1. ქალისთვის კარის გაღება
თუ მამაკაცი დროს ხარჯავს იმაზე, რომ ავტომობილიდან პირველი გადმოვიდეს და ქალს კარი გაუღოს, ეს მხოლოდ მის მზრუნველ ხასიათზე და კარგ აღზრდაზე მეტყველებს. მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქალმა კომფორტულად და დაცულად იგრძნოს თავი. ამ თვისებას ყველა ქალი სათანადოდ აფასებს.
2. ბოლო ლუკმის დატოვება
რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ყველასთვის ცნობილია, გზა მამაკაცისკენ კუჭზე გადის. თუ მამაკაცი ბოლო ლუკმას ქალს უტოვებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის ქალზე გულწრფელად ზრუნავს და უყვარს ის. ეს ნამდვილად ბევრს ნიშნავს.
3. ოჯახთან დიდხანს ყოფნა
თუ მამაკაცს გულწრფელად აინტერესებს თქვენი ბავშვობის ფოტოები, სასაცილო ისტორიები თქვენი და-ძმის შესახებ, ასევე, სიამოვნებით ატარებს დროს თქვენს მშობლებთან და არ გარბის მეგობრებთან ერთად, მაგალითად, ფეხბურთზე, დარწმუნებული იყავით: თქვენ „ის ერთადერთი“ ნამდვილად იპოვეთ. თქვენი ოჯახის მიმართ სულ უმნიშვნელო ყურადღებაც კი ამტკიცებს, რომ თქვენს რჩეულს ნამდვილად უყვარხართ და გაფასებთ.
4. მეგობრებთან თქვენი წარდგენა
ნამდვილმა ჯენტლმენმა ზუსტად იცის: თუ თავის თანამგზავრ ქალს არ წარუდგენს შემთხვევით შეხვედრილ ნაცნობს, გოგონა თავს სრულებით უსარგებლოდ იგრძნობს. ყურადღებიანი მამაკაცი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს მსგავს ვითარებას, რადგან თავისი ქალის კომფორტზე ზრუნავს.
5. საჩუქარი „უმიზეზოდ“
თანამედროვე რაინდს არანაირი განსაკუთრებული საბაბი არ სჭირდება იმისთვის, რომ ქალს ყვავილები ან რაიმე აჩუქოს. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც მამაკაცი ვიტრინაში ლამაზ თაიგულს შეამჩნევს და მაშინვე გაიხსენებს თავის შეყვარებულს, ან დედას, ან მეგობარს და იყიდის, რადგან თავისთვის ძვირფასი ადამიანის სახეზე ღიმილი დაინახოს.
7. დაიცვას იგი
თითქოსდა უმნიშვნელო, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანია — მამაკაცმა, ერთად სეირნობისას, ტროტუარის ღია მხარე უნდა შეარჩიოს. ამით ის თავის თანამგზავრს სავალ ნაწილზე გაუთვალისწინებელი სიტუაციებისგან და მისი შესაძლო შედეგებისგან იცავს.
7. ამბორი შუბლზე
თუ მამაკაცი თავის გრძნობებს შუბლზე ნაზი ამბორით გამოხატავს, დარწმუნებული იყავი — ის ძლიერ არის ქალზე მიჯაჭვული. ქალს კი სიყვარულისა და მზრუნველობის შეგრძნება უზომოდ სიამოვნებს.
8. ქალის ავტომობილის საწვავით შევსება
ეს სასიამოვნო სიურპრიზი ასევე ახასიათებს მამაკაცს, როგორც ნამდვილ ჯენტლმენს, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს. ამით მამაკაცი კიდევ ერთხელ ცდილობს, აჩვენოს ქალს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მისთვის საყვარელ ქალზე ზრუნვა და ამისთვის სამაგიეროს არ ელოდება.
9. დაეხმაროს ქალს ზედა სამოსის ჩაცმაში
რა თქმა უნდა, ქალს თავადაც შეუძლია ქურქის ან პალტოს ჩაცმა, მაგრამ საქმე ეს ხომ არაა. კარგად აღზრდილი მამაკაცი ყოველთვის შესთავაზებს ქალს ზედა სამოსის ჩაცმას ან თუ სიცივეა, საკუთარს მოახურავს.