამსუბუქებს

• ეცადეთ, მეტი იმოძრაოთ, მაგრამ ვარჯიშებით ძალიანაც ნუ დაიტვირთავთ თავს

• ეცადეთ ნაკლები რაოდენობით მიიღოთ ყავა, ალკოჰოლი და უარი თქვით თამბაქოზე, რადგან ეს გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის დამატებითი დატვირთვაა

• თუ ზედმეტი წონის პრობლემა არ გაქვთ, მაგრამ ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნა გსურთ, პრეპარატი მიიღეთ ნახევარ წელიწადში მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0