ქართველ მამაკაცებს მზრუნველობას ასწავლიან

© photo: Sputnik / Игорь Михалев / გადასვლა მედიაბანკშისანაპირო
სანაპირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ მამაკაცებს, რომლებისთვისაც გენდერული თანასწორობის პრინციპები მნიშვნელოვანია, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კანპანიაში „კაცები ზრუნავენ“.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის ინიციატივით, საქართველოში კამპანია „კაცები ზრუნავენ“ იწყება.

ქალი თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გაერომ გენდერული პოლიტიკის სფეროში საქართველოს წარმატებები შეაფასა

კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ მამაკაცს, ვისთვისაც ისეთი საკითხები, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, მზრუნველობა,  ჯანსაღი გარემოს შექმნა და ოჯახში პასუხისმგებლობის განაწილება, მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს.

2013 წელს UNFPA-ს ოფისმა კვლევა „ მამაკაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ ქვეყანაში გენდერული უთანასწორობაა.

კვლევაში ნათქვამია, რომ ქართულ საზოგადოებაში ორგვარი მიდგომაა — „კაცის“ და „ქალის“ საქმე. კაცის საქმედ საოჯახო ნივთების შეკეთება, ხოლო ქალის საქმედ — ბავშვებზე ზრუნვა, დალაგება, სადილის მომზადება და ა.შ. ითვლება.

10-დან 8 მამაკაცი სკოლამდელი ასაკის პატარებს არ უმზადებს საჭმელს, არ უკითხავს წიგნებს, არ დაყავს საბავშვო ბაღში, არ ასეირნებს. ასევე გაირკვა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 13% იშვიათად და 6% საერთოდ არ ესაუბრება ბავშვებს პრობლემებზე.

კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და თანაბრად გაინაწილონ საოჯახო საქმე.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისში გენდერული თანასწორობის საკითხისადმი მიძღვნილი კონფერენცია იმართება

ფონდის წარმომადგენლების მტკიცებით,  მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებსაც მზრუნველი მამები ჰყავთ, ძალადობისგან, სხვადასხვა სოციალური პრობლემებისგან უფრო მეტად დაცული არიან და ადვილად შეუძლიათ სტრესთან გამკლავება, ასევე უფრო მეტად აქვთ წარმატებული მომავალი.

კამპანიაში „კაცები ზრუნავენ“ აქტიურად ჩაერთვებიან სპორტსმენები, ხელოვნების მიღვაწეები, სოციალურად აქტიური მამაკაცები, რომლებიც კომპანიის პრინციპებს იზიარებენ.

ყველა ახალი ამბავი
0