ჭირვეული კლიმატი, ანუ ვინ საით უბერავს?!

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები არჩევნებამდე დარჩენილ დროში, ვინ რა სასტარტო პოზიციას დაიკავებს, ვინ შეასრულებს სოლო პარტიას, ვინ ამჯობინებს გუნდური თამაშის პრინციპს..

დარწმუნებული ვარ,მიუხედავად იმისა ვის რა მოლოდინი აქვს, მკითხველთა უმრავლესობა  დამეთანხმება, რომ მიმდინარე წელი რთული და გარდამტეხი იქნება. ქვეყანა პრაქტიკულად საარჩევნო რეჟიმში ცხოვრობს და საკამათო არც ის არის, რომ ახლა მთავარი კითხვებია როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები არჩევნებამდე დარჩენილ დროში,  როგორ ჩატარდება არჩევნები და ვის რა „ემუქრება“ არჩევნების შემდეგ.  ამ კითხვებზე ზუსტად იმდენი პასუხია, რამდენიც თავად პასუხის გაცემის მსურველი. სხვა კითხვებიც არის. ვინ რა სასტარტო პოზიციას დაიკავებს, ვინ შეასრულებს სოლო პარტიას, ვინ ამჯობინებს გუნდური თამაშის პრინციპს.. შესაძლო პოლიტიკური ქორწინებებისა თუ განქორწინებების თაობაზე უკვე ბევრი ითქვა, მრავალი ვერსია გაჟღერდა, მათ შორის რეალური, ნაკლებად რეალური და თქვენ წარმოიდგინეთ აბსურდულიც, თუმცა ჩვენში ძნელი გასარკვევია რომელი რომელია, ისე როგორც პოლიტიკაში ვინ ვინ არის… კითხვათა სიმრავლის მიუხედავად რეპერტუარი უცვლელია. პროგნოზები კეთდება და ყველა „თავისას უბერავს“, მემარცხენეს აწყვილებენ მემარჯვენესთან და პირიქით… განსხვავებული მოსაზრებაც გაჟღერდა, ამჯერად ავტორი აშკარად ინდივიდუალიზმის მომხრეა.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
ცსკ-მ საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიების რეგისტრაციისათვის მზადება დაიწყო
 

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „ვფიქრობ, წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ყველა პარტია დამოუკიდებლად უნდა გავიდეს… ამით ბევრი არაფერი შეიცვლება, თუმცა საინტერესო პრეცედენტი შეიქმნება და შედეგის მიხედვით, თუ საჭირო იქნება კოალიციები,  ყველაზე მეტი ადგილის მფლობელი პარტიის ლიდერს დაევალება მთავრობის ფორმირება, რაც უკვე აუცილებლად დაკავშირებული იქნება საპარლამენტო კოალიციების შექმნასთან და… საღი პოლიტიკური პროცესი ნელ-ნელა მოიკიდებს ფეხს… სახელმწიფო, სადაც პოლიტიკა ბიზნესი და საშოვარია, სადაც ხელისუფლებაში ყოფნა ყველაზე დიდი ბიზნესია, უბრალოდ განწირულია მარცხისთვის! ძირს „ბელადები“, „მარჩენლები“, „მხსნელები“ და თვალებგადმოკარკლული ე.წ ვაი-პოლიტიკური ლიდერები! ძირს შემთხვევითი ხალხი პოლიტიკაში! ძირს ყველაფერი, რაც ხელს უშლის ნორმალური პოლიტიკური სისტემის აგებას… უახლოეს წლებში გამოჩნდება, აქვთ თუ არა ამ პერიოდის პოლიტიკურ მოღვაწეებს რაიმე უნარი, ხელი შეუწყონ სახელმწიფოს მშენებლობას, თუ ისინი დარჩებიან ედუარდ შევარდნაძის ეპოქის უკანასკნელ მოჰიკანებად, რომლებმაც უკიდურესობამდე მიიყვანეს ის, რაც თან ახლდა მის მოღვაწეობას. მას რაღაც ძალიან დიდი ბექ-რაუნდი ჰქონდა გარეთ… რა აქვთ მათ…“

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი თავისუფალი არჩევნების გარანტიას იძლევა

საინტერესოა ამ და სხვა გათვლების მიღმა სად მოიაზრება მისი უდიდებულესობა ხალხი, კერძოდ, არშემდგარი პარტიული სისტემა რა პერსპექტივას უტოვებს ამომრჩეველს და აქვს თუ არა მას რეალობის ცვლილების რესურსი. ერთერთი მოაზრებით სიცოცხლისუნარიანი ხალხი

უნდა მიხვდეს, რომ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული და მის გარეშე ვერაფერი გადაწყდება ხელისუფლების არჩევისას… ხალხის ნებაზეა დამოკიდებული, რას მოინდომებს და რას მოისურვებს… თუმცა სხვა მოსაზრებაც არის. ხალხის უშუალო პოლიტიკური ნება ჩვენთან კონსტიტუციურად ბლოკირებულია, ხოლო "წარმომადგენელთა" უმრავლესობას პოლიტიკური მონოპოლია გააჩნია, რა კანონსაც ისურვებს და არჩევნების როგორ წესებსაც დაადგენს იმ წესებით დაუკრავს თანაც ისე, რომ ამ წესების დამცველებსაც თვითონ ნიშნავს, საპარლამენტო უმრავლესობის ნება ის "ორღანია" რომელიც "ვინც უხდის" იმის მუსიკას უკრავს.მრავალგზის მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენში „ყველაფერი მოსულა“ და ამიტომაც ნებისმიერ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება. ფაქტია, რომ ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის ყოველი ერთი ხმისთვის ბრძოლა უკვე დაწყებულია და „ფრონტის ხაზი“ საარჩევნო გარემოს სრულყოფაზე გადის. სამწუხაროდ ქვეყანა ვერაფრით ეღირსა იმ საარჩევნო კანონმდებლობას, რომელიც პოლიტიკური ველისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები იქნებოდა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა დაისვას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: „პოლიტიკური გარემო უკიდურესად პოლარიზებულია და მაქვს განცდა, რომ შესაძლოა ის რაღაც მომენტში გავიდეს პოლიტიკური ბრძოლის ტრადიციული ჩარჩოებიდან. ისევე როგორც ოთხი წლის წინ, ახლაც წინასაარჩევნო პერიოდში მთავარი პოლიტიკური თემაა ზოგადად საარჩევნო გარემოს, კონკრეტულად კი საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესება და ვფიქრობ, სწორედ ეს თემა იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, შიდაპოლიტიკურ პროცესებში. თუ პოლიტიკურ სპექტრში  ამ საკითხზე კომპრომისი ვერ მოიძებნა, სიტუაცია შეიძლება ძალიან სახიფათოდ დაიძაბოს. მართალია, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია თავისუფალია პასუხისმგებლობისგან, რაც კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებას გულისხმობს..“

საზოგადოებაში პოლიტიკური პროცესებისადმი  მზარდი ნიჰილიზმის ფონზე, ექსპერტებს განსაკუთრებით აკვირვებთ ძირითადი მოთამაშეების პასიურობა. მიზეზად პოლიტიკური ველის კონცეპტუალური კრიზისი სახელდება.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
მერვე მოწვევის პარლამენტის ბოლო გაზაფხული - ათვლა იწყება

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე: „წინასაარჩევნო პერიოდში არ მახსოვს ასეთი პასიურობა. ვცდილობ ეს პასიურობა ფინასური რესურსების სიმცირით ავხსნა. ოპოზიციური პარტიების ერთ ნაწილს უჭირს გრძელი მარათონის გაძლება და მხოლოდ ბოლოში აპირებენ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას. გაუგებარია, რატომ  არ აქტიურობენ ფინანსურად შეძლებული პარტიები„ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა“.  შესაძლოა ეს პასიურობა კონცეპტუალური კრიზისით არის გამოწვეული და მათ ჯერ ვერ წარმოუდგენიათ როგორ წაიყვანონ ეფექტური საარჩევნო კამპანია…“

პოლიტიკური და საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულების გათვალისწინებითანალიტიკოსთა ერთი ნაწილი თვლის, რომ  მომავალი არჩევნების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად შესაძლოა ამომრჩეველთა პასიურობას იქცეს.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
მომავალი არჩევნების ამოუცნობი ინტრიგა
   

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე: „გულგატეხილ ადამიანს არავის ნდობა აღარ აქვს, მისი მიმხრობა ძნელია. ჩემი აზრით, წელს უმთავრესი პრობლემა მაინც ამომრჩევლის გააქტიურება და არჩევნებზე მიყვანა იქნება. ამ პრობლემის გადაჭრა ყველა პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, სტაბილური და მშვიდი საარჩევნო გარემოს შექმნაზე პასუხისმგებელი, უპირველესად, ხელისუფლებაა…“

არჩევნებს ჯერჯერობით ფავორიტი არ ჰყავს და ძნელი წარმოსადგენია უახლოეს მომავალში ვინმემ მოირგოს ლიდერის ყვითელი მაისური. რა იქნება მერე? ალბათ ის, რაც მანამდე იყო.


ყველა ახალი ამბავი
0