10 ხერხი მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს, მაგრამ ამისთვის ვერ იცლის

გამოწერა
ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად ხანდახან ელემენტარულ ჩვევებზე უარის თქმაც შველის.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც საკმაოდ სწრაფად და „გმირული“ ძალისხმევის გარეშე სხეულის სასურველ ფორმაში მოყვანაში დაგეხმარებათ.

გაყინული ბოსტნეული დაკონსერვებულის ნაცვლად

კონსერვირებისას ბოსტნეულს უმატებენ შაქარსა და უსარგებლო კონსერვანტებს, რის გამოც ის თავისი ვიტამინების დიდ ნაწილს კარგავს. გაყინული ბოსტნეული კი ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას და არ შეიცავს ზედმეტ დანამატებს.

CC BY-SA 2.0 / John Nakamura Remy / Cornucopia.ბოსტნეული
ბოსტნეული - Sputnik საქართველო
ბოსტნეული

ცუკატები და ნიგოზი ნამცხვრების ნაცვლად

თუ კანფეტებსა და ნამცხვრებს ხილით, ცუკატებითა და თხილით ჩაანაცვლებთ, ზედმეტ კილოგრამებს დაიკლებთ და თან ისე, რომ ტკბილზე უარს არ იტყვით. რა თქმა უნდა, საუბარი არ არის, რომ ხილი უზომო რაოდენობით მიიღოთ. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.

კურკოვანი ხილი თესლოვანის ნაცვლად

ატამი, ვაშლატამა, ქლიავი ხელს უწყობს გახდომას და სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ზედმეტი წონის დროს სჯობს, უპირატესობა ამ ხილს მივაკუთვნოთ. აქ აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დიეტოლოგები ხილის მიღებას მხოლოდ დღის პირველ ნახევარში გვირჩევენ.

ლიფტზე უარი

თუ ლიფტით მგზავრობაზე უარს იტყვით, ერთ თვეში უკვე შედეგს ნახავთ — სასწორის ისარი ნამდვილად ქვევით ჩამოვა, ხოლო ფეხები და დუნდულები უფრო სრულყოფილ სახეს მიიღებს.

ჰორმონების დონის მოწესრიგებაში სპორტი და დასვენება დაგეხმარებათ - Sputnik საქართველო
„დამნაშავე“ ჰორმონები – რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?

უარი ცხიმიან არაჟანს

სულ არაა რთული, ცხიმიანი მაიონეზი და არაჟანი მაწვნითა და იოგურტით ჩაანაცვლოთ. შედეგად რამდენიმე თვეში 1-2 კილოგრამს დაიკლებთ.

არჩევანი შავი ყავის სასარგებლოდ

თუ კაპუჩინოს ჩვეულებრივი შავი ყავით შეცვლით, ყოველდღიურად რამდენიმე ასეული ზედმეტი კალორიის მიღებას აარიდებთ თავს.

შეხვედრები სპორტდარბაზში

თუ ვარჯიშისთვის დრო არ გრჩებათ, პატარა ეშმაკური ხერხი შეგიძლიათ გამოიყენოთ — დანიშნოთ სამუშაო და მეგობრული შეხვედრები სპორტდარბაზის კაფეში. ამით შესაძლებლობა გაჩნდება, შეხვედრის შემდეგ ნახევარი საათი მაინც ივარჯიშოთ. შეგიძლიათ მეგობრებსა და პარტნიორებს თქვენთან ერთად ვარჯიში და ტრენაჟორზე ვარჯიშისას საკითხების განხილვა შესთავაზოთ.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ secretlondon123 / turkish coffeeთურქული ყავა
თურქული ყავა - Sputnik საქართველო
თურქული ყავა

წაიხემსეთ კაფეში ან რესტორანში წასვლის წინ

ვახშამი რესტორანში 1000 კალორიაზე ნაკლები ნამდვილად არაა. თუ იქ წასვლამდე უცხიმო ბულიონს ან ბოსტნეულის სალათს შეჭამთ, მაშინ ვახშამი 20-30%-ით შემცირდება. ეს კი ნიშნავს, რომ ვახშამზე მთელ პიცას კი არა, მხოლოდ რამდენიმე ნაჭერს შეჭამთ. ეს დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ წელიწადში დაახლოებით 5-7 ზედმეტი კილოგრამის დაგროვებას.

კილოგრამებზე მუდმივი შფოთვა საბოლოოდ ზედმეტ ჭამასა და წონის მატებას იწვევს - Sputnik საქართველო
დიეტა - სტრესი თუ ჭამაზე უარის თქმა

მშველელი არომათერაპია

დიდი ხანია, დამტკიცებულია: სუნი მადაზე მოქმედებს. მაგალითად, ბანანის, მსხლისა და ვაშლის სურნელს მადის დაქვეითება და ტკბილის მოთხოვნილების შემცირება შეუძლია.

მსუბუქი სუპი ძირითადი კერძის ნაცვლად

რამდენიმე კილოგრამი ადვილად გაქრება, თუ არჩევანს ბოსტნეულის ან უცხიმო ხორცის სუპზე შევაჩერებთ და უარს ვიტყვით ძირითად მძიმე კერძზე. პირველი კერძი უფრო კარგად გვაკმაყოფილებს, მაგრამ ნაკლებად კალორიულია.

ყველა ახალი ამბავი
0