ზაფხულის გამწვავებული აგრესია: ქალი საფრთხეშია

© Flickr / Dave Crosbyდანა
დანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მკვლელობათა ახალი ტალღამ და ძალადობამ ქალებზე შეაშფოთა საზოგადოება. უფლებათა დამცველები განგაშის ზარებს რეკენ.

გასული კვირის ბოლოს სამი შვილის დედა მოკლეს შვილებთან ერთად. რამდენიმე დღის შემდეგ ქმარმა ცოლს ყურები დააჭრა და მოკლა მამაკაცი, რომელმაც ის დაიცვა. კიდევ ერთი დღის შემდეგ, ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლს ყელი გამოსჭრა. იმავე დღის ბოლოს 70 წლის ქალი გაძარცვეს. 

მას მერე, რაც 2014 წელს ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე 19 ქალი მოკლეს საქართველოს ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონმდებლობა — ოჯახური ძალადობა სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად შევიდა. 

სუსტი სქესის მიმართ განხორციელებული ძალადობის აღმოსაფხვრელად საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა. 

აქცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
ქალთა დამცველები თბილისში მიტინგების პერმანენტულად გამართვას აპირებენ

სისხლიანი კვირა

11 ივლისს ცნობილი გახდა სოფელ ვაჩიანში 4 ადამიანის მკვლელობის შესახებ — დედის, მისი ორი ქალიშვილისა და მცირეწლოვანი ვაჟის. დაღუპულთა ცხედრები თანასოფლელებმა აღმოაჩინეს. მედია იტყობინებოდა, რომ ინციდენტი სამი დღით ადრე მოხდა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბოროტმოქმედი სახლში იმ ფულის მოსაპარად შეიპარა, რომელიც ხაბაროვსკში მომუშავე ოჯახის უფროსმა ცოლ-შვილს გამოუგზავნა. 

ეჭვმიტანილი ფანჯრიდან შეიპარა და დედამ და მისმა ქალიშვილებმა, რომელთაც ხმაურზე გაიღვიძეს, მისი შეჩერება სცადეს. ბოროტმოქმედმა მათ სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა. შედეგად, წარმოქმნილი კვამლისგან გაიგუდა 5 წლის ბიჭი, რომელსაც ამ დროს ეძინა. 

თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. 

12 ივლისს მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ქმარმა ცოლს ყურები მოაჭრა, ხოლო მამაკაცი, რომელიც მას გამოესარჩლა — მოკლა. მოგვიანებით ცნობილი გახდა საქმის დეტალებიც — ის რომ ქმარი მუდმივად სცემდა ცოლს და სახლიდან გარეთ გასვლას უკრძალავდა. 

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა მამაკაცი თავის ნაცნობთან ერთად სახლში ალკოჰოლს სვამდა. ცოლ-ქმარი შელაპარაკდნენ, მამაკაცი ეცა ცოლს დანით და ყურები დააჭრა. სტუმარი შეეცადა დაეცვა ქალი, მაგრამ ქმარმა მას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ქალი გადარჩა და ჰოსპიტალიზებულია. 

13 ივლისს გამთენიისას მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე ყელი გამოსჭრა 20 წლის ცოლს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინციდენტი თბილისის გარეუბანში ფონიჭალაში მოხდა. 

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. მან უკვე აღიარა დანაშაული. 

სანაპირო - Sputnik საქართველო
ქართველ მამაკაცებს მზრუნველობას ასწავლიან

მეუღლეებს შორის კონფლიქტი მანამდეც ხდებოდა. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე იგი პოლიციაში გამოიძახეს, გააფრთხილეს ოჯახური ძალადობის შედეგებზე და ხელწერილით გაუშვეს. 

13 ივლისს ღამე 70 წლის ქალი მოკლეს თბილისში. სავარაუდოდ იგი პოლიეთილენის პარკით მოგუდეს თავის ბინაში. წინასწარი მონაცემებით მკვლელობის მოტივი ქურდობა გახდა. 

საზოგადოება ითხოვს

მოძრაობამ „ქალთა უფლებები“ საქართველოს შს სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია გამართა. მისმა მონაწილეებმა მოუწოდეს პოლიციას მკაცრი რეაგირება მოახდინოს ქალებზე ძალადობის შემთხვევებზე. 

თბილისი - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგი: დამოკიდებულება ოჯახური ძალადობის მიმართ იცვლება

„ჩვენს ქვეყანაში ფემიციდი ყვავის. ხოლო ის ღონისძიებები, რომელთაც შსს ატარებს აშკარად არასაკმარისია. საჭიროა ფუნდამენტური რეფორმები. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გააცნობიეროს რამდენად საშინელი დანაშაულია ეს და უფრო მკაცრად დასაჯოს“, — თქვა მოძრაობა „ქალთა უფლებებისათვის“ წარმომადგენელმა ბაია პატარაიამ. 

მან არაეფექტური უწოდა ხელწერილების პრაქტიკას ოჯახური ძალადობის შემთხვევაში. ასეთი პრაქტიკის არაეფექტურობაზე მანამდე სახალხო დამცველიც საუბრობდა. 

ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ აქციები საქართველოში მანამდეც არა ერთხელ ჩატარებულა. მისი ორგანიზატორები კრეატიულობითაც გამოირჩნენ — ერთ-ერთ აქციაზე ქვაბებითა და ციცხვებით მივიდნენ. 

ხელისუფლება ფხიზლადაა

საქართველოს შსს-მ უკვე შეიმუშავა ახალი პროექტი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნეს. 

პროექტი მიმართულია საზოგადოების ინფორმირებულობაზე, თუ რას ნიშნავს  ოჯახური ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებულ მუშაობაზე. 

პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა ნაადრევი ქორწინებების პრევენცია. 

გოგონა მობილურით - Sputnik საქართველო
საქართველოში ქალთა მკვლელობის ძირითად მიზეზად ოჯახური ძალადობა აღარ სახელდება

ამავე დროს მაისში, პარლამენტში ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებას გულისხმობდა 108'-ე  მუხლში (ქალის მკვლელობა გენდერული ნიშნით). ცვლილებები „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებმა თამარ კორძაიამ და თამარ ხიდაშელმა შეიმუშავეს. 

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტს არ ეყო გამბედაობა გაეცნობიერებინა რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა. პარლამენტმა საზოგადოებასთან იმის აღიარებაც კი ვერ შეძლო, რომ ასეთი პრობლემა არსებობს“, — თქვა ხიდაშელმა. 

მან აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოება არ დანებდება და და იბრძოლებს ფემიციდზე ცვლილებების შესატანად. 

შს სამინისტროს პროექტის პრეზენტაცია - Sputnik საქართველო
საქართველოს შს სამინისტრომ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ პროექტი შეიმუშავა

სტატისტიკა

2014 წელს საქართველოში 35 ქალი მოკლეს, მათგან 19 ოჯახური ძალადობის ნიადაგზე. ერთი წლის შემდეგ, პროკურატურის მონაცემებით ეს რიცხვი ორჯერ შემცირდა. 2015 წელს 18 ქალი მოკლეს, რომელთაგან 8 — ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. 

2014 წელს პოლიციამ ოჯახური ძალადობის 591 შემთხვევა დააფიქსირა, ხოლო 2015 წელს 901. 

2016 წელს ქალთა მკვლელობის სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა, რაც შეეხება ოჯახურ ძალადობას, წლის დასაწყისიდან ასეთი 594 შემთხვევა დაფიქსირდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0