მასობრივი ქორწილის ინსცენირება – სკანდალი თბილისის საბავშვო ბაღში

© AFP 2024 / OLAF KRAAKბავშვთა ქორწილი
ბავშვთა ქორწილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
56-ე საბავშვო ბაღის აღმზრდელმა საყვედური მიიღო იმპროვიზებული მასობრივი ქორწილის ორგანიზებისთვის შესაბამისი სამოსითა და ბეჭდებით.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. თბილისის 56-ე საბავშვო ბაღში იმპროვიზებულმა მასობრივმა ქორწილმა სოციალური ქსელების მომხმარებელთა და საქართველოს სახალხო დამცველის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელმაც შესაბამისი უწყების მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირება მოითხოვა.

ვიდეო, რომელშიც 4-5 წლის ბავშვები მასობრივი ქორწილის ინსცენირებაში მონაწილეობენ, ტელეარხმა PALITRATV-მ გაავრცელა. კადრებში ბიჭები კოსტიუმებში, ხოლო კაბებსა და ფატებში გამოწყობილი გოგონები ერთმანეთში ბეჭდებს ცვლიან, შემდეგ კოცნიან ერთმანეთს და საქორწინო ცეკვას ასრულებენ.

ბავშვები - Sputnik საქართველო
UNICEF: საქართველოში ბავშვების 38% ბავშვთა ბაღებში არ დადიან

მოგვიანებით ვიდეო საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელის ნათესავის კომენტარით Facebook-ში გამოჩნდა. ნანახით აღშფოთებულმა სოციალური ქსელის მომხმარებელმა ამას სიმახინჯე, მარაზმი და სადიზმი უწოდა.

„აღმზრდელობითი პროცესის ამგვარად წარმართვა ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და მავნე ზეგავლენას ახდენს მისი ცნობიერების ფორმირებაზე… საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს, დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს თბილისის 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ღონისძიებაზე“, — აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველი საბავშვო ბაღებს მოუწოდებს, იხელმძღვანელონ სკოლამდელი განათლების სტანდარტებით, რათა აღმზრდელობითი პროცესი ბავშვის ასაკთან და განვითარებასთან შესაბამისობაში წარიმართოს.

ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ აღმზრდელს საყვედურს გამოუცხადებენ.

ბავშვები გამოფენაზე - Sputnik საქართველო
თბილისის ბავშვთა ბაღების აღსაზრდელებს გარემოზე ზრუნვას შეასწავლიან

„საბავშვო ბაღები სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამით ხელმძღვანელობენ, რომელიც 2012 წელს გამოიცა და ილიას უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრმა შეიმუშავა. პროგრამაში გაწერილია აქტივობები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის“, — აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში, რომელსაც PALITRATV ავრცელებს.

იქვე აღნიშნულია, რომ პროგრამაში შედის „ქორწილი“.

„მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო პირდაპირ ითვალისწინებს 4-წლიან ასაკობრივ ჯგუფებში თემა — ქორწილის გავლას. ეს არის აქტივობების კრებული, რომელიც აძლევს ბავშვებს ცოდნას ტრადიციული ქორწილის თაობაზე — ამ დროს პატარები ისმენენ მენდელსონის მარშს, ათვალიერებენ ქორწილის სურათებს, თავად ქმნიან ქაღალდებისგან საქორწინო კაბებს, თაიგულებს, მოსართავებს. ის, რაც მოხდა 56-ე ბაღში, ცოტა გადამეტებული იყო. მასწავლებელმა გაითვალისწინა ბავშვების სურვილი, რომ შეესრულებინათ სიძე-პატარძლის როლი, მაგრამ სააგენტო ამას არ ეთანხმება და აღმზრდელი საყვედურს მიიღებს“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0