მომავალი არჩევნების ამოუცნობი ინტრიგა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა შედეგით დასრულდება არჩევნები, ვინ მოიგებს მას და ვინ მოირგებს მთავარი ოპოზიციონერის მანტიას, ვინ დარჩება პარლამენტს მიღმა და ვის მოუწევს ოთხწლიანი მეცადინეობა. მაშ ასე - მომავალი საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა? ერთი კითხვა და სამი პასუხი.

საარჩევნო მარათონი დაწყებულია, თუმცა გამოკვეთილი ლიდერი არ ჩანს. წლის მთავარი პოლიტიკური ბატალიებისთვის ემზადება ამომრჩეველი, მაგრამ დღეს ძნელია განჭვრიტო როგორი იქნება მოქალაქეთა აქტივობა. ფაქტია, რომ მაჟორიტარული სისტემით საგარეჯოსა და მარტვილში გამართული პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მოქალაქეთა უმრავლესობამ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებაზე უარი თქვა და არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა. ანალიტიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ საზოგადოება იმედგაცრუებულია და ახლა პოლიტიკური პროცესებისადმი პესიმისტურად არის განწყობილი. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ არსებობს ახალი პოლიტიკური ალტერნატივის ჩამოყალიბების პერსპექტივა, თუმცა ჯერ უცნობია ვინ ითავებს ამ „ისტორიულ მისიას“ და რა იქნება ახალი ალტერნატივის მთავარი გზავნილი. ადვილი არ არის გარე ფაქტორების შესაძლო გავლენის გათვლაც.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები მშვიდად ჩატარდება

ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ მთავარი დაპირისპირება ე.წ პროდასავლურ და პრორუსულ ძალებს შორის წარიმართება და ამ კონტექსტში ძალზედ დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორ განვითარდება საქართველო-ნატოს ურთიერთობები, რამდენად გაღრმავდება ინტეგრაციის პროცესი. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მორიგი სამიტი ვარშავაში, 2016 წლის ივლისში გაიმართება და მთავარ კითხვასაც გაეცემა პასუხი.

საინტერესოა რა გავლენა ექნება მას საარჩევნო პროცესზე და შესაბამისად არჩევნების შედეგებზე. მრავალი პასუხგაუცემელი კითხვაა და ამიტომაც წარმოუდგენელია გამოიცნო რა კონფიგურაციის იქნება მომავალი უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო. ალბათ მთავარი ინტრიგაც სწორედ ეს არის, ანუ რა შედეგით დასრულდება არჩევნები, ვინ მოიგებს და ვინ მოირგებს მთავარი ოპოზიციონერის მანტიას, ვინ დარჩება პარლამენტს მიღმა და ვის მოუწევს ოთხწლიანი მეცადინეობა.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
„პაჭუ, სქან გოლუაფირო, გამითვალისწინე თუ შეიძლება...“

მაშ ასე — მომავალი საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა? ერთი კითხვა და სამი პასუხი:

ანალიტიკოსი თამარ კიკნაძე: „დღეს ჩვენ პიარტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ. სიახლე არ არის, რომ  არჩევნებიც ამ ტექნოლოგიებით ტარდება. ამიტომაც წინ მრავალი სიურპრიზი გველის. საზოგადოებას ჰქონდა სხვა მოლოდინი და იმედი. მაგრამ ფაქტია, რომ მმართველმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ნამდვილად გააწბილა. ე.წ. კოჰაბიტაციამ და შემდგომ უკვე ზედმეტად ლიბერალურმა დამოკიდებულებამ ცხრაწლიანი სასტიკი რეჟიმის ავტორებთან მიმართებაში მოსახლეობაში ნიჰილიზმი და პესიმისტური განწყობები დაამკვიდრა. ძალიან მძიმეა ეკონომიკური და სოციალური ფონი. ეროვნული ვალუტის გაუფასურებით კიდევ უფრო გაძვირებული ცხოვრება და დამძიმებული საბანკო ვალდებულებები უსათუოდ აისახება საარჩევნო განწყობებზე. ჯერ კიდევ არის საგარეო გამოწვევებიც. ევროპასთან გაცხადებული  ვიზალიბერალიზაციაც ვირტუალურია. რაც შეეხება ვარშავის სამიტს, სერიოზულ გარღვევას ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში არ უნდა ველოდოთ და ვთვლი, რომ ეს ჩვენთვის კარგია. ხანდახან ვფიქრობ, დასავლეთი რომ არ ფიქრობდეს თავის უსაფრთხოებაზე, ზოგიერთი ჩვენი ავანტიურისტი პოლიტიკოსის წყალობით, ახალ საომარ მოქმედებებში გავეხვეოდით. „ქართულ ოცნებას“ ალბათ ძალიან სერიოზული საარჩევნო კამპანიის ჩატარება მოუწევს. უნდა ვივარაუდოთ, რომ პრემიერ-მინისტრის ცვლილება და აღმასრულებელ  ხელისუფლებაში  მოსალოდნელი  ცვლილებები ამ კამპანიის ნაწილია“.

რა? სად? როდის? გადაღებების მსვლელობისას. საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ „რა? სად? როდის?“ წევრებს თავის რიგებში იწვევს

ექსპერტების ერთი ნაწილი მომავალი პოლიტიკური დაპირისპირების ინტრიგას ცალკეული პოლიტსუბიექტების მიერ მათი რესურსების ოპტიმალურად გამოყენებისა და რეალიზების შეძლება-შეუძლებლობაში ხედავს.

ანალიტიკოსი ასლან ფაღავა: „მომავალ არჩევნებში რამდენადმე მნიშვნელოვან  პოლიტიკურ ინტრიგას არ ველოდები. ძალთა ბალანსი, სავარაუდოდ, არ შეიცვლება, (ცხადია, თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა, მაგ. გარედან უხეში ჩარევა, პოლიტიკური მკვლელობა, ეკონომიკური კოლაფსი და ა.შ…რაც, პრინციპში, ნაკლებად მოსალოდნელია).„ქართული ოცნების“ ძალიან ცუდი მუშაობისა და „პატრიოტთა ალიანსის“ ძალიან კარგი მუშაობის შემთხვევაში, ინტრიგა შეიძლება იყოს პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სოლიდური წარმომადგენლობით შესვლა, „ქართული ოცნების“  მიერ უმრავლესობის დაკარგვის ფონზე. ასეთ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება, უმრავლესობის შესაქმნელად ეძებოს პარტნიორები, ამ დროს კი ხელისუფლების ჩამოყალიბებაში წილის დადების ყველაზე მეტი შანსი „პატრიოტთა ალიანსს“ გაუჩნდება.

ამავე დროს, შემდეგ პარლამენტში მნიშვნელოვანი რაოდენობის მანდატები ექნება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მინიმუმ თხუთმეტი პროცენტი, თუ ისინი შესძლებენ რებრენდინგს და მომავალ პარლამენტში ახალი სახეებით შესვლას, არც მათი და „ქართული ოცნების“ ალიანსს გამოვრიცხავ. ეს სერიოზულ ინტრიგას გააჩენს უკვე მომდევნო არჩევნებისთვის და ძალთა ახალ გადანაწილებას გამოიწვევს. პარლამენტში შესვლის შანსი ასევე აქვთ ირაკლი ალასანიას და ნინო ბურჯანაძის პარტიებსაც. მათი სახელისუფლებო ალიანსში აღმოჩენა გამორიცხული არ გახლავთ, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა. არჩევნებისთვის ახალი პოლიტიკური ალტერნატივის ჩამოყალიბება პრაქტიკულად შეუძლებლად მიმაჩნია დარჩენილი დროის სიმცირისა და არსებული საარჩევნო გარემოს გამო“. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებას“ შესაძლოა, „მწვანეები“ შეუერთდნენ
   

მავანნი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ეყრდნობიან და მომავალი ბატალიების შედეგს პროგნოზირებენ, კონკრეტულ ციფრებსაც ასახელებენ.

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე: „დღევანდელი მდგომარეობით, ყველა მეტად თუ ნაკლებად სანდო სოციოლოგიური კვლევების კომპანიების მონაცემების ანალიზი და პროცესების შესწავლა ცხადყოფს, რომ საარჩევნო რბოლის ფავორიტი ისევ "ქართული ოცნებაა“, მას ხვალ რომ არჩევნები იყოს, მხარს ელექტორატის ოცი პროცენტი დაუჭერს; ათი პროცენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მყარი ელექტორატია; ათი პროცენტი ხმას "პატრიოტთა ალიანსს“ მისცემს. ყველა დანარჩენი მოთამაშე, თუ ისინი ფინიშთან მარტო მივლენ, გადასალახი ბარიერის ზღურბლს ვერ ასცდებიან, ან მცირედით გადააჭარბებენ. მათ შორის განიხილებიან: "თავისუფალი დემოკრატები“, ნინო ბურჯანაძის პარტია, "ლეიბორისტები“ და ა.შ. სხვები ძირითადად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე მოიაზრებიან და დარჩენილ დროში მათგან სიტუაციის არსებითი შეცვლა, მოსალოდნელი არ არის.

რაც შეეხება ახალ მოთამაშეებს, მათგან პაატა ბურჭულაძის პარტია და ლეონიდ ჩერნოვეცკის ჯგუფი, შესაძლოა ამ მარათონში ჩაერთონ. თუმცა, რატომ უნდა მისცენ ხმა ერთს ან მეორეს, როცა მათი პოლიტიკური პლატფორმა და ხედვები არაფრით განსხვავდება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპროგრამო პუნქტებისგან. უკვე მომავალ პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ სამთავრობო კოალიციის ჩამოსაყალიბებლად პარტნიორი დასჭირდება. ირაკლი ალასანიას "თავისუფალ დემოკრატებთან“ ალიანსის აღდგენა ძნელი იქნება, "გირჩთან“ კიდევ უფრო რთული, ლეონიდ ჩერნოვეცკისთან – არასერიოზული, "პატრიოტთა ალიანსთან“ კავშირს არა მგონია სტრატეგიულმა პარტნიორებმა მხარი დაუჭირონ. ამიტომ, რჩება ნინო ბურჯანაძე და მისი გუნდი – მეტ–ნაკლებად მისაღები დასავლეთისთვის, არაპროდასავლური პოლიტიკური სპექტრიდან. სიურპრიზებს კი უნდა ველოდეთ ლევან ვასაძისგან, რომელიც ძალიან აგვიანებს და თამაშგარე მდგომარეობაშია, ან ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომლის მიერ პარტიის შექმნაზე კულუარებში საუბრობენ, თუმცა, ახალი მოთამაშეების მიერ სიჩქარის ასაკრეფად არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი“.

არჩევნები - Sputnik საქართველო
საქართველოს ყოფილი და ახალი ხელისუფლებები ერთმანეთს გარდაბნის რაიონში შეეჭიდებიან

უკვე დიდი ხანია ყოველი არჩევნებისას ინტრიგა ერთია და უცვლელი: იქნება თუ არა ამჯერადაც არჩევანი ცუდსა და უარესს შორის?  ასე იყო და ასეა ახლაც. ვეჭვობ მე ერთი ვიყო, ვინც ასე ფიქრობს. არჩევანი მუდმივად ცუდსა და უარესს შორის ჩვენი პოლიტიკური რეალობაა, მაგრამ თავისი შინაარსით ფორმით უალტერნატივო პოლიტიკური არჩევანი მხოლოდ ერთი „სიკეთეთაგანი“ როდია, რომლიც ისე როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ჩვენი „შემოქმედების“ შედეგია.  ფაქტი ერთია, პოლიტიკურ რეალობას ამომრჩეველი ქმნის და ამ გაუკუღმართებული პოლიტიკური რეალობის შექმნაში ორივე მხარეა პასუხისმგებელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0