თბილისში ჯანმრთელობისთვის სახიფათო სათამაშოები აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Борис Бабанов / გადასვლა მედიაბანკშისათამაშოები
სათამაშოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მაღაზიებში აღმოაჩინეს სათამაშოები, რომლებიც სამშენებლო მასალების წარმოებაში გამოსაყენებელ ნივთიერებებს შეიცავს და უნაყოფობას იწვევს.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ათიდან ცხრა სათამაშო, რომლებიც თბილისის ცნობილ მაღაზიებში იყიდება, ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერება დი-2-ეთილჰექსილფტალატს (DEHP) შეიცავს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ კვლევის ავტორმა ლია თოდუამ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ პროექტ „მომხმარებელი.ge“-ს წარმოადგენს.

ბავშვთა ქორწილი - Sputnik საქართველო
მასობრივი ქორწილის ინსცენირება – სკანდალი თბილისის საბავშვო ბაღში

აღნიშნული ნივთიერება გამოიყენება არა მხოლოდ ბავშვის სათამაშოებში, არამედ ავტომობილების სავარძლების პირებში, სამშენებლო მასალებსა და ბევრ სხვა სამომხმარებლო საქონელში. DEHP-ი აზიანებს ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, არღვევს რა საკვერცხეების ზრდასა და ფუნქციას, იწვევს უნაყოფობას და უარყოფითად მოქმედებს თირკმელებზე.

ლია თოდუას თქმით, კვლევა გერმანიის აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩატარდა. დღეისათვის საქართველოში არ არსებობს ისეთი უწყება, რომელიც სათამაშოების მაღაზიებს შეამოწმებს და დახლებიდან მავნე პროდუქციას აიღებს.

„ევროკავშირს აქვს სწრაფი შეტყობინების სისტემა სახიფათო ნივთიერების შემცველი ნივთიერების აღმოჩენის შემთხვევებისთვის. როდესაც ვნახეთ, რა პროდუქციას იღებდნენ ისინი გაყიდვიდან ყველაზე ხშირად, აღმოჩნდა, რომ ეს თოჯინები იყო. გაგვიჩნდა ეჭვი, რომ თუ იქ იყო ასეთი შემთხვევები, მაშინ საქართველოშიც შეიძლებოდა მომხდარიყო მსგავსი. ამიტომ კვლევის ჩატარება გადავწყვიტეთ“, — განაცხადა თოდუამ.

მისი თქმით, ერთი სათამაშოს სრული შემოწმება 2 ათასი ევრო ღირს. ორგანიზაციას კი ასეთი შესაძლებლობები არ გააჩნია, ამიტომ შემოწმება მხოლოდ იმ ორი პარამეტრით ჩატარდა, რომლებიც ყველაზე ხშირად ირღვევა.

თბილისური შემოდგომა - Sputnik საქართველო
სად შეიძლება გაერთოთ თბილისში ბავშვებთან ერთად

„მივიღეთ მართლაც რომ შოკისმომგვრელი შედეგები, ვინაიდან პრაქტიკულად ყველა სათამაშო შეიცავდა სახიფათო ნივთიერებას. ჩვენ ყველაზე ხელმისაწვდომი და ყველაზე გაყიდვადი სათამაშოები შევიძინეთ, რომელთა ფასი 3-დან 15 დოლარამდეა“, — აღნიშნა ლია თოდუამ.

არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტს, მთავრობასა და ცალკე ეკონომიკის სამინისტროს უკვე გადაუგზავნა მიღებული შედეგებიცა და რეკომენდაციებიც. სპეციალისტები მოითხოვენ, დაუყოვნებლივ შეიქმნას ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც მაღაზიებში გასაყიდ საქონელს შეამოწმებს.

თოდუას სიტყვებით, ზემოთქმულის გარდა აუცილებელია, რომ ქართულ კანონმდებლობაში შეძლებისდაგვარად სწრაფად გადმოიღონ სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ევროპული დირექტივა.

იმისათვის, რომ ბავშვებისთვის სახიფათო პროდუქციის გავრცელების რეალური მასშტაბები დაადგინოს, არასამთავრობო ორგანიზაცია ქვეყნის სხვა მაღაზიებშიც აპირებს სათამაშოების შესწავლას.

„არა მგონია, რომ თავად მეწარმეებს სურდეთ ბავშვის ჯანმრთელობის დამანგრეველი პროდუქციის გაყიდვა. ისინი მოტყუვდნენ, ვინაიდან ყველა სათამაშოს ჰქონდა ნიშანი „С“, რაც იმას ნიშნავს, რომ სათამაშო ევროპულ ნორმებს შეესაბამება. თუმცა ლაბორატორიულმა კვლევებმა საპირისპირო დაამტკიცა“, — ამბობს „მომხმარებელი.ge“-ს წარმომადგენელი.

ლია თოდუა მშობლებს ურჩევს, მანამ, სანამ საქართველოში პროდუქციის მონიტორინგისთვის შესაბამისი ორგანო არ შეიქმნება, არ შეიძინონ ბავშვებისთვის რბილი სათამაშოები. სჯობს იყიდონ მაგარი პლასტმასისგან დამზადებული პროდუქცია, ვინაიდან ის ნაკლებად სახიფათოა. 

მაღაზიების უმრავლესობის მფლობელები თავს იკავებენ კომენტარისგან, თუმცა ზოგი მათგანი აღნიშნავს, რომ მათ მიერ შემოტანილი ყველა სათამაშო ეკოლოგიურად სუფთაა, ხოლო აღნიშნული კვლევა წინასაახალწლოდ მოწყობილი „შავი პიარია“.

ყველა ახალი ამბავი
0