თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თბილისში გენდერული თანასწორობის საკითხისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია იმართება, იუწყება მთავრობის პრესსამსახური სამშაბათს, 10 ნოემბერს.
საერთაშორისო კონფერენცია „გენდერული თანასწორობისკენ — გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.
„პირადად ჩემთვის გენდერული თანასწორობა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. მამაკაცისა და ქალის თანასწორობა ჩვენ ეჭვქვეშ არასდროს დაგვიყენებია, პირადად მე ასეთ ტრადიციებზე აღვიზარდე“, — განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა თავის გამოსვლაში შოთა რუსთაველი გაიხსენა, რომელმაც ჯერ კიდევ მე-12-ე საუკუნეში განაცხადა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ.
„ამიტომ ჩემთვის მიუღებელია ქალების მიმართ ის ძალადობა და დისკრიმინაცია, რომლის მაგალითები ჩვენს ყოველსღიურობაში ხშირად გვხვდება და არ არსებობს გარეოება, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამის გამართლება. სწორედ ამიტომაც ჩვენ — მამაკაცებმა და ქალებმა — თანასწორობის მხარეს უნდა ვიყოთ, რათა მთელ მსოფლიოში ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თავისუფლად და თანასწორ პირობებში განვითარდნენ“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი და საერთაშორისო ორგანიზაციების სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები.