„დამნაშავე“ ჰორმონები – რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?

© Flickr/ Take Back Your Health Conferenceჰორმონების დონის მოწესრიგებაში სპორტი და დასვენება დაგეხმარებათ
ჰორმონების დონის მოწესრიგებაში სპორტი და დასვენება დაგეხმარებათ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჭარბი წონა, როგორც წესი, ზედმეტი საკვების მიღებითა და არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვით აიხსნება. თუმცა, ადამიანის ორგანიზმი ბევრად უფრო რთულია.

საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს. რა უშლის ხელს ზედმეტი კილოგრამების დაკლებას და როგორ გამოვასწოროთ ეს?

ჭარბი წონა, როგორც წესი, ზედმეტი საკვების მიღებითა და არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვით აიხსნება. თუმცა, ადამიანის ორგანიზმი ბევრად უფრო რთულია. ხანდახან ამომწურავ პასუხს სისხლის ანალიზი და ექიმთან კონსულტაცია იძლევა. სინამდვილეში რა უშლის ხელს ჭარბი წონის მოშორებას, რა ჰორმონები ახდენენ გავლენას მასზე და როგორ შეიძლება ამ პრობლემასთან გამკლავება?

ადიპონექტინი

ორგანიზმს ცხიმის დაწვის ბრძანებას ეს ჰორმონი აძლევს, მისი ამოცანა ნივთიერებათა ცვლის მართვაა. სამეცნიერო კვლევებმა დაამტკიცა, რომ რაც უფრო მეტია ეს ჰორმონი სისხლში, მით უფრო მალე იკლებთ წონაში. მისი დონე წონის მატებასთან ერთად ბუნებრივად მცირდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ადიპონექტინის გამომუშავებას სტიმული მივცეთ. ამისთვის რეგულარულად უნდა მივიღოთ გოგრის თესლი, ისპანახი და კომბოსტო (სხვათა შორის, როგორც მეცნიერებმა ცდებით დაადასტურეს, ჰორმონ ადიპონექტინს ანტიდეპრესანტების შეცვლაც შეუძლია).

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Lisa Pinehill / Vegetablesთქვენი რაციონი აუცილებლად გაამდიდრეთ ბოსტნეულით
თქვენი რაციონი აუცილებლად გაამდიდრეთ ბოსტნეულით - Sputnik საქართველო
თქვენი რაციონი აუცილებლად გაამდიდრეთ ბოსტნეულით

გრელინი

გრელინს სხვაგვარად შიმშილის ჰორმონსაც უწოდებენ. რაც უფრო მეტია მისი რაოდენობა სისხლში, მით უფრო ძნელია შიმშილის გრძნობის დაოკება. ის ტვინს სიგნალებს უგზავნის და ტკბილისა და ცხიმიანის მიღების სურვილს აჩენს, თანაც ეს ყველაზე არასასურველ დროს — საღამოსა და ღამით ხდება.

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ გრელინის დონეზე უშუალოდ მოქმედებს ძილი: ცოტა გამოუძინებლობაც კი მისი ზრდის პროვოცირებას ახდენს. ამიტომ დღე-ღამეში იძინეთ არანაკლებ 6-8 საათისა და შეამცირეთ ყავა — ეს სასმელი ასევე ხელს უწყობს წონაზე მოქმედი ჰორმონის დონის გაზრდას. მის შესამცირებლად მიიღეთ ცილები, გახადეთ კვერცხი თქვენი რაციონის აქტიურ შემადგენელ ნაწილად.

ლეპტინი

გრელინის საუკეთესო „მეგობარია“ მადაზე პასუხისმგებელი ლეპტინი, ანუ სიმაძღრის ჰორმონი. სისხლში მისი შემცირება ჭამაში ზომიერების შეგრძნებას აქვეითებს. 

ჰორმონის დონის ასამაღლებლად და იმისთვის, რომ წონაში ადვილად დაიკლოთ, წესად გაიხადეთ ომეგა-3-ით, ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი საკვების, ანუ თევზის მიღება.

ინსულინი

თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, დიდია იმის ალბათობა, რომ ეს ინსულინის დისბალანსის შედეგია. ეს სისხლში გლუკოზის დონის ამაღლებით გამოიხატება. ინსულინის დისბალანსი 100%-იანი დიაბეტის ნიშანი არ არის, მაგრამ აჩვენებს, რომ ორგანიზმს შაქრის გადამუშავებაში დახმარება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ცხიმად გადაიქცევა. ამაში დახმარება ვაშლის ძმარს შეუძლია. ჭამის წინ მისი გამოყენება სისხლში შაქრის დონის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებას უწყობს ხელს.

კორტიზოლი

კორტიზოლი — ანუ სტრესის ჰორმონი — სტრესზე საპასუხოდ გამომუშავდება. ეს კარგია ისეთ ვითარებაში, როდესაც საფრთხე გემუქრებათ. მაგრამ გამუდმებით სტრესულ ვითარებაში ყოფნა სერიოზულად აზიანებს არა მარტო ნერვულ სისტემას, არამედ ფიგურასაც ვნებს.

როდესაც სისხლში კორტიზოლის დონე მაღალია, ტკბილისა და ცომეულის დიდი მოთხოვნილება ჩნდება, ეს კი კუნთოვან ტონუსს აქვეითებს. ორგანიზმში კი, რაც უფრო ნაკლებია კუნთები, მით უფრო დაბალია მეტაბოლიზმი. გარდა ამისა, ხანგრძლივი სტრესი დეპრესიას იწვევს, ეს კი გახდომას ხელს ნამდვილად არ უწყობს.

იმისთვის, რომ ამ პრობლემას დააღწიოთ თავი, უნდა შეზღუდოთ ყავის მიღება და ფიზიკურად უნდა დაიტვირთოთ, ყოველდღე თუნდაც ნახევარი საათი სეირნობა კარგ გავლენას მოახდენს თქვენს მდგომარეობაზე და თან ამას სტრესის ჰორმონის დონის მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია.

CC BY 2.0 / Flickr/ sherbonbon / CAKEშიმშილის ჰორმონი ტვინს სიგნალებს უგზავნის და ტკბილისა და ცხიმიანის მიღების სურვილს ჩნდება
შიმშილის ჰორმონი ტვინს სიგნალებს უგზავნის და ტკბილისა და ცხიმიანის მიღების სურვილს ჩნდება - Sputnik საქართველო
შიმშილის ჰორმონი ტვინს სიგნალებს უგზავნის და ტკბილისა და ცხიმიანის მიღების სურვილს ჩნდება

ესტროგენი

ალბათ გვსმენია, რომ ესტროგენი ქალის წონაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს და ეს მართლაც ასეა.

მისი დონის მომატება არა მარტო ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას უწყობს ხელს, არამედ ამცირებს სექსუალურ ლტოლვას, ხელს უწყობს მოხშირებულ შაკიკს, დეპრესიას, მძიმე კრიტიკულ დღეებს, ამან, შესაძლოა, რეპროდუქციული სისტემის მუშაობაც მოშალოს.

ეს „ჭირვეული“ ჰორმონი რომ გააკონტროლოთ, უარი თქვით ფასთ-ფუდზე და სწორად და დაბალანსებულად იკვებეთ, რაციონში აუცილებლად ჩართეთ კომბოსტო, ისპანახი, ციტრუსები, მწვანე ჩაი და ყავისფერი ბრინჯი.

ტესტოსტერონი

თუ მისი დონე ძალზე დაბალია, იმავე სიმპტომებს ვაწყდებით, როგორსაც „ქალის“ ჰორმონის მატებისას — აპათიას, ლიბიდოს დაქვეითებასა და შენელებულ მეტაბოლიზმს.

ჰორმონის დონის დარეგულირებაში დაგეხმარებათ სოიო, ზეთისხილის, სელისა და თალგამურას ზეთი, ავოკადო, სპორტი და სრულფასოვანი დასვენება.

და, ბოლოს, თუ რომელიმე სიმპტომი გეცნოთ, უმჯობესია, ექიმს მიმართოთ და შესაბამისი ანალიზები ჩაიტაროთ. სპეციალისტი დაგეხმარებათ ჰორმონებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, რაც სხვა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დისკომფორტის გარდა, თქვენი წონის დარეგულირებას შეუწყობს ხელს.


ყველა ახალი ამბავი
0