თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს — თბილისის საქალაქო სასამართლომ დაცვის შესაბამისი შუამდგომლობა დააკმაყოფილა, იუწყება Sputnik-ის კორესპონდენტი სასამართლოს დარბაზიდან.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „ოჯახური დანაშაული, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირისა, ჩადენილი განსაკუთრებული სისატიკით“, რაც 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.