„გახდი თოვლის პაპა“ - საქართველოში საქველმოქმედო აქცია დაიწყო

© photo: Sputnik / Pavel Lisicin / გადასვლა მედიაბანკშითოვლის პაპა
თოვლის პაპა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფონდი „საქართველოს საქმიანი ქალები - ქველმოქმედებისთვის“ სოციალურად დაუცველი ბავშვების მიერ თოვლის პაპისთვის გაგზავნილ წერილებს აქვეყნებს. ბავშვებისთვის საჩუქრების გაკეთება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში დაიწყო ტრადიციული საქველმოქმედო აქცია „გახდი თოვლის პაპა ერთი ბავშვისთვის“, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ბავშვისთვის სურვილების ასრულება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოსახლეობა საახალწლო ნაძვის ხის მორთვას თავად შეძლებს

წინასაახალწლო აქციის ჩატარების იდეა ეკუთვნის ფონდს „საქართველოს საქმიანი ქალები — ქველმოქმედებისთვის“. საქველმოქმედო აქციის არსი შემდეგია: ბავშვები წერენ წერილს თოვლის პაპას, ფონდის წარმომადგენლები წერილებს აქვეყნებენ “ფეისბუქში“ და პოულობენ ადამიანებს, ვისაც დახმარება შეუძლია. ყველა მსურველს შეუძლია, შეძლებისდაგვარად, ერთი ან რამდენიმე ბავშვის სურვილის ასრულება.

„მოგესალმებით მეგობრებო, მეგობრის მეგობრებო, ვისთანაც ჩემი პოსტი მიაღწევს. წინ ცივი ზამთარი გველოდება ბევრი სირთულით, მაგრამ სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის ის კიდევ უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ჩვენთვის, ამიტომ ისევ მოგმართავთ ყველა კეთილ ადამიანს — გახდით ერთი ბავშვის თოვლის პაპა“, — წერს პროექტის ერთ-ერთი ავტორი, დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი.

ეს აქცია პირველად 2012 წელს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე თამთა დემურიშვილის ინიციატივით გაიმართა. სამი წლის წინ თოვლის პაპას წერილები გაუგზავნეს ბავშვებმა, რომლებიც იქ მკურნალობდნენ. შემდეგ წელს აქციას შეუერთდნენ ლეიკემიითა და კიბოს სხვა ფორმებით დაავადებული ბავშვები, რომლებიც რეაბილიტაციის კურსს ბერი ანდრიას სახელობის ფონდში გადიოდნენ. 

საახალწლო მოსართავები - Sputnik საქართველო
თბილისში საქველმოქმედო საახალწლო ბაზრობა გაიმართება

2014 წელს თოვლის პაპამ სურვილები შეუსრულა სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს, ასევე ბავშვებს, რომელთაც დედები მკერდის კიბოთი არიან დაავადებული ან გარდაცვლილი.

გასულ წელს პროექტი ნაკლებად მასშტაბური იყო და დაახლოებით 400 ბავშვს აუხდა სურვილი, მათ შორის — სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს.

წელს პროექტში პატარა ცვლილება შეიტანეს — თოვლის პაპამ, რომელიც წერილს შეარჩევს, საჩუქარი ბავშვს თავად უნდა გადასცეს. ადრე ამას ფონდის წარმომადგენლები აკეთებდნენ.

„ასე უფრო ადვილი იქნება ჩვენთვის წელს ამ პროექტის განხორციელება, რადგან ჩემი სალონი, სადაც ზამთარში დროებითი ლაპლანდია იყო განთავსებული და გროვდებოდა საჩუქრები, აღმოჩნდა პატარა იმ სიკეთისთვის, რაც ხალხმა გასცა სხვისი შვილების დასახმარებლად“, — აღნიშნა მაღალაშვილმა.

მაღალაშვილმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე უკვე დაიწყო ბავშვების წერილების გამოქვეყნება, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან ახალი წლის დადგომასა და სურვილების ასრულებას.

ყველა ახალი ამბავი
0