ეს საგნები შეიცავს ნეგატურ ენერგეტიკას, რომელიც მათი ჩუქების შემდეგ თურმე უფრო აქტიურდება.
თავიდანვე გეტყვით, რომ არასასურველი საჩუქრების კატეგორიაში საათი და საფულე შედის.
რატომ საათი? იმიტომ, რომ საათი დროისა და დაბერების სიმბოლოს წარმოადგენს. ეს ეხება ნებისმიერ საათს: ხელის, კედლის, გაფუჭებულ და მუშა მდგომარეობაში არსებულს, ძველსა და ახალს, ელექტრო და მექანიკურს. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი საათი გაჩუქეს? ნაჩუქარი საათი სასწრაფოდ უნდა გამოისყიდოთ, ანუ მათ, ვინც საათი გაჩუქათ, გარკველი სიმბოლური თანხა ან კამფეტი გადასცეთ…
საათის გარდა არც საფულის ჩუქებაა სასურველი, ეს ნივთი მძლავრ ენერგეტიკას ფლობს. ასევე ცუდი ნიშანია, თუკი საფულე ნაკლებად ნაცნობ ადამიანს აჩუქეთ. ამის გამო მას ნაჩუქარი საფულის სარგებლობის მანძილზე ფინანსური გამართლება ზურგს შეაქცევს, ან თქვენი ფინანსური წარმატებები გადავა მასზე. არ მიიღოთ საჩუქრად საფულე შორეულო ნათესავებისგან და არც ისე ახლობელი ადამიანებისგან. გახსოვდეთ, რომ თუკი მაინც გადაწყვეტთ საფულის ჩუქებას, მასში აუცილებლად უნდა ჩადოთ ხურდა ფული.
ბევრ ქვეყანაში ამგვარი არასასურველი საჩუქრების რიცხში ცხვირსახოციც შედის. ითვლება, რომ ნაჩუქარ ცხვირსახოცს ცრემლები და უბედურება მოაქვს. ამიტომ, როგორც წესი ცხვირსახოცის მჩუქებელს გამოსასყიდის სახით ფულის მონეტას აძლევენ.
რაც შეეხება საპონს — აქ არა თუ იმის პრობლემაა, რომ საჩუქრის ადრესატმა ეს შესაძლოა გარკვეულ წილად მის ჰიგიენაზე არაკორექტულ მინიშნებად მიიღოს…
ბევრ ქვეყანაში ითვლება, რომ ნაჩუქარი საპონი უმიზეზო ჩხუბს და სირთულეებს იწვევს ახლობელ ადამიანებთან, მათ შორის საჩუქრის ავტორთანაც. გამოსავალი აქაც იგივეა — ხურდა ფულით გამოისყიდეთ საჩუქარი.
არასასურველ საჩუქართა სიაში მოხვდა დანები, მაკრატლები და ნებისმიერი მჭრელი საგნები, სარკე, სავარცხელი, პირსახოცი და ჰიგიენური კოსმეტიკა.