საახალწლო საჩუქრები: რჩევები

© Sputnik / Levan Avlabreliსაახალწლო საჩუქრები
საახალწლო საჩუქრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მალე ახალი წელია — ყველასათვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული. მას მოაქვს სიხარული, სიცილი, უამრავი საჩუქარი, ახლობელ ადამიანებთან შეხვედრები, და, რაც მთავარია, ახალ წელს რაღაც სიახლისა და სიკეთის იმედი.

დღესასწაულამდე ორი კვირა დარჩა, საჩუქრების არჩევა კი საკმაოდ რთული საქმეა. ბუნებრივია, რაღაც ორიგინალურის და ამავე დროს სასარგებლო და სასიამოვნოს არჩევა გვინდა. ამიტომ საჩუქრების შერჩევა სჯობს აქედანვე დავიწყოთ.

მთავარია გვახსოვდეს — სიყვარულით მიძღვნილი, კარგად მოფიქრებული საჩუქარი თქვენს ახლობელს ნამდვილ საახალწლო სიხარულს მოუტანს. ახალი წელი ყოველთვის ზღაპართან ასოცირდება, ამიტომ ადამიანი რომ გავახაროთ, ის უნდა ვუყიდოთ, რაზეც ისინი ოცნებობენ. ეს საუკეთესო სიურპრიზი გახდება, საახალწლო ღამე, ხომ სურვილების ასრულების იდეალური დროა. რა ვაჩუქოთ 2017 წელს — ცეცხლოვანი მამლის წელს, რომელიც ჰოროსკოპის ყველაზე კაშკაშა და დახვეწილი ნიშანია. სხვადასხვა ასაკისა და სტატუსის ადამიანებისთვის უნივერსალური საჩუქარი გახდება მამლის ფორმის ან ნახატის მქონე სუვენირები.

© Sputnik / Alexander Imedashviliსაახლწლო ნაძვის ხის მოსართავები
საახლწლო ნაძვის ხის მოსართავები - Sputnik საქართველო
საახლწლო ნაძვის ხის მოსართავები

გახსოვდეთ, რომ საახალწლო საჩუქრებში ცეცხლოვანი ფერები უნდა სჭარბობდეს — წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი. ამიტომაც საახალწლო ღამის ყველაზე პოპულარული საჩუქრები გახდება ოქროს სამკაულები, კაშკაშა ბიჟუტერია, სახლისათვის დეკორის ფერადფერადი ელემენტები. 

საჩუქრის შეფუთვის გაფორმებაც სადღესასწაულო ღამის შესაფერისი უნდა იყოს. თუკი საჩუქარი ისეთი კაშკაშა არ არის, როგორსაც ცეცხლოვანი მამლის წელი მოითხოვს, შესაფერისი შეფუთვა შეარჩიეთ. კაშკაშა ნახატები, ორნამენტები და ბაფთები მოზრდილებსაც და ბავშვებსაც მოეწონებათ. ახალი წელი ბავშვებისათვის — ეს პირველ რიგში ნაძვის ხის ქვეშ დადებული ნანატრი საჩუქრებია. პატარებს სჯერათ, რომ ისინი თოვლის ბაბუას მოაქვს, მოზარდებმა კი იციან, რომ ეს მშობლების "ნამოქმედარია". მაგრამ უკლებლივ ყველას სურს ის საჩუქარი მიიღოს, რომელზეც მთელი წელი ოცნებობდა. ბაღის ბავშვებისათვის შემეცნებითი სათამაშოების ყიდვა შეიძლება: პაზლი, თავსატეხები, კონსტრუქტორები, მოზაიკები, და, რა თქმა უნდა, ილუსტრირებული წიგნები.

სადღესასწაულო განათება აღმაშენებლის გამზირზე - Sputnik საქართველო
გახდი საახალწლოდ ჯადოქარი - საქველმოქმედო აქცია თბილისში

პატარა გოგონას ვუყიდოთ თოჯინების სახლი, სტილისტის, გამყიდვლის ან ექიმის სათამაშო ნაკრები. მას ასევე საყვარელი თოჯინებისათვის საწოლი ან ეტლი გაახარებს. სიხარულის მომტანი ასევე საბავშვო ველოსიპედი ან სკუტერი იქნება. 

დიდი რბილი სათამაშო ნებისმიერი ასაკის გოგონას გაახარებს. გოგონას, რომელსაც ოჯახის წევრების დავარცხნა უყვარს, ვუყიდოთ საბავშვო მანეკენი ვარცხნილობებისა და მაკიაჟის გასაკეთებლად. პატარა ქალბატონებს ძალიან უნდათ, რომ ლამაზები იყონ, ამიტომ შეგვიძლია მათ საბავშვო კოსმეტიკის ნაკრები, მოდური ჩანთა ან ორიგინალური ქოლგა ვუყიდოთ.

თოვლის პაპა - Sputnik საქართველო
„გახდი თოვლის პაპა“ - საქართველოში საქველმოქმედო აქცია დაიწყო

მოზარდებს შეგვიძლია ვაჩუქოთ MP3 ფლეერი, ყურსასმენები, ნოუთბუქის ლამაზი და მოხერხებული მაგიდა, ფენი, სუნამო, კოსმეტიკა. გოგონას გაახარებს საიუველირო სამკაული, ბიჟუტერია ან მაჯის საათი. სკოლამდელი ასაკის ბიჭისათვის ვიყიდოთ სათამაშო მანქანა ან მოტოციკლეტი, წყლის თოფი, სათამაშო ავტომატი, ელექტრო რკინიგზა მატარებლით, საყვარელი მულტფილმების გმირების პაზლები, სამაგიდო თამაში, ჭოგრიტი და ასე შემდეგ.

სათამაშოები - Sputnik საქართველო
თბილისში ჯანმრთელობისთვის სახიფათო სათამაშოები აღმოაჩინეს

სკოლის მოსწავლეებს მოეწონებათ რადიომართვადი თვითმფრინავი, შვეულმფრენი, კატარღა ან ავტომობილი, კონსტრუქტორი, ელექტროსაათი, სმარტფონი, ციფრული ფოტოაპარატი, ფოტოპრინტერი ან სათამაშო კონსოლი. ბიჭებს გაეხარდებათ სპორტული ინვენტარი, თუ მათ სპორტი აინტერესებთ. კომპიუტერული თამაშების მოყვარულთ ვუყიდოთ ახალი  კლავიატურა ან მაუსი.

მშობლებს

მშობლებს შეიძლება ერთობლივი და ცალ-ცალკე საახალწლო საჩუქრები ვუყიდოთ. მთავარია, საჩუქარი იყოს სასარგებლო, პრაქტიკული და სამახსოვრო.

საახალწლო მოსართავები - Sputnik საქართველო
თბილისში საქველმოქმედო საახალწლო ბაზრობა გაიმართება

თბილი ხალათი ან პლედი, წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ან საწოლის თეთრეული ყველას გამოადგება. დედას შეიძლება ვუყიდოთ კოსმეტიკა, ჩანთა, სამკაული, სამზარეულოს აქსესუარები ან ჭურჭელი. მამას კი გაახარებს სამუშაო იარაღების ნაკრები, წიგნი, საფულე, თბილი შარფი ან საყვარელი სიმღერების დისკი. საჩუქარი არამარტო სამახსოვროა, ეს შთაბეჭდილებაცაა. მშობლებს თეატრის, ოპერის ან კონცერტის ბილეთებიც შეგვიძლია ვუყიდოთ. კარგი საჩუქარია ძვირფასი სუნამო ან საყვარელი საქმიანობის აბონემენტი. 

ქალს

საყვარელი ქალი საახალწლო ღამეს გავახაროთ რომანტიკული მინი-შვებულებით, სპა სალონის აბონემენტით ან საყვარელი მაღაზიის სასაჩუქრე ბარათით და, რა თქმა უნდა, საიუველირო სამკაულებით. უკანასკნელის არჩევისას ნამდვილად არ წააგებთ — რომელ ქალს არ უყვარს სამკაული? მაგრამ აქ სიფრთხილე გმართებთ. საჩუქრის არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ბეჭდის ჩუქება მხოლოდ საცოლესა და კანონიერი მეუღლისთვის შეიძლება, მეგობარ გოგოსა და საყვარელს კი, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობა არ იგეგმება, ნებისმიერი სხვა სამკაული უნდა აჩუქოთ. 

შეყვარებული ჩიტები - Sputnik საქართველო
ქალის მოხიბვლის უტყუარი ხერხები

კარგი საჩუქარია ასევე კოსმეტიკა, პარფიუმერია, ჩანთა, კოსმეტიკური ჩანთა, გასაღებების ჩასადები, ბარათების ჩასადები, საფულე, ქოლგა, მანიკურის ნაკრები, შარფი და ასე შემდეგ.  არჩევანი დიდია, მაგრამ იცოდეთ, მისი სურვილები და უპირატესობები უნდა გაითვალისწინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი საჩუქარი სათავსოს ზედა თაროზე შემოდებული აღმოჩნდება. საინტერესო არჩევნის გასაკეთებლად  ჯერ დრო არის, მაგრამ არ აჩუქოთ სამზარეულოს ან საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც ყოველდღიურ რუტინას გაახსენებს.

მამაკაცს

 დიდ "ბიჭებს" თოვლის ბაბუის კარგა ხანია აღარ სჯერათ, მაგრამ ამავე დროს საახალწლოდ სასარგებლო და სასიამოვნო საჩუქრის მიღება უნდათ. არჩევანი რომ არ შეგვეშალოს, მამაკაცის გემოვნება უნდა შევისწავლოთ. საყვარელ მამაკაცს, რომელთანაც რომანტიული ურთიერთობა გვაკავშირებს, ისეთი რამ უნდა ვუყიდოთ, რაც ჩვენს შესახებ მუდმივად შეგვახსენებს. ამოცანა შეიძლება გავამარტივოთ და მეუღლეს ან შეყვარებულს ვუყიდოთ მორიგი პერანგი, პულოვერი, ხალათი, საპარსი საშუალება ან შხაპის გელი, მაგრამ სჯობს მოიწადინოთ და რაიმე ორიგინალური მოიფიქროთ.

დაუტოვეთ მამაკაცს პირადი სივრცე - Sputnik საქართველო
რა სჭირდებათ მამაკაცებს...

საყვარელ ადამიანს შეიძლება ვუყიდოთ თეთრეული, წინდები და მაისურები. მაგრამ არა წყვილი, არამედ ამ საჭირო ნივთების წლიური სასაჩუქრე ნაკრები. თვითონ მამაკაცებს ასეთი საჩუქარი ძალიან მოსწონთ. იმისათვის, ვინც კომპიუტერთან ბევრ დროს ატარებს, სასიამოვნო საჩუქარია სპეციალური სათვალეები, რომლებიც მხედველობის შენარჩუნებაში ეხმარება, ან საქმიან სტილში შესრულებული USB ბარათი. თუ მამაკაცი ცხოვრების ნაწილს საჭესთან ატარებს, შესანიშნავი საჩუქარი იქნება ვერცხლის ბრელოკი ან ფუნქციონალური ბრელოკი, რომელსაც საბურავის წნევის გაზომვა ან საკეტის გალღობა შეუძლია. იზრუნეთ მასზე და საჩუქრად უყიდეთ ავტომობილის სავარძლის მასაჟის საზურგე ან ორთოპედიული ბალიში.

ნიშნები

საჩუქრის ყიდვისას არ დაგავიწყდეთ, რომ ზოგიერთ ადამიანს ცრურწმენებისა და ნიშნების სჯერათ და ამიტომ ზოგიერთი საჩუქარი ავისმომასწავებლადაც შეიძლება ჩათვალონ. არსებობს რამდენიმე ნივთი, რომელთა ჩუქება არ შეიძლება, რადგან ისინი ნეგატიური ენერგეტიკის მატარებლები არიან. სახიფათო საჩუქრებს აკუთვნებენ სარკეს, საფულეს, ჭურჭელს, ცხვირსახოცს, მარგალიტებს, წიგნებს, დანებს, მაკრატელს და სხვა წვეტიან ნივთებს. 

წვეტიან საჩუქრებს სახლის ყველა ბინადრისათვის წარუმატებლობა მოაქვს. ცნობილია, რომ წვეტიან საგნებზე უარყოფითი ენერგიის დიდი რაოდენობა გროვდება. ცრურწმენის თანახმად, ცარიელი ჭურჭლის ჩუქება არ შეიძლება — ამას უბარაქობა მოაქვს. მაგრამ თუ მასში რაიმეს ჩავდებთ, მაგალითად მონეტას, ასეთი პრეზენტი პირიქით ბედნიერი აღმოჩნდება. შეყვარებულს საათს ნუ უყიდით. ეს ხანგრძლივი განშორების სიმბოლოა. ძველად სხვა ადგილას გადასვლისას ძველ სახლში საათს იმის ნიშნად ტოვებდნენ, რომ იქ არასდროს დაბრუნდებოდნენ. ცოლ-ქმრისთვის წიგნის ჩუქება არ ღირს. ითვლება, რომ ნაჩუქარ წიგნს ღალატის პროვოცირება შეუძლია.

ხის საათი - Sputnik საქართველო
ეს ნივთები არასოდეს აჩუქოთ საყვარელ ადამაინებს იმიტომ, რომ...

არავის აჩუქოთ და არავისგან არ მიიღოთ საჩუქრად საფულე. ამით ფულის იღბალი შეიძლება დაკარგოთ. მაგრამ თუკი საფულეში ფულს ჩადებთ, ის სიმდიდრეს მოიზიდავს. ცრურწმენებისა და ძველი ლეგენდების თანახმად, მარგალიტი უნუგეშო ქვრივთა და ობოლთა ცრემლების სიმბოლოა. ასეთ საჩუქარს ავადმყოფობის, ცრემლებისა და დანაკარგების გამოწვევა შეუძლია. 

ცრუმორწმუნე ასაკიან ადამიანებს ნუ აჩუქებთ სანთლებს, პირსახოცებს, სახლის ჩუსტებსა და საათს. თუ მათ ნიშნებისა სჯერათ, ასეთ საჩუქარს მომავალ წელს გარდაცვალების მინიშნებად ჩათვლიან. ცხვირსახოცი სადარდებლისა და მწუხარების ნიშანია. საჩუქრის არჩევისას გახსოვდეთ, რომ ის მთელი გულით და სულით უნდა მიუძღვნათ. მხოლოდ მაშინ იქნება ის სიხარულის მომტანი. და არ დაგავიწყდეთ, რომ სახიფათო საჩუქრის ნეგატიური ზეგავლენის თავიდან აცილება შეიძლება, თუ კი მჩუქნელს ხურდის სახით მონეტას დავუბრუნებთ.

მასალა ღია წყაროებზე დაყრდნობით მომზადდა.


ყველა ახალი ამბავი
0