ორგანიზმის გაწმენდისა და გახდომის მარტივი და ეფექტური მეთოდი

გამოწერა
ნაწლავების გაწმენდა აბუსალათინის ზეთის მეშვეობით ერთ-ერთი საშუალებაა, რომელიც ბევრ ადამიანს წონაში დაკლებასა და მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარა. სანამ ამ მეთოდს გამოიყენებთ, ჯობს, ექიმთან კონსულტაცია გაიაროთ.

საკვებთან ერთად ჩვენ ორგანიზმში მავნე ნივთიერებებიც ხვდება: კონსერვანტები, გემოს გამაძლიერებლები, საღებავები. ამასთან, ნაკლებს ვმოძრაობთ, ნაწლავების მუშაობა უარესდება და ორგანიზმში შლაკები გროვდება. გახდომისა და გამოჯანმრთელებისთვის პირველი ნაბიჯი — ნაწლავების გაწმენდაა.

ნაწლავების გაწმენდა აბუსალათინის ზეთით

CC0 / Flickr/ terry lavigne / The Modern Pharmacyაბუსალათინის ზეთი
აბუსალათინის ზეთი - Sputnik საქართველო
აბუსალათინის ზეთი

საჭიროა

•    აბუსალათინის ზეთი

•    ლიმონის ან ფორთოხლის წვენი

მდიდარი შემადგენლობის გამო აბუსალათინის ზეთს ორგანიზმის გამწმენდი ეფექტი აქვს, ასტიმულირებს ლიპიდურ ცვლას და ტოქსინებისგან გაწმენდას უწყობს ხელს. სანამ ამ მეთოდს გამოიყენებთ, ჯობს, ექიმთან კონსულტაცია გაიაროთ.

ნიახური - Sputnik საქართველო
ნიახურის სუპი – ჯადოსნური დიეტა წონის დასაკლებად

გამოყენების წესი

•    საკუთარი წონის ერთ კილოგრამზე 1 გრამი აბუსალათინის ზეთი უნდა აიღოთ, ლიმონის ან ფორთოხლის წვენი კი — აბუსალათინის ზეთზე ორჯერ მეტი (თანაფარდობით 1:2).

•    აურიეთ წვენი და ზეთი და დალიეთ. შეგიძლიათ მიაყოლოთ ერთი ლუკმა ნებისმიერი ხილი. პროცედურის შემდეგ ჭამა და დალევა რეკომენდებული არ არის.

•    თუ ეს საშუალება რაიმე მიზეზით არ გაწყობთ, შეიძლება სცადოთ ამგვარად: ნახევარი კოვზი აბუსალათინის ზეთი მიიღეთ საუზმემდე ერთი საათით ადრე, ერთი კვირის განმავლობაში.

აბუსალათინის ზეთი ნატურალური, უსაფრთხო პროდუქტია. თუმცა, პირველი შედეგის შემდეგ ადამიანებს, რომლებმაც წონაში წარმატებით დაიკლეს, დოზის გაზრდა სურთ, მაგრამ ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ნაწლავების გაწმენდა აბუსალათინის ზეთის მეშვეობით ერთ-ერთი საშუალებაა, რომელიც ბევრ ადამიანს წონაში დაკლებასა და მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარა.

ყველა ახალი ამბავი
0