თბილისის ბავშვთა ბაღების აღსაზრდელებს გარემოზე ზრუნვას შეასწავლიან

© photo: Sputnik / Denis Aslanovბავშვები გამოფენაზე
ბავშვები გამოფენაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომავალი სასწავლო წლიდან ბავშვებს ადრეული ასაკიდან შეისწავლიან ბუნების დაცვას.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. სექტემბრიდან თბილისის ბავშვთა ბაღების აღსაზრდელებს გარემოზე ზრუნვას შეასწავლიან.

საქართველოს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სასწავლო სახელმძღვანელო შეიმუშავა, რომლის დახმარებითაც პატარებს წყლის რესურსების, ენერგორესურსებისა და ბუნების  დაცვას ასწავლიან.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ფართო საგანმანათლებლო პროცესს ვახორციელებთ… მაგრამ ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს თაობა შეძლებს გარდამტეხი როლი შეასრულოს ბუნების დაცვის საკითხში“, — განაცხადა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ.

საქართველო ირჩევს სისუფთავეს
საქართველო ირჩევს სისუფთავეს - Sputnik საქართველო
საქართველო ირჩევს სისუფთავეს

აღმზრდელთა დამხმარე სახელმძღვანელო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებისა და აღმზრდელების კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდა.

აღნიშნული პროექტი საპილოტეა.  პირველ ეტაპზე 16 ბაგა-ბაღების აღმზრდელებს ტრენინგი ჩაუტარდათ, თუ როგორ მოხდეს გარემოსდაცვითი კომპონენტების დანერგვა სკოლამდელ განათლებაში.

სექტემბრიდან კი ყველა ბაგა-ბაღს ექნება დამხმარე სახელმძღვანელოს გამოყენების საშუალება.

ყველა ახალი ამბავი
0