საქართველოს პრემიერი თავისუფალი არჩევნების გარანტიას იძლევა

გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილმა განცხადებით, საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს, წინასაარჩევნო პერიოდი კი მშვიდი და დემოკრატიული უნდა იყოს.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებს თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩაატარებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

„მნიშვნელოვანია ყველა ის კომპონენტი, რომელიც უნდა ახასიათებდეს თავისუფალ არჩევნებს. ჩვენ ნამდვილად გავეცით ის გარანტიები, რომ საქართველო უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს,“ — განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის ეთერში.

მორიგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

წინასაარჩევნო პერიოდიც ასევე მშვიდი და დემოკრატიული უნდა იყოს, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ყველა ახალი ამბავი
0