„პაჭუ, სქან გოლუაფირო, გამითვალისწინე თუ შეიძლება...“

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხწლიანი პოლიტიკური მარათონი დასასრულს უახლოვდება. ფინიშამდე სულ უფრო ცოტა მანძილი რჩება, თუმცა მოასპარეზეთა უმრავლესობა უკვე 2016 წლის შემოდგომისას დაგეგმილ სტარტზე ფიქრობს. დღეს არავინ უარყოფს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგს.

პოლიტიკური პროცესებით მეტ-ნაკლებად დაინტერესებული მკითხველი უსათუოდ დამეთანხმება, რომ ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომიდან თანდათან გავრცელდა ხმები მომავალში არჩევნებისთვის კოალიცია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო წარმომადგენლობის გადახალისების თაობაზე. ითქვა, რომ საარჩევნო სიაში ბევრი ახალი, ან ძველი ახალი და საინტერესო სახე გამოჩნდება. საარჩევნო სიის კონტურები ჯერ უცნობია და ის სავარაუდოდ გაზაფხულისთვის გამოიკვეთება, მას შემდეგ, რაც პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ შეიკრიბება და ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს აირჩევს. მიუხედავად ამისა გარკვეული მინიშნებები უკვე კეთდება, რაც განსჯისა და დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე: „ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა მომავალ პარლამენტში დეპუტატების მნიშვნელოვნად გადახალისება. ვადასტურებთ, რომ არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ. ახლა აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალებზე გაკეთდება".

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
სპორტსმენი და მსახიობი დეპუტატები უკმაყოფილებას გამოთქვამენ

საგულისხმოა, რომ საარჩევნო სიის ფორმირების საკითხს აღმასრულებელი მდივანი არ წყვეტს. საუკეთესო შემთხვევაში ის მიღებულ გადაწყვეტილებას აჟღერებს ხოლმე. ამიტომაც საინტერესოა ირაკლი კობახიძემ რატომ ჩათვალა საჭიროდ ამ საკითხზე საუბარი, იყო თუ არა ეს წინასწარ მომნზადებული ე.წ გზავნილი და ვისი ნაფიქრალი და ნააზრევი გაახმოვანა მან. ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. შესაძლოა ეს მხოლოდ მისეული ხედვაა, რომელიც თანაპარტიელებს გააცნო, თუმცა ვეჭვობ, რადგან პოლიტმეგობრებისთვის ინიციატივების მედიით შეტყობინება სულ ცოტა უხერხულია. ნუ გამოვრიცხავთ, რომ აღმასრულებელმა მდივანმა გაგვანდო  ბიძინა ივანიშვილის მიერ ერთპიროვნულად, ან მმართველი პოლიტელიტის ერთი ჯგუფის მონაწილეობით, ვიწრო წრეში უკვე მიღებული გადაწყვეტილება. მიზანი თანაპარტიელების რეაქციისა და საზოგადოების დამოკიდებულების გარკვევა. სხვა ვერსიებიც არის. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძის ნათქვამს უმალ გამოეხმაურენ საპარლამენტო უმრავლესობიდან.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში "ქართულ ოცნებას" დაეხმარება

პარლამენტის წევრი გია ვოლსკი: „ირაკლი კობახიძეს და ყველა სხვას ვურჩევ, ნუ გააკეთებენ ნაჩქარევ განცხადებებს. დეპუტატობის კანდიდატი პროფესიის მიხედვით არ ფასდება, კანდიდატი უპირველესად ინტელექტუალური მონაცემებით ფასდება. აქცენტის გაკეთება, რომ სპორტსმენებთან და მსახიობებთან რაღაც დაპირისპირების ატმოსფერო შეიქმნას, ეს პოლიტიკურად სწორი არ არის“.  

ძნელია ნათქვამს არ დაეთანხმო, განსაკუთრებით „ინტელექტუალურ მონაცემებთან“ დაკავშირებით. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, საკუთარ გულებში ჩავიხედოთ  ამ ორი ათეული წლის მანძილზე სწორედ ინტელექტის ნაკლებობა იყო თუ არა ჩვენი უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთი ნაკლი. არავინ იფიქროს, რომ ამ ხნის მანძილზე ინტელექტის ნაკლებობით მსახიობები და სპორტსმენები გამოირჩეოდნენ. ასეა, თუ ისეა მრავალი მოსაზრება მოვისმინეთ, მათ შორის გარკვევით ისიც ითქვა, რომ საარჩევნო სიის საკითხზე კონსულტაციები არ დაწყებულა, თუმცა კანდიდატებზე მსჯელობა მიდის. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური: „ყველა პოლიტიკური პარტია, რა თქმა უნდა, თავისი კანდიდატების შესახებ მსჯელობს. ამიტომ, ყველა პარტიას ექნება თავისი მოსაზრებები, თუ რომელი და რა კატეგორიის კანდიდატები ეყოლებათ წარდგენილნი. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ კოალიციურ რეჟიმში ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე განხილვები გვქონდა — არ გვქონია! როგორც კი დაიწყება კონსულტაციები, თქვენ ამის შესახებ ინფორმირებულები იქნებით".

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებისკენ მოუწოდებს

კარგია, რომ „ინფორმირებულები“ ვიქნებით, მაგრამ საკითხავია რა პრინციპული განსხვავებაა კანდიდატების შესახებ უკვე დაწყებულ მსჯელობასა და ამავე საკითხზე მომავალში დასაწყებ კონსულტაციებს შორის. ყველა კითხვას ამ ერთ სტატიაში ვერ ვუპასუხებთ და ძირითად სათქმელს დავუბრუნდეთ. "პარლამენტში ხუთი მსახიობი ვართ და არ მგონია, ეს ხუთი კაცი ვქმნიდეთ რაიმე უბედურებას“, — ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძეს პარლამენტის წევრი პაატა ბარათაშვილი და არ შეიძლება არ დაეთანხმო, რომ ბრწყინვალე ხუთეულს არც პარლამენტარის სტატუსით არაფერი გაუფუჭებია. რა გააკეთეს?— იკითხავს მკითხველი და ხისტად მივუგებ პასუხად, რომ  ჩვენში დიდი ხანია არგაფუჭება საკეთებელზეზე მეტად ფასობს. ხუმრობანარევი სიმართლე იქით იყოს და ახლა ანალიტიკოსებს მოვუსმინოთ, ისინი რას ფიქრობენ ამ საკითხზე.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: „საარჩევნო სიის დაკომპლექტებისას, ყველაზე სულელური გათვლა, მხოლოდ იურისტებზე და ეკონომისტებზე გათვლაა. საქმე არა ძირითად პროფესიებშია მხოლოდ, არამედ ზოგად კომპეტენციებსა და უნარ-ჩვევების ფლობაში, ფასეულობებში, სახელმწიფოებრივ აზროვნებაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის შესაძლებლობებში, საარჩევნო სიის წევრთა იმიჯში, საუბრისა და დებატების უნარში, პრეზენტირების უნარში და ა.შ. მსახიობების თუ სპორტსმენების არ არსებობა თავისთავად არ ნიშნავს სიის სწორი კონცეფციის შექმნას. მხოლოდ პროფესიებამდე ნუ დაიყვანთ პოტენციური საარჩევნო სუბიექტის შეფასების კრიტერიუმს, თორემ ეს გახდება არც ეფექტური და არც არჩევითობაზე გათვლილი ნაკრები. საარჩევნო სია, პირველ რიგში, არჩევით და მიმზიდველ სუბიექტებზე აგებული გაერთიანებაც უნდა იყოს“.

დარწმუნებული ვარ მკითხველი დამეთანხმება, რომ საარჩევნო სიის ფორმირებისას  გადამწყვეტი თუ არა, ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოზიცია. შემთხვევითი არ არის, რომ ექსპერტების ერთი ნაწილი მომავალი არჩევნების მთავარ რეჟისორად კვლავაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მესაფლავეს მოიაზრებს.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
წულუკიანი: ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს

გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი: „გადამწყვეტი იქნება ის, თუ რა ფორმებით და რა სიახლეებით წარსდგება ბიძინა ივანიშვილი ამომრჩევლის წინაშე. კონსულტაციები ჯერჯერობით იმავე წრეში მიმდინარეობს, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ „ოცნების“ საარჩევნო სიაში ბევრ ახალ ან მივიწყებულ სახეს ვიხილავთ. ის, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულად გადახალისდება, არაერთხელ მითქვამს თუ დამიწერია. ამაში არაფერია უცნაური, მით უფრო შექმნილ ვითარებაში. „სამობილიზაციო“ სცენარი ამჟამად აღარ იმუშავებს, აღარც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის მიცემული ხმები გადაწყვეტს არჩევნების ბედს“.

დასკვნები ნაადრევია. ჯერ კიდევ არის დრო და თანდათან გაირკვევაგაუძლებს თუ არა საარჩევნო რყევებს და რა ფორმითა და შინაარსით შენარჩუნდება კოალიცია „ქართული ოცნება“, გამოიკვეთება რამდენად შეიცვლებაკოალიციის „ძირითადი“ ბირთვი, სად წავლენ „გარიყულები“ და ბოლოს რა კონტურებს შეიძენს საარჩევნოპოლიტმიგრაცია.

„პაჭუს“ ახალ „სპისოკზე“ სამუშაოდ დრო აქვს, მთხოვნელი კიდევ უფრო მეტი, აი არჩევანისა რა გითხრათ?!

 

ყველა ახალი ამბავი
0