თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. თბილისის გარეუბანში ოჯახური კონფლიქტი ტრაგედიით დასრულდა — ქმარმა ბავშვების თვალწინ მეუღლეს ყელი გამოსჭრა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ინციდენტი სამშაბათს, საღამოს იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო საცხოვრებელში მოხდა.
მეზობლებმა აღნიშნეს, რომ მოვლენათა ასეთი განვითარებით გაკვირვებული არ არიან, რადგან ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობდა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „განზრახ მკვლელობა“. მამაკაცი დაკავებულია. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად შევიდა. ის ამა თუ იმ საქმის განხილვისას დამამძიმებელ გარემოებად ითვლება.
კანონმდებლობის გამკაცრება საქართველოს ხელისუფლებამ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მკვლელობათა ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური გარჩევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.