ქალთა დამცველები თბილისში მიტინგების პერმანენტულად გამართვას აპირებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliაქცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ
აქცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირის განმავლობაში საქართველოში მომხდარმა ქალთა მკვლელობებმა ქალთა უფლებების დამცველები ქუჩაში გამოიყვანა.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ქალთა უფლებების დაცვისკენ მიმართული აქციის მონაწილეები, რომლებმაც გუშინ პოლიციას ძალადობაზე მკაცრად რეაგირებისკენ მოუწოდეს, აქციების გამართვას მანამდე აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

ოთხშაბათს საღამოს საქართველოს შსს-ს ცენტრალური შენობის წინ, მოძრაობა „ქალთა უფლებების“ წარმომადგენლის ბაია პატარაიას ინიციატივით, საპროტესტო აქცია გაიმართა. ქალთა უფლებების დამცველები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც კვირის განმავლობაში რამდენიმე მკვლელობა, ასევე ოჯახური ძალადობის ერთი ფაქტი მოხდა.

„ჩვენს ქვეყანაში ფემიციდი ყვავის. ხოლო ის ღონისძიებები, რომელსაც შსს ატარებს, აშკარად არასაკმარისია. საჭიროა ფუნდამენტური რეფორმები. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გააცნობიეროს, რამდენად საშიში დანაშაულია ეს და უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს“, — განუცხადა ჟურნალისტებს პატარაიამ.

პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისში მამაკაცმა ბავშვების თვალწინ ცოლს ყელი გამოსჭრა

მათ ოჯახური ძალადობის შემთხვევებში ხელწერილის დაწერის პრაქტიკას არაეფექტური უწოდეს. ხელწერილებისა და პოლიციის მხრიდან გაფრთხილების არაეფექტურობის შესახებ უფრო ადრე საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც განაცხადა.

საპროტესტო აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოს მიერ ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის შესახებ ევროსაბჭოს კონვენციაზე, ე. წ. სტამბულის კონვენციაზე ხელმოწერა. კონვენცია ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობის აღკვეთის შესახებ ხელმოწერისთვის ღია 2011 წლის მაისში გახდა.

© © Sputnik/ Alexander Imedashvilაქცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ
აქცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
აქცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ

„შეუძლებელია, ქალზე ძალადობა ნორმალური ადამიანური არსებობის რაიმე ჩარჩოში მოაქციო. საზოგადოებაში ამ პრობლემისადმი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. ის ტაბუირებული აღარ უნდა იყოს“, — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირაკლი შენგელიამ.

ყველა ახალი ამბავი
0