თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქველმოქმედო საახალწლო აქცია სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის თბილისში 17 დეკემბერს გაიმართება.
ამჯერად კახეთის ერთ-ერთი სოფლის — გრემის სოციალურად დაუცველი 50 ოჯახისა და მრავალშვილიანი ოჯახების (დაახლოებით 30 ბავშვი და მოზრდილი) დახმარება იგეგმება ფონდ „Life for Kindness Foundation“-ის პატრონაჟით.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მათთვის საახალწლოდ „ჯადოქარი“ გახდეს.
„ისინი, ძირითადად, ზამთრის პერიოდის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მოხარული იქნებიან უფროსებისა და ბავშვებისთვის (5 ბიჭი 1-დან 10 წლამდე და 3 გოგონა 3-დან 8 წლამდე), და განსაკუთრებით საჭიროა მამაკაცის ტანსაცმელი (მხოლოდ სუფთა და კარგ მდგომარეობაში)“, — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
აქტუალური იქნება ამ შემთხვევაში ერთსაწოლიანი თეთრეულის კომპლექტი, პროდუქტები, რომლებიც მალე არ ფუჭდება (ბრინჯი, წიწიბურა, კონსერვები, მაკარონი, შაქარი და სხვა), ასევე ტკბილეული და ხილი საახალწლო დღესასწაულისთვის.
ორგანიზატორების თქმით, მსურველებს გაჭირვებულთა დახმარება შეუძლიათ თანხით. გარდა ამისა, ორგანიზატორები მოხარული იქნებიან, თუ მათ, ნივთების გადარჩევასა და შეფუთვაში, მოხალისეები დაეხმარებიან.
ნივთებისა და პროდუქტების შეგროვება 17 დეკემბერს, 15:00-დან 18:00 საათამდე თბილისში, ანდრია აფაქიძის 11 ნომერში, სასტუმრო Best Western Art Hotel Tbilisi-ში გაიმართება.